თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 09:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1891,
კომენტარები: 6
ფერგიუსონის 8 წესი (VII, VIII)
ფდერგიუსონის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლო.
ფერგიუსონის 8 წესი (VII, VIII)
შეგვიძლია სერ ალექს ფერგიუსონს თამამად ვუწოდოთ ისტორიის უდიდესი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღიდებული კლუბი გახდა და ევროპისა და ბრიტანეთის 38 ტიტული მოიპოვა. მწვრთნელმა კი ამაში უდიდესი როლი ითამაშა და არამარტო ფეხბურთელთა მართვის მხრივ.

"როგორც სტივ ჯობსი უთანაბრდებოდა "ეპლს", ისე სერ ალექს ფერგიუსონი უთანაბრდება "მანჩესტერ იუნაიტედს" - თქვა თავის მეგობარსა და კოლეგაზე "იუნაიტედის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა.


2012 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ანიტა ელბერსი ფერგიუსონს თავისი მეთოდებისა და წესების შესახებ გაესაუბრა, რომელიც გუნდთან ერთად მუშაობისას წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს მწვრთნელს.

ანიტა ელბერსი: სერ ალექს ფერგიუსონის წარმატება და სტაბილურობა გამოკვლევას იმსახურებს და არა მარტო ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან. როგორ მიაღწია მან ამას? შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ მეთოდები, რომლებიც მისი წარმატების საწინდარი გახდა და პრინციპები, რომელსაც იგი ეყრდნობოდა? სეზონში, რომელიც ფერგიუსონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, მე და ჩემმა სტუდენტმა, ტომ დაიემ ფერგიუსონთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რათა მისი მართვის მეთოდების შესახებ გაგვეგო. ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" სავარჯიშო ბაზას ვეწვიეთ, რათა დავკვირვებოდით, თუ როგორ მუშაობდა სერ ალექსი. ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ ისეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც მას უმუშავია დაწყებული დევიდ გილიდან, დასრულებული მწვრთნელის დამხმარეზე, ეკიპირების მენეჯერსა და მოთამაშეებზე. ჩვენ ვაკვირდებოდით მრავალრიცხოვან მოკლევადიან შეხვედრებს და ვესაუბრებოდით მოთამაშეებსა თუ კლუბში მომუშავეებს დერეფნებში, კაფეტერიაში, სავარჯიშო მოედანზე და ყველგან, სადაც კი ვახერხებდით შეღწევას. მოგვიანებით ფერგიუსონი თავად მოვიდა ჩვენთან სკოლაში და ნახა, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს გამოკვლევა, მოგვაპყრო პირადი მზერა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც იმდენი დაგროვდნენ, რომ სკამები არ გვყოფნიდა აუდიტორიაში.

ჩვენ მართვის რვა გაკვეთილი განვიხილეთ, რომლებიც მისი მიდგომის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ნაკლებად გადაგვეხვია თემისგან, გაკვეთილთა უმრავლესობა როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში შეიძლებოდა გამოგეყენებინა. ქვემოთმოყვანილ სტატიაში მე აღვწერ ამ გაკვეთილებს და ფერგიუსონს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას მივცემ.

7. დაკვირვებულობაზე დაყრდნობა
ფერგიუსონის 8 წესი (VII, VIII)


ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერა 32 წლის ასაკში "ის სტირლინგშირში" დაიწყო. გუნდში ყველაზე ხნიერი არ ყოფილა, მაგრამ გარკვეულ დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებდა. დროსთან ერთად სერ ალექსი მწვრთნელის უშუალო მოვალეობას შორდებოდა და დაკვირვებითი სამუშაოებით კავდებოდა, რაც მას საშუალებას აძლევდა ძირითადი ყურადღება თამაშის ხარისხისთვის მიექცია.

"მწვრთნელი მოედანზე ყველაფერს ვერ ხედავს, ჩვეულებრივი დამკვირვებელი კი ვარჯიშის სქემაში, ენერგეტიკულ დონესა და შრომისუნარიანობაში ცვლილებებს ამჩნევს. მთავარია ვარჯიშის სადავეები სხვებს გადასცე და მათ საქმის შესრულება დაანებო, რაც მწვრთნელს დაკვირვების სრულფასოვან საშუალებას აძლევს" - შენიშნავს ფერგიუსონი.


ფერგიუსონი: დაკვირვება ჩემი მმართველობითი სტრუქტურის უკანასკნელი ნაწილია. როცა მწვრთნელობა დავიწყე, რამდენიმე ფუძეს ვემყარებოდი: იმას, რომ მატჩის კარგად ჩატარება შემიძლია, რომ მესმის გამარჯვებისთვის საჭირო აუცილებელი ტექნიკური აუცილებლობები, რომ შემიძლია მოთამაშეთა ვარჯიში და რომ გადაწყვეტილებების მიღების უნარი მაქვს. "აბერდინში" ერთ ღამეს ჩემ დამხმარეს ერთი ჭიქა ჩაის თანხლებით ვესაუბრებოდი. მან მითხრა: "მე არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ახალგაზრდებთან ვმუშაობ, არადა მე შენ უნდა გეხმარებოდე ვარჯიშისა და გუნდის შერჩევის დროს. მწვრთნელის დამხმარის საქმე სწორედ ეს არის." მეორე მწვრთნელმა კი მითხრა: "ბოს, ვფიქრობ მართალია." და ამიხსნა, რომ უფრო მეტს მივაღწევ, თუ ვარჯიშებს ასე ხშირად არ ვუხელმძღვანელებ. თავდაპირველად ვუთხარი: "არა, არა, არა", მაგრამ ამაზე რამდენიმე დღეს ვიფიქრე და ვუთხარი: "ვცდი. არავითარი დაპირებები." გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ მართალი იყო. ასე რომ, ვარჯიში მას გადავაბარე და ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

კონტროლი არ ჩამიბარებია. ჩემი არსებობა და მართვის უნარი არსად გამქრალა. ის, რისი დანახვაც უბრალო დამკვირვებლის პოზიციიდან შეიძლება წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს. როგორც კი დაკვირვება დავიწყე, უფრო მეტი დეტალის შემჩნევას ვახერხებდი და უფრო მეტს მივაღწიე. ჩვევების ცვლილებისა თუ ენთუზიამის დაცემის შემჩნევის უნარი მრავალი პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა. ფეხბურთელებთან დიდ სიახლოვეს მივაღწიე და ვცდილობდი გამეგო ეს ოჯახური პრობლემებია, ფინანსური თუ უბრალოდ დაღლილობის ბრალია. ხანდახან ისეთ ტრავმას ვხედავდი, რომელსაც თავად ფეხბურთელიც კი ვერ ამჩნევდა.

ვფიქრობ, ბევრი არ აფასებს დაკვირვებას. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, დაკვირვება - ჩემი სამწვრთნელო შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უნარი დანახვისა - ეს საბაბია, თუ დანახვა იმისა, რასაც არ ელოდები.

8. მუდმივი ადაპტირება

ფერგიუსონის 8 წესი (VII, VIII)


იმ წლების განმავლობაში, რაც ფერგიუსონი "ეშმაკების" სათავეში იმყოფება, ფეხბურთი ძლიერ შეიცვალა, როგორც ეკონომიკურად, ისე მეცნიერულად. შოტლანდიელს კი არასდროს აშინებდა სიახლეები. როგორც დევიდ გილმა მითხრა, შოტლანდიელი "თამაშში ცვლილებებთან შეგუების გასაოცარ ნიჭს ავლენდა."

ეს ეხება ფეხბურთელების მატჩებისთვის მომზადებასაც. მაგალითად, მან დაიქირავა მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ფეხბურთელების მაჩვენებლების სწავლობდნენ, რაც მწვრთნელს ეხმარებოდა და მოთამაშეების სავარჯიშო ჟილეტებზე GPS-ტრეკერები დაამაგრებინა, რათა მათი გადააგილებისთვის თვალის დევნების საშუალება ჰქონოდა.

საინტერესოა მისი ცვლილებები მოთამაშეთა ჯანმრთლეობასთან დაკავშირებითაც. ფერგიუსონის პერიოდში გუნდში გამოჩნდა გარუჯვის ხელსაწყო, რომელიც მოთამაშეებში D ვიტამინის ნაკლებობას აღდგენდა; მოწვეულ იქნენ ოპტომეტრისტები (მხედველობის კორექციისა და ოპტიკის შერჩევის სპეციალისტი) და იოგი; იაპონურ კომპანიასთან, Toshiba Medical Systems-თან მიღწეული შეთანხმების თანახმად კლუბმა ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი მიიღო, რომელიც გამოკვლებებში და ტრავმის მოშუშების დაჩქარებაში ეხმარებოდა გუნდს.

ფერგიუსონი: როცა მწვრთნელობა დავიწყე არავითარი აგენტები არ არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩების ტრანსლირება ხდებოდა, მოთამაშეებს კინოვარსკვლავების სტატუსი საერთოდ არ ჰქონდათ. სტადიონები გაუმჯობესდა, მოედნები სრულყოფილ მდგომარეობაშია და სპორტულ მეცნიერებას ძლიერი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ვუდგებით წინასასეზონო მომზადებას. რუსმა მფლობელებმა და სხვა რეგიონის წარმომადგენლებმა დიდი რესურსი ჩადეს თამაშში, რასაც მწვრთნელებზე დიდი გავლენა მოჰყვა შედეგად. ადრე ფეხბურთელების ცხოვრება ნაკლებად შუქდებოდა პრესაში და თანამედროვე ფეხბურთელებს რაღაცაში უჭირთ კიდეც ცხოვრება.

ერთ-ერთი უნარი, რაც ჩემი ადგილის შენარჩუნებაში დამეხმარა ცვლილებების უნარი გახლავთ. მჯერა იმის, რომ ცვლილებების საკონტროლებლად მათი მიღებაა საჭირო. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ უნდა გჯეროდეს მათი, ვინც დაიქირავე. როგორც კი თანამშრომელი სამუშაოს ჩაიბარეს, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე და თავისი საქმის კეთება დაანებო. თუ აპირებ, რომ ყოველი ნაბიჯი გააკონტროლო და მუდმივად მითითებები აძლიო, ჯობია საერთოდ მათ გარეშე შეეჭიდო საქმეს. რამდენიმე წლის წინ დევიდ გილს ვუთხარი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების შენარჩუნების ერთადერთი გზა ევროპის საუკეთესო სავარჯიშო ბაზის შექმნაა. სწორედ მაშინ დავიწყეთ სამედიცინო ცენტრის შექმნის პროგრამა. უსაქმოდ ჯდომა არ შეგვიძლია.

ხალხთა უმრავლესობას, რომელთაც დიდი სტაჟი აქვს, ისევე როგოგრც მე, არ მოსწონთ ცვლილებები. მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ცვლილებების იგნორირების უფლებას ვერ მივცემდი. ვალდებულები ვართ წარმატებულები ვიყოთ - სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს - და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა ამას მივაღწიო. მე თავდადებით ვმუშაობდი. ყოველ წარმატებას ისე ვუდგებოდი, როგორც პირველს. ჩემი საქმე გამარჯვების შანსის მაქსიმიზაცია იყო. სწორედ ეს მიბიძგებდა წინ.

წყარო: theatreofdreams
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 09:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამით დასრულდა ფერგიუსონის წესები. ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა.

წარმატების საიდუმლო რომ დეტალებშია, ეს კაცი საუკეთესო მაგალითია ამის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: lukino301
13 დეკემბერი 2014 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
ფერგი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll never die, we'll never die,
We'll never die, we'll never die,
We'll keep the Red flag flying high,
'Cos Man United will never die
№3
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 09:50
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მადლობა ფერგი love ბევრი რამ ჩემი საქმისთვისაც ვისწავლე, პარალელებს ვავლებ ჩემს საქმეში და მის სიტყვებში winked ვხდები, რომ მართალია ეს კაცი
0
№4
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:26
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
RojoDiablo,
au kide minda :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 21:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
RedGirl,
მეტი ეს აღარაა, მაგრამ სხვა რამეს აუცილებლად ვთარგმნი. ისიც საინტერესოა, ფერგიზე არა, მაგრამ მაინც ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: DiMaria
13 დეკემბერი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
მადლობა ამისთვის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top