ცნობილი მოკრივე, ენტონი კროლა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგია "ლივერპულთან" გასამართი შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"გასულ სეზონში "ლივერპულის" ქომაგები ხშირად დაგვცინოდნენ. იმ დღეს, როცა 0-3 დაგვამარცხეს "ოლდ ტრაფორდზე" ვიმყოფებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით, ან უკანასკნელ ტურში პრემიერ ლიგის ტიტული დავკარგეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ მომდევნო შეხვედრაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება."
"ვფიქრობ, "ლივერპულთან" შეხვედრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მანჩესტერული დერბი. ჩვენ და "ლივერპული" ინგლისის ყველაზე ტიტულობანი კლუბები ვართ, მდიდარი ისტორია გვაქვს. ეს ყველაფერი კი ჩვენს დაპირისპირებას პრინციპულს ხდის. "სიტისთან" მატჩებზე ხალხი ოჯახთან ერთად დადის, ხოლო "ლივერპულთან" მატჩებში ატმოსფერო ძლიერ იძაბება." - აცხადებს ენტონი კროლა.