თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 10:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" თავდასხმა - "ლივერპულის" პრობლემა
ორმაგი შეტევა "ლივერპულის" პრობლემა იქნება.
როცა "ლივერპული" "ოლდ ტრაფორდს" უკანასკნელად ეწვია მათ დომინირებადი ფეხბურთის ნამდვილი მაგალითი აჩვენეს, რასაც გამანადგურებელი ანგარიშით გამარჯვება მოჰყვა და ტრადიციულ მეტოქეს მთელი 14 ქულით გადაასწრეს.

როცა ეს გუნდები ერთმანეთს კვირას შეხვდებიან, ყველა მიხვდება, რომ მოვლენები კვლავ შეიცვალა. 7 ქულიანი უპირატესობისა და "ლივერპულზე" ექვსი ადგილით მაღალი ადგილის დაჭერისას ძალაუფლება ლუი ვან გაალის შეგირდების ხელშია.

Premierleague.com-ის ანალიტიკოსი, ედრიან კლარკი ცდილობს მომდევნო დაპირისპირებაში გაერკვეს.

"იუნაიტედის" ორმაგი შეტევის ძალა შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს

სუსტი დაცვის ხაზი ბრენდან როჯერსს გასულ სეზონში ტიტულის დაკარგვად დაუჯდა და ასეთ პრობლემას მიმდინარე სეზონშიც განიცდის. გასვლაზე მხოლოდ "ქპრ"-სა და "ლესტერს" აქვთ უფრო მეტი გოლი გაშვებული, ვიდრე "ლივერპულს".

დაცვის ხაზში მუდმივი ცვლილებები მერსეისაიდელებს სტაბილურობაში არ დაეხმარა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ისინი გაცილებით დიდ პრობლემებს განიცდიან ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ორი თავდამსხმელით თამაშობს, ვიდრე ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომელიც ერთი თავდამსხმელის თამაშობს. სხვაობა საგრძნობია და აი ცხრილიც:

"იუნაიტედის" თავდასხმა - "ლივერპულის" პრობლემა


რატომ არის ეს პრობლემა? როცა ცენტრფორვარდები წყვილად თამაშობენ ("იუნაიტედის" შემთხვევაში რუნი და პერსი), და ორივე ცენტრალურ მცველს მთლიანად ტვირთავენ, მთელი დაცვის ხაზს უხდება ურთიერთგაგების შენარჩუნება.

მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სიღრმეში შეწეულ ნახევარმცველს, ფლანგის მცველებს უფლება არ აქვთ საკუთარი და ცენტრალური მცველების პოზიციებს შორის სივრცეები დატოვონ. სწორედ ამ ასპექტში იგრძნობა "ლივერპულის" სისუსტე.

ყოველ ჯერზე, როცა "იუნაიტედის" თავდასხმა ბურთის მისაღებად ჩაიწევს, საჭირო იქნება მჭიდრო შევიწროვება ან მაშინვე ნახევარდაცვაში გამაგრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მათგანს შეუძლია კარს მზერა ესროლოს და შორეული მანძილიდან გაიტანოს გოლი. ვან გაალის გუნდმა საჯარიმოს გარედან 7 გოლი გაიტანა, რაც 2 გოლით მეტია ნებისმიერ სხვა გუნდზე.

"ლივერპულის" ფლანგის მცველებს, ალბერტო მორენოსა და გლენ ჯონსონსაც მოუწევთ შეტევისგან თავის შეკავება. "იუნაიტედის" ნებისმიერი თავდამსხმელის თავისუფლად დატოვება სარისკო იქნება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ "ბარნლი" ასრულებს უფრო მეტ შორეულ გადაცემას ერთ მატჩში საშუალოდ, ვიდრე "იუნაიტედი". სწორხაზოვნება - ეს არის ის, რასაც "ოლდ ტრაფორდზე" მოსული ახალი მწვრთნელი მიმართავს, თუ მომენტი შესაფერისია.

მიმდინარე სეზონის ისტორია მოგვითხრობს, რომ "ლივერპულის" ნერვიული დაცვის ოთხეული ცუდად უმკლავდება ორ თავდამსხმელს. იქნებიან კი საკმაოდ ორგანიზებულები იმისთვის, რომ რუნი და ვან პერსი გააჩერონ?

საფრთხე მაღლიდან

მარუან ფელაინის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენამ ვან გაალს საშუალება მისცა ახალი ტაქტიკის ექსპერიმენტირებისთვის მიემართა და ამან ორ შემთხვევაში გამოიღო შედეგი.

ეშლი იანგის მარცხენა ფლანგზე თამაშისგან სარგებლის ნახვისას, რასაც მატასა და ერერას სწორედ ამ ფლანგზე გადანაცვლება ემატება, "იუნაიტედი" შეტევებს ძირითადად მარცხნიდან აწარმოებს, რაც მარჯვენა ნახევარმცველს, მარუან ფელაინის საშუალებას აძლევს შორეულ ძელთან ჩაწოდებები კარში გადაგზავნოს.

"იუნაიტედის" თავდასხმა - "ლივერპულის" პრობლემა


"ემირეიტსზე" კირან გიბსის ავტოგოლი სწორედ მას შემდეგ გავიდა, რაც "არსენალის" ფლანგელი მცველი მარუან ფელაინისთან პირისპირ დარჩა. "სტოკთან" მატჩში ფელაინის მიერ გატანილი საშინაო გოლი კი თითქმის ისეთივე სიტუაციაში გავიდა, მაგრამ ამჯერად ერერამ ჩააწოდა.

"იუნაიტედის" თავდასხმა - "ლივერპულის" პრობლემა


ორი თავდამსხმელის შევიწროვების გარდა, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება "ლივერპულის" ფეხბურთელების მხრიდან იანგის, მატასა და ერერას მონიტორინგი და ზრუნვა იმაზე, რომ თუ ფლანგიდან ჩაწოდება განხორციელდება ვიღაცამ ფელაინის ხელი შეუშალოს.

მორენო მაღალი მცველი არ არის და არც მინიატურული ჯო ალენი გამოდგება ამისთვის. ამგვარად, ფელაინიზე ზეწოლის მოხდენის ერთადერთ კანდიდატად შესაძლოა ჯორდან ჰენდერსონი გვრჩება.

"ლივერპული" ჩაწოდებების დროს ძალიან წარუმატებლად გამოიყურება. "ჩელსისთან", "ქპრ"-სთან, "ასრონ ვილასთან", "ნიუკასლთან" და "ვესტ ჰემთან" სწორედ ასეთი ჩაწოდებების შემდეგ გაუშვა გოლები.

თუ ფელაინი ითამაშებს, საჯარიმოში მის შერბენას ყურადღებით უნდა მოეკიდნონ.

ზეწოლის მოხდენის დროა

"იუნაიტედმა" ჩემპიონატის ხუთი თამაში მოიგო ზედიზედ, მაგრამ დაცვაში ჯერ კიდევ არის პრობლემები. როცა ზეწოლას ახდენენ, დაცვიდან ამოსვლა ძალიან ჭირს.

"სენტ მერიზე" "საუთჰემპტონთან" მატჩში "წმინდანები" მაღალ პრესინგს მიმართავდნენ და "იუნაიტედმა" 142-ჯერ დაკარგა ბურთი, რაც მათი მესამე უცუდესი მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. ნებისმიერ სხვა დღეს შეიძლებოდა წართმევათა ასეთი რაოდენობა "საუთჰემპტონს" უფრო მეტ გოლად ექცია, ვიდრე 1 გოლია.

მართალია, "ლივერპული" ვერ თამაშობს იმავე ენერგიითა და თავდაჯერებულობით, რაც წინა სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" აჩვენეს, მაგრამ თუ აგრესიული პრესინგისთვის გამბედაობა ეყოფათ, მასპინძლებს ძალიან გაუჭირდებათ.

სწრაფი ნახევარდაცვის ძალა

სწორედ დინამიურმა და მოძრავმა თამაშმა განაპირობა "ლივერპულის" გასული წლის გამარჯვება და მიუხედავად იმისა, რომ წელს სუარესისა და სტარიჯის გარეშე ითამაშებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ნაცადი ხერხით სარგებლის ნახვას არ ეცდებიან.

რაჰიმ სტერლინგისა და ფილიპე კოუტინიოს სახით "სკაუზერებს" პრემიერ ლიგის საუკეთესო (ერთ-ერთი) და სწრაფი დრიბლიორები ჰყავთ. თუ ორივე მათგანი ფორმაში იქნება, "იუნაიტედის" არამყარ დაცვას, რომელშიც ორი ფეხბურთელი ვინგერი იქნება, ძალიან გაუჭირდება.

"იუნაიტედის" თავდასხმა - "ლივერპულის" პრობლემა


როცა ბურთი რიკი ლამბერტს მისდის, აუცილებელია ყურადღების მიქცევა სტერლინგზე, კოუტინიოზე, ჰენდერსონსა და ჯერარდზე, რომლებიც მოწინააღმდეგის დაცვაში ზონების ძებნას მოჰყვებიან.

შესაძლოა "ლივერპულმა" დაკარგა ძველი ფორმა, მაგრამ მაინც რჩება ათლეტურ გუნდად. ღირს ამის ხარჯზე თამაში.

უკანასკნელი აზრი

ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედს" გაცილებით ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავს და უფრო მეტად მიმდევრობითი ტაქტიკური მიდგომა აქვს, ამიტომ სამართლიანად ითვლება ფავორიტად ამ მატჩში.

ბრენდან როჯერსმა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ოპტიმალური შემადგენლობის აღმოჩენა და "ლივერპულის" პრობლემა სწორედ ამაშია. მაგრამ თუ მისი გუნდი იმავე ენერგიას მიმართავს, რაც გასულ წელს აჩვენეს, მის გუნდს შეუძლია წარმატების იმედი ჰქონდეს.

თუ ვილაპარაკებთ თამაშის ხარისხზე და თავდაჯერებულობაზე, ორივე გუნდს ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, სანამ იმ დონეს მიაღწევენ, რომელსაც ქომაგი ელოდება მათგან. მაგრამ დღევანდელ პირობებშიც კი ეს თამაში სანახაობრივი და ენერგიული გამოდგება.

წყარო: carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 10:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან ბევრი რამის გამოყენება შეიძლება ჩვენ სასარგებლოდ და საკაოდ ცოტა მიზეზი გვაქვს შიშისთვის. მაგრამ, საფრთხეს არაფერი გამორიცხავს.

ჩვენი დაცვის ხაზი არავისზე უკეთესი არ არის და ნამდვილად არ ბრწყინავს, მაგრამ შეტევის ხაზი რომ ერთ-ერთი საუკეთესო გვყავს როგორც პრემიერ ლიგაში ისე მსოფლიოში, ამას დავა არ სჭირდება. მოწინააღმდეგეზე ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა და სწორედ ამის ხარჯზე უნდა გავიდეთ ფონს. დაცვას რაც უფრო ნაკლებ სამუშაოს დავუტოვებთ, მით დიდი ალბათობით შეძლებს დე ხეა 52-ე მშრალი მატჩის ჩატარებას.

ეჭვი მაქვს, ლივერპული მეორე ნომრად ითამაშებს, მაგრამ საწყის 10 წუთში შეტევას ეცდება და ეს ყველაზე დიდი გამოცდა იქნება ჩვენთვის, სანამ გოლს გავიტანდეთ. ლალანა სავარაუდოდ იქნებაო და ალბათ ბალოტელიც დაბრუნდებაო. სისწრაფე ამ გუნდს აქვს და ამის გამოყენებას მართლაც ეცდებიან.

თუმცა ერთი რამ ვიცი, თუ ისეთივე ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორც სოტონთან, ესენი გოლს გაგვიტანენ. ერთსაც და მეტსაც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არამგონია მშვიდი თამაში გველოდებოდეს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ განადგუროთ რევანში გვაქვს ასაღები მითუმეტეს გუშინ ლუი განაცხადა, რომ გარკვეულია გიგზისგან თუ რა პაექრობა გვაქვს ჩვენ და იმნაირებს
0
№3
ავტორი: Count Alucard
13 დეკემბერი 2014 11:30
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნუ ლივერპული რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ჩვენთან მუდამ მაქსიმუმს ინდომებენ და ბოლომდე იხარჯებიან ხოლმე, ამიტომ იოლ გასეირნებას არავინ ელოდოთ, როგორც სოტონთან ისე ვინერვიულებთ უბრალოდ თამაში იქნება ბევრად უკეთესი, რადგან ოლდ ტრაფორდზეა თამაში, არ არის ორშაბათ ღამე და პლიუს ამას სოტონთან საშინლად იმიტომ ითამაშა ლუიმ რომ ლივერპულს წარმოდგენაც კი არ ქონოდა ხვალ რა ტაქტიკით გამოვალთ მოედანზე. ასე რომ მოვიგებთ მაგრამ 2-1 ან 2-0 არამგონია 2-ზე მეტი გოლი გავუტანოთ ლივერპულს თუ გავითვალისწინებთ რომ უმეტეს შემთხვევებში 2-ზე მეტი არ გაგვიტანია მაგათთვის. მაგრამ შესაძლებელია თუ ვან გაალმა მოუძებნა გასაღები მაგათ საცოდავ დაცვას გავარღვიოთ და ბევრი გავუტანოთ.
0
№4
ავტორი: Wardell
13 დეკემბერი 2014 11:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ლალანა რაღაც არამგონია იყოს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ბალოტელიც არაა კარგ მდგომარეობაში. ისევ ლამბერტის იმედზე იქნებიან სავარაუდოდ. ნახევარდაცვის გადაკეყვას ეცდებიან ჯერარდის, ჰენდერსონის და ლუკას ლეივას ტრიოთი და მხოლოდ ერთი გამქცევი სტერლინგი ეყოლებათ, რომლისაც დიდად არ მეშინია, რადგან დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ არის კარგად, მაგრამ მთლად მაგის იმედზე რო მაინც ვერ გაიტანსო არ უდნა მიატოვონ. დაცვაში თითქმის ერთნაირი პრობლემები გვქაქვს, უბრალოდ სტანდარტულებზე ძალიან კარგად თამაშობენ შეტევის დროს როგორც შკრტელი ისე ლოვრენი. მოკლედ ერერა აუცილებლად უნდა იყოს, მატას სასურველია, რუნი და ვან პერსი თავისთავად, აიი კერიკი მინდა დაცვაში ჩაწიოს და ფელაინი დატოვოს ჩამშლელად.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აფსოლიტურად ყველაფერი სწორად აქვს ამ კაცს ნათქვამი. ის რომ ჩვენ შეტევაში ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს ამაზე არავინ არ დაობს, თუმცა არც ის უნდა დაგავავიწყდეს რომ არც ჩვენი დაცვა ბრწყინავს. რაც შეეხება წინა თამაშს ოლდტრაფორდზე, არაა მგონია იმავე ენერგიით შეეძლოს ლივერპულს თამაში რაც წინა წელს ითამაშეს, მაგრამ ყურადღება აუცილებლად სტერლინგზე და კოუტინიოზე უნდა გაკეთდეს. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია რააა, თავიდანვე უნდა შევუტიოთ ჩემი აზრით და დარწმუნებული ვარ ისედაც მოშლილი ლივერპულის დაცვა მთლიანად მოიშლება, მერე მარტო ისღა დაგვრჩება რომ ლივერპულის კარში გატანილი გოლები დავითვალოთ... wink
0
№6
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 12:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
კიი, ვიცი რომ ნეკნები აქვს ჩამტვრეული, მაგრმა შეიძლება გამაყუჩებლით ითამაშოსო რა. ბალოს კიდევ სავარაუდოდ დააბრუნებენო.

სტერლინგს არ აქვს შეიძლება დამაგვირგვინებელი უნარი მაღალ დონეზე, მაგრამ თავისუფლად შეუძლია პასი გააკეთოს და სხვა დააგვირგვინოს შეტევა. პატარა ბიჭია, მაგრამ ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს გაკვირვებულებს ტოვებს მცველებს. მე პირადად საფრთხისგან თავის არიდებას მის განეიტრალებაში ვხედავ, რომელსაც რა თქმა უნდა კოუტინიოც დაეხმარება და ცალკე თავსატეხი იქნება. ფლანგებზე სისწრაფე არც ჩვენ გვაკლია დაცვაში და ამის ვერ უნდა დაგვჩაგრონ წესით, მაგრამ სტანდარტულებზე გეთანხმები. მათი მცველები თავით თამაშში ჯაბნიან ჩვენებს, თუმცა სტანდარტულების დროს მთელი გუნდით დავიცავთ თავს და აქ ფელაინი და პერსიც შედის (რომელიც რატომღაც კუთხურის დროს ძელთან დგება ხოლმე). ცენტრი თუ წაგვართვეს ამაზე დიდ ზიანს თითქმის ვერაფერს მოგვაყენებენ, ასე რომ, ვფიქრობ მთავარი საზრუნავი სწორედ ეგაა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dati-mata
13 დეკემბერი 2014 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
me ro viyo lvgs adgilze egreve presings da shetevaze koncentracias ar movaxd3ndi imito ro sterlings da coutinios sheulia kontr shetevebze tamashi vecdebodi ro gaxsniliyvnen da mere ukve vaportxialebdit
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№8
ავტორი: Jubo
13 დეკემბერი 2014 15:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ძალიან საინტერესოა, მადლობა გიო
ჰენდერსონს თუ უწევს ფელაინის აყვანა.. კარგად ყოფილა მაგათი საქმე
გასულ სეზონებში (ბოლოს თუ არ ჩავთვლით) ბევრჯერ ჰქონია ლივეს წარუმატებელი სეზონი, საზიზღრად თამაშობდნენ მარა იუნაიტედთან მომენტალურად იცვლებოდნენ. ასე იქნება ალბათ ხვალაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:33
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არ ვიცი რა. აუცილებლად გაცილებით უფრო კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. დაცვის იმედზე ვერ იქნები. შეტევის ხაზია ჩვენი იარაღი და ეგ უნდა გამოვიყენოთ. დე ხეა ვერ იზამს მარტო ყველაფერს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: DiMaria
13 დეკემბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოვიგოთ უნდა აუცილებად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top