The Sun-ზე დაყრდნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა დე ხეას 36 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმოს. აღნიშნული კონტრაქტი დე ხეას ყველაზე მდიდარ მეკარედ აქცევს და ამავდროულად უსპობს შანსს სამეფო კლუბს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეძებს ახალ მეკარეს.
დე ხეას შემოსავალი გაიზრდება კვირაში 140 000 ფუნტამდე, რაც ამჟამინდელი ხელფასის გაორმაგებული რიცხვია. ახალი კონტრაქტი გათვლილი იქნება ხუთ წელზე და მიჩნეულია, რომ ეს უკანასკნელი უფრო მასშტაბურია, ვიდრე ის, რომელსაც ჯო ჰარტს სთავაზობენ თანაქალაქელები.