თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2014, 10:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1891,
კომენტარები: 6
ფერგიუსონის 8 წესი (V, VI)
ფერგიუსონის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლო
ფერგიუსონის 8 წესი (V, VI)
შეგვიძლია სერ ალექს ფერგიუსონს თამამად ვუწოდოთ ისტორიის უდიდესი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღიდებული კლუბი გახდა და ევროპისა და ბრიტანეთის 38 ტიტული მოიპოვა. მწვრთნელმა კი ამაში უდიდესი როლი ითამაშა და არამარტო ფეხბურთელთა მართვის მხრივ.

"როგორც სტივ ჯობსი უთანაბრდებოდა "ეპლს", ისე სერ ალექს ფერგიუსონი უთანაბრდება "მანჩესტერ იუნაიტედს" - თქვა თავის მეგობარსა და კოლეგაზე "იუნაიტედის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა.


2012 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ანიტა ელბერსი ფერგიუსონს თავისი მეთოდებისა და წესების შესახებ გაესაუბრა, რომელიც გუნდთან ერთად მუშაობისას წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს მწვრთნელს.

ანიტა ელბერსი: სერ ალექს ფერგიუსონის წარმატება და სტაბილურობა გამოკვლევას იმსახურებს და არა მარტო ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან. როგორ მიაღწია მან ამას? შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ მეთოდები, რომლებიც მისი წარმატების საწინდარი გახდა და პრინციპები, რომელსაც იგი ეყრდნობოდა? სეზონში, რომელიც ფერგიუსონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, მე და ჩემმა სტუდენტმა, ტომ დაიემ ფერგიუსონთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რათა მისი მართვის მეთოდების შესახებ გაგვეგო. ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" სავარჯიშო ბაზას ვეწვიეთ, რათა დავკვირვებოდით, თუ როგორ მუშაობდა სერ ალექსი. ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ ისეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც მას უმუშავია დაწყებული დევიდ გილიდან, დასრულებული მწვრთნელის დამხმარეზე, ეკიპირების მენეჯერსა და მოთამაშეებზე. ჩვენ ვაკვირდებოდით მრავალრიცხოვან მოკლევადიან შეხვედრებს და ვესაუბრებოდით მოთამაშეებსა თუ კლუბში მომუშავეებს დერეფნებში, კაფეტერიაში, სავარჯიშო მოედანზე და ყველგან, სადაც კი ვახერხებდით შეღწევას. მოგვიანებით ფერგიუსონი თავად მოვიდა ჩვენთან სკოლაში და ნახა, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს გამოკვლევა, მოგვაპყრო პირადი მზერა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც იმდენი დაგროვდნენ, რომ სკამები არ გვყოფნიდა აუდიტორიაში.

ჩვენ მართვის რვა გაკვეთილი განვიხილეთ, რომლებიც მისი მიდგომის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ნაკლებად გადაგვეხვია თემისგან, გაკვეთილთა უმრავლესობა როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში შეიძლებოდა გამოგეყენებინა. ქვემოთმოყვანილ სტატიაში მე აღვწერ ამ გაკვეთილებს და ფერგიუსონს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას მივცემ.

5. საქმის შესაბამისად ლაპარაკი

ფერგიუსონის 8 წესი (V, VI)


ფერგიუსონს მომთხოვნი მწვრთნელის რეპუტაცია აქვს, მაგრამ სიტყვებით მიმართვა ნამდვილად ესმის.

ნებისმიერ მწვრთნელს უდგება მომენტი, როცა მან ფეხბურთელს უნდა აუხსნას, რომ შემადგენლობაში ვერ მოხვდება, როგორც ამას თავად ელოდა. "ამას პირისპირ ყურებით ვაკეთებ. ეს რთულია. ვეუბნები: "მისმინე, იქნებ, შეცდომას ვუშვებ (ამას ყოველთვის ვამბობ), მაგრამ დღეს გუნდისთვის ასე უკეთესი იქნება." ვცდილობ მათი თავდაჯერებულობა არ შევლახო, ვარწმუნებ, რომ ეს ტაქტიკური მოთხოვნაა და წინ მრავალი თამაშია."

მატჩისთვის მზადებისას ფერგიუსონი და მისი კამპანია მუდმივად მიუთითებენ დადებითზე. თუმცა მას ყვირილი და სხვა მეთოდზე გადასვლაც შეუძლია. "ყვირილი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეს არ ამართლებს".

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ენდი კოული ამის შესახებ ასე ამბობს: "თუ დამარცხდი, მაგრამ სერ ალექსი თვლის, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, პრობლემა არ გაქვს. მაგრამ თუ დამარცხდი და ეს შენი ბრალია...შეგიძლია ყურებს დაემშვიდობო"


ფერგიუსონი: არავის არ უყვარს კრიტიკა. ქვეყნად ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც კრიტიკის შემდეგ უმჯობესდება, უმრავლესობა მხარდაჭერის შემდეგ ხდება უკეთესი. ვცდილობდი, ყოველთვის დამეჭირა მხარი, როცა შემეძლო. ფეხბურთელისთვის - ნებისმიერი ვინმესთვის - არ არსებობს უკეთესი რამ, ვიდრე გაგონება სიტყვებისა: "შესანიშნავი ნამუშევარია." ეს მსოფლიოში საუკეთესო სიტყვებია და არავითარი გადაჭარბება არ არის საჭირო.

მიუხედავად ამისა, თუ მოთამაშე შეცდომას უშვებს, გასახდელში მას აუცილებლად უნდა მიუთითო ამის შესახებ. ასეთ დროს მცირე ბიძგი აუცილებელია. ამას თამაშის შემდეგ ვაკეთებ. ორშაბათს არ დაველოდები. გავაკეთებ და სასაუბროც არაფერია. მუდმივ კრიტიკას აზრი არ აქვს.

როგორც წესი, ჩემი მატჩისწინა საუბრები მოსალოდნელის აღმნიშვნელ, საკუთარ თავში და ერთმანეთისადმი თავდაჯერებულობის გაღვივების სიტყვებს შეიცავს. მიყვარდა მუშათა კლასის პრინციპზე დაყრდნობა. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელი მუშათა კლასიდან არ მოდის, მაგრამ იქნებ მათი მამები ან ბაბუები იყვნენ მუშები. მიყვარდა მათთვის იმის შეხსენება, თუ რაოდენ გრძელი გზა განვლეს. ხშირად ვამტკიცებდი, რამდენად მნიშვნელოვანია შრომითი დისციპლინა - ეს მათი სიამაყის სტიმულირებას ახდენს. ვახსენებდი, რომ გუნდის აშენება მხოლოდ ერთმანეთისადმი რწმენას შეუძლია.

შესვენებაზე საუბრისთვის მაქსიმუმ რვა წუთი გაქვს და ამ დროის სასარგებლოდ გამოყენება მნიშვნელოვანია. როცა იგებ, ადვილია. ამ დროს შეგიძლია ისაუბრო კონცენტრაციაზე, იმაზე, რომ არ ღირს მოდუნება და მსგავს წვრილმანებზე. მაგრამ თუ გუნდი მარცხება, როგორმე შედეგზე უნდა იმოქმედო. მე უპირატესობას გუნდის ძლიერ მხარეზე აქცენტის გაკეთებას ვანიჭებდი, მაგრამ არც იმის დავიწყება ღირს, რის გამოც თამაში არ მიგდის.

ვარჯიშებზე ვცდილობდით აგვეშენებინა გუნდი, რომელსაც ტაქტიკურად მოაზროვნე შესანიშნავი ათლეტები წარმოადგენდნენ. თუ ძალიან სუსტი ხარ, არაფერი გამოგივა. შიში აუცილებლად გააფუჭებს ყველაფერს. თუ ძალიან ეცდები და მოთამაშეებში შიშს დანერგავ, შედეგს მაინც ვერ ნახავ. ასაკთან ერთად მივხვდი, რომ რისხვის მუდმივი დემონსტრირება არავითარ სარგებელს არ იძლევა. საჭიროა მომენტის შერჩევა. მწვრთნელმა სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა როლი უნდა მოირგოს. ხან ექიმი ხარ, ხან კი მასწავლებელი და მამა.

6. გამარჯვებებისთვის მზადება

ფერგიუსონის 8 წესი (V, VI)


ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ცალკეული ტერმინი - "Fergie Time" არსებობს. ის აღნიშნავს მატჩის დასრულებამდე იმ დროს (როგორც წესი < 10 წუთი), რომელშიც გუნდი ერთ ან რამდენიმე გოლს იტანს და ქულებს აგროვებს. ეჭვგარეშეა, ასეთი შედეგი შესვენებაზე საუბარსა და მატჩის დროს სწორ ტაქტიკურ ცვლიელებს უკავშირდება.

ფერგიუსონი გუნდს ყოველი თამაშის წინ მხოლოდ გამარჯვებისთვის ამზადებს. მის მოთამაშეებს აქვთ ინსტრუქცია თუ რა გააკეთონ მატჩის დასრულებამდე 3, 5 თუ 10 წუთით ადრე. "ვვარჯიშობდით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთო, როცა რთულ სიტუაციაში იმყოფები, ასე რომ, ყველამ იცის როგორ მოიქცეს" - გვიყვებოდა ერთ-ერთი მწვრთნელი.

"ჩვენთვის სავარჯიშო სესიები - სწავლისა და უკეთესად გახდომის შესაძლებლობაა. ხანდახან ფეხბურთელები ფიქრობენ: "აი, ისევ", მაგრამ საბოლოო ჯამში სწორედ ეს გეხმარება შედეგის მიღწევაში. ეს მეთოდიკა გთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე უნარების გაუმჯობესება და მათი ჩვევად გადაქცევაა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრ ადამინს სჯერა. ფეხბურთელები იწყებენ საქმის კეთებას არა მარტო ავტომატურად, არამედ ისინი მუდამ უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით და უფრო გაძლიერება სურთ. ფერგიუსონის სიტყვებით: "არსი მარტივია: კლუბში უსაქმოდ ჯდომა უბრალოდ არ შეგვიძლია."

ფერგიუსონი: გამარჯვება სისხლში მაქვს. საკუთარ თავს ისეთი სტანდარტები დავუწესე, რომ გამარჯვება უბრალოდ აუცილებელია. თითოეული მატჩისგან ტრიუმფს ველოდები. მაშინაც კი, როცა 5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იღებს ტრავმას, მე მხოლოდ გამარჯვების მოლოდინში ვარ. სხვა გუნდები მატჩის წინ კანკალებენ, მაგრამ ჩვენ არა. როგორც კი გავლენ მოთამაშეები მოედანზე, ვიცი, რომ მზად ვართ, რადგან მისთვის ნაადრევად მოვემზადეთ.

მე აზარტული მოთამაშე ვარ - ხშირად ვრისკავ - ამის დანახვა შეგიძლიათ ბოლო წუთებზე ჩვენი თამაშით. თუ შესვენებამდე ვაგებთ, ყველაფერი მარტივადაა: პანიკაში არ ჩავარდე. აქცენტი დასახული მიზნის შესრულებაზე უნდა გააკეთო. თუ 15 წუთით ადრე ვმარცხდებით, მზად ვარ რისკი გავწიო. მოხარული ვიქნები, თუ გუნდი ყველაფერი გააკეთებს ფრისა და თუ გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ ჩვენ 1-3 დავმარცხდებით. ასე რომ, უკანასკნელ 15 წუთში ჩვენ რისკზე მივდივართ. ვამატებთ შემტევ ფეხბურთელს და ნაკლებად ვფიქრობთ დაცვაზე. ვიცით, რა გრძნობა გველოდება, თუ 3-2 მოვიგებთ. ხოლო თუ 1-3 წავაგებთ, მარცხი ნებისმიერ შემთხვევაში მარცხია.

პოზიტიური განწყობა, განუკითხაობა და რისკი - ეს ჩვენ ვართ. ჩვენ გამარჯვებისთვის მოვედით. ჩვენ ქომაგს ეს ესმის და მხარს გვიჭერენ. აღგაფრთოვანებს იმის ყურება, თუ როგორ ვთამაშობთ უკანასკნელ 15 წუთში. საჯარიმოს დაბომბვა, ყველგან გვამებია, მოთამაშეები სიკვდილამდე იბრძვიან. რა თქმა უნდა, კონტრშეტევამ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვას, მაგრამ გამარჯვების სიხარული, როცა შენ ყველამ ჩამოგწერა, უბრალოდ ენითაღუწერელია.

ვფიქრობ, ჩემ გუნდებს თავდადება სჩვეოდათ. ისინი არასდროს ნებდებოდნენ. ამიტომ, მათ განსაკუთრებულად არასდროს ვუხსნიდი, თუ როგორ უნდა ითამაშონ ასეთ მომენტებში. დიდებულია ასეთი გუნდის ყოლა და შესანიშნავი იმის ხილვა, თუ რა შეიძლება მოხდეს მატჩის მიწურულს.

მეორე ნაწილი

წყარო: theatreofdreams
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2014 10:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გამარჯვებებისთვის მზადება


აქ რაც ილაპარაკა მაგას 20-დან 20 გუნდი ასე აკეთებს. ანუ, შეტევას აწვება და დაცვას ხსნის, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ სხვა საქმეა როგორ გამოგდის ეს. "იუნაიტედს" გამოსდიოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
12 დეკემბერი 2014 10:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შესვენებაზე საუბრისთვის მაქსიმუმ რვა წუთი გაქვს და ამ დროის სასარგებლოდ გამოყენება მნიშვნელოვანია.


ერთხელ გამაგებინა რას ეუბნებოდი ისეთს, რომ გუნდი ცოფიან ძAღლს გავდა და მეტი არაფეირ მინდა
0
№3
ავტორი: AkkRed
12 დეკემბერი 2014 10:45
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სასწაულია ეს კაცი იმენა love

პოზიტიური განწყობა, განუკითხაობა და რისკი - ეს ჩვენ ვართ. ჩვენ გამარჯვებისთვის მოვედით. ჩვენ ქომაგს ეს ესმის და მხარს გვიჭერენ. აღგაფრთოვანებს იმის ყურება, თუ როგორ ვთამაშობთ უკანასკნელ 15 წუთში. საჯარიმოს დაბომბვა, ყველგან გვამებია, მოთამაშეები სიკვდილამდე იბრძვიან. რა თქმა უნდა, კონტრშეტევამ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვას, მაგრამ გამარჯვების სიხარული, რო ცა შენ ყველამ ჩამოგწერა, უბრალოდ ენითაღუწერელია.


აი ეს თამაში მომენატრა 3d_6
0
№4
ავტორი: Mufc7
12 დეკემბერი 2014 10:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
უბრალოდ მოგინდება რომ სულ უსმინო ამ კაცს რა,არაფერი თქვა და უბრალოდ უსმინო.
"პოზიტიური განწყობა, განუკითხაობა და რისკი - ეს ჩვენ ვართ. ჩვენ გამარჯვებისთვის მოვედით. ჩვენ ქომაგს ეს ესმის და მხარს გვიჭერენ. აღგაფრთოვანებს იმის ყურება, თუ როგორ ვთამაშობთ უკანასკნელ 15 წუთში. საჯარიმოს დაბომბვა, ყველგან გვამებია, მოთამაშეები სიკვდილამდე იბრძვიან. რა თქმა უნდა, კონტრშეტევამ შეიძლება ყველაფერს ხაზი გადაუსვას, მაგრამ გამარჯვების სიხარული, როცა შენ ყველამ ჩამოგწერა, უბრალოდ ენითაღუწერელია." აიიიი რა მომენატრაააა:(((
გამოცდის წინ ამის წაკითხვა ორმაგად უფრო მაგარია:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: dachi_mu
12 დეკემბერი 2014 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
babu <3
0
№6
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 00:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"თუ დამარცხდი, მაგრამ სერ ალექსი თვლის, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო, პრობლემა არ გაქვს. მაგრამ თუ დამარცხდი და ეს შენი ბრალია...შეგიძლია ყურებს დაემშვიდობო"


ამაზე კარგად ვიცინე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top