თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2014, 13:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 8
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოლ სქოულზის გრაფა
როდესაც პატარა ვიყავი, ბევრად პრესტიჟული იყო თუკი შენ "მანჩესტერ იუნაიტედი" გიფორმებდა კონტრაქტს ვიდრე "მანჩესტერ სიტი". "იუნაიტედი" არასდროს მიდიოდა პატარა ბიჭებთან და უკეთებდა შეთავაზებებს, შენ შენით უნდა მისულიყავი იქ, სინჯებზე.

30 წელი გავიდა და სიტუაცია ქალაქში რადიკალურად შეიცვალა, ეს კი მე, "იუნაიტედის" ფანს ძალიან მაღელვებს. თუკი ამას ნეიტრალური გულშემატკივრის თვალით შევხედავ ძალიან გამიხარდება, რადგან ის რასაც "სიტიმ" მიაღწია შესანიშნავია. ახალგაზრდულ გუნდზე ზრუნვა გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა საფეხბურთო აკადემია მხოლოდ 1 კვირის წინ გაიხსნა.

საიდუმლო აღარ არის ის რომ, "სიტიმ" ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის და "იუნაიტედის" ყოფილ ან ახლანდელ ფეხბურთელებს ერთხელ მაინც ჰყოლიათ შვილი მიყვანილი ამ აკადემიაში. წითლების გულშემატკივართვის ეს ძალიან უსიამოვნო ამბავია, როდესაც დაინახავენ მათი საყვარელი მოთამაშე, როგორ ელოდება შვილს, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდისთვის თამაშობს.

"იუნაიტედმა" მოიგო 10 ახალგაზრდული FA-ს თასი, რაც საუკეთესო შედეგია ქვეყანაში და 8-ით მეტი ვიდრე "სიტიმ", თუმცა ამჟამად ცისფრებს ბევრად კარგი აკადემია აქვთ. ისინი საუკეთესო ახალგაზრდებს იყვანენ, როგორ ხდება ეს? სიმართლე გითხრათ ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს.

ბევრჯერ მსმენია, თითქოს ახალგაზრდულ დონეზე მოგება არ არის საჭირო. მე ვერ დავეთანხმები ამ აზრს. თუკი გსურს გახდე პროფესიონალი, თუკი გსურს იყო გამარჯვებული ამას პატარაობიდანვე უნად შეეჩვიო. ნიკი ბატს და რაიან გიგზს, რომლებიც ასე ძალიან უყვართ ფანებს, სწორედ ეს გზა აქვთ გამოვლილი და მათ ზრდიდნენ, როგორც გამარჯვებულს. 16 და 18-წლამდელებში გამარჯვება გვამზადებდა ჩვენ დიდი გუნდისთვის. ჩვენ ვალდებული ვიყავით გავსულიყავით და მოგვეგო თითოეული მატჩი.

როგორც იქნა პატარა რევანში ავიღე და ლემანს გავუტანე

გასულ კვირას, ბანგკონგში, ამხანაგურ მატჩში მივიღე მონაწილეობა, სადაც ძალიან კარგმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი: კაფუ, ფაბიო კანავარო, კლარენს ზეედორფი, ლუიშ ფიგუ, პატრიკ კლიუვერტი, ხავიერ ზანეტი, ანდრეი შევჩენკო და სტივი მაკმანამანი. მატჩის შემდეგ ერთ-ორ ჭიქასთან ერთად სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, თუ რაზე საუბრობდნენ ეს დიადი ფეხბურთელები: ცოტა ფეხბურთზე, მედიაზე, სამომავლოდ მწვრთნელობაზე, თუმცა უმეტესად მაინც ყველას ენატრებოდა მაღალ დონეზე თამაში. ასეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას გგვრის და ცოტა ხნით გაბრუნებს ძველ დროში, თუმცა მაინც ვერასდროს ვერაფერი შეცვლის მას.



თამაშის დროს მეტოქის მეკარე, იენს ლემანი, კარის ხაზიდან შორს მყოფი შევამჩნიე და არც დავფიქრდი ისე გადავუგდე თავზე ბურთი. იენსი ძალიან კარგი ბიჭია, მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა: "დიდი ხანი ელოდი ამ მომენტს არა?" დიახ ის მართალი იყო, მე ვერასდროს დავივიწყებ 2005 წლის FA თასის ფინალს, როდესაც მან თერთმეტ მეტრიანი ამიღო.

წყარო: theindependent
სქოულზის გრაფა
8 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
12 დეკემბერი 2014 13:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ შემიძლია არ დავეთანხმო, რადგან მართლაც აქტიურად დაიწყეს ახალგაზრდებისთვის ყურადღების მიქცევა. ვიეირა მიუყვანეს მწვრთნელად და შედეგიც სახეზეა, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან 6 თამაში მოიგეს და ფავორიტები არიან რეალთან ერთად.
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 დეკემბერი 2014 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სიმართლე გითხრათ სიტის ახალგაზრდულ გუნდზე არაფერი მსმენია, მაგრამ რახან პოლმა აქცენტი გააკეთა ესეიგი მართლა კარგი აკადემია აქვს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ მანჩესტერის აკადემიას არაფერი დაეწუნება.
0
№3
ავტორი: AkkRed
12 დეკემბერი 2014 14:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისე არა მარტო სიტიმ დაიწყო ახალგაზრდების კარგად გაწვრთნა სიტისთან ერთად ლივერპული და არსენალიც კარგად ავარჯიშებენ რეზერვებს
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2014 16:51
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"დიდი ხანი ელოდი ამ მომენტს არა?"


სუპერ! გოლი ძალიან მაგარი გამოუვიდა პოლს, მაგრამ ეს პასუხი კარგია.

სიტის აკადემიას რაც შეეხება, მიხარია თქო როგორ ვთქვა, უბრალოდ ერთი სურვილი მაქვს: ყველამ უნდა აიღოს მაგალითი ამისგან და მიხვდნენ საიდან იწყება ფეხბურთის განვითარება.

სიტის შემთხვევაში აწმყო უფრო სხვა რამეს ემყარება, მაგრამ მომავალი იქნება შესავამისი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: chudikone
12 დეკემბერი 2014 16:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩემი აზრით ისევ ფინანსური თვალსაზრისით მიჰყავთ მშობლებს შვილები, იციან რო ფულის ტომარა უფროსობა ჰყავთ და თუ გამოიჩენენ თავს მრავალრიცხვიან ჩეკის გამოწერასაც შეიძლება გამოკრან ხელი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 00:15
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თუმცა უმეტესად მაინც ყველას ენატრებოდა მაღალ დონეზე თამაში.


ეეე მეც მენატრება შენი თამაში განსაკუთრებით პოლ :( ერთხელ მანახა ამის გატანილი გოლი კიდე აი ისეთი მარტო სქოულზმა რომ იცოდა ხოლმე და მერე მომკალით თუ გინდათ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 11:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ახალი აკადემიისთვის და მთლიანად სავარჯიშო კომპლექსის ასაშენებლად ქალაქელებმა 200 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯეს და ცხადია კარგი იქნებოდა
0
№8
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2014 06:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჩელსისაც მაგარი ახალგაზრდობა ყავს და დროა ჩვენც მივხედოთ საქმეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top