"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელების სტატისტიკა საძიებო სისტემაში.
იცოდით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელებს შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ძებნადი ფეხბურთელია? ან ის, რომ "იუნაიტედის" მცველის, რაფაელის სახელის ძებნის 1/5 ნაწილი მისი ყოფილი თანაგუნდელისა და ძმის სახელსაც შეიცავს.
ეს და სხვა საინტერესო ფაქტები საძიებო სისტემა Google-მა წარმოადგინა, რისი ნახვაც შობამდე "იუნაიტედის" ოფიციალური
Google+ გვერდზე შეგიძლიათ.
ჩვენ კი რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:
როცა ადნან იანუზაიმ "სანდერლენდთან" მეორე გოლი გაიტანა 2013 წლის ოქტომბერში, "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელის ძიება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში 24 საათის პერიოდში უეინ რუნი "იუნაიტედის" ყველაზე ძებნადი ფეხბურთელი გახდა ურუგვაისა და ინგლისის ნაკრების მატჩის დაწყების დროს, რომელიც 19 ივლისს გაიმართა.
"იუნაიტედის სამების" წევრებს, დენის ლოუს, ბობი ჩარლტონსა და ჯორჯ ბესტს შორის, ბესტი ყველაზე ძებნადი ყოფილი ფეხბურთელია.
2014/15 წლების სეზონის დაწყების შემდეგ უეინ რუნი, ხუან მატა და რობინ ვან პერსი "იუნაიტედის" ყველაზე ძებნად ფეხბურთელთა სიას ლიდერობენ.
"ვალენსია"-ს ძებნათა 7% "იუნაიტედის" ნახევარმცველზე მოდის და არა ესპანურ ქალაქზე.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უეინ რუნი უფრო ძებნადი ფეხბურთელი იყო, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი.
რობინ ვან პერსის გოლებს უფრო მეტი ძებნა აქვს, ვიდრე "იუნაიტედის" თავდამსხმელთან დაკავშირებულ სხვა სათაურებს.
დავიდ დე ხეას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 2013 წლის 13 თებერვალს მადრიდის "რეალთან" მის მიერ ჩადენილი გმირობების ძიებამ პიკს მიაღწია.
როცა "იუნაიტედში" მისი დებიუტი შედგა, მარკოს როხოს ტატუები მცველთან დაკავშირებული ყველაზე ძებნადი თემა იყო.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველის, რაფაელ და სილვას სახელის ძიებათა 18% მისი ძმის, ფაბიოს სახელის მინიშნებასაც შეიცავს.
ანხელ დი მარია არგენტინაში სამჯერ უფრო ძებნადი სახელი იყო, ვიდრე პრემიერ ლიგის სხვა ფეხბურთელები.
წყარო:
manutd.com