"ლივერპულის" ნახევარმცველი, ჯო ალენი აცხადებს, რომ მისი გუნდი "ოლდ ტრაფორდიდან" გამარჯვებით დაბრუნებას გეგმავს.
გასულ სეზონში ბრენდან როჯერსის შეგირდებმა "იუნაიტედი", ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონები 0:3 დაამარცხეს. ალენს კი იმედი აქვს, რომ უახლოეს კვირას "ლივერპული" მიღწეულის გამეორებას მოახერხებს.
"გასულ სეზონში იქ ფანტასტიურ შედეგს მივაღწიეთ, ამიტომ ვეცდებით ამისგან თავდაჯერებულობა და კიდევ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად სტიმული შევიძინოთ."
"ჩვენ კლუბებს შორის, რომლებიც გლობალური პოპულარობით სარგებლობენ ყოველთვის შესანიშნავი მატჩები გამოდის, დიდებული დაპირისპირება გვაქვს. შესანიშნავია ასეთ მატჩებში მონაწილეობის მიღება."
"არნახული გრძნობა იყო გასულ წელს "ოლდ ტრაფორდზე" გასვლა და სამი ქულის მოპოვება. თითოეულ ფეხბურთელს სურს იგივეს განცდა."
"ბავშვობაში ასეთ მატჩებს მოუთმენლად ელოდებოდი. გასახდელში კი ასეთი მატჩები ყველას აქეზებს, რადგან მათში მონაწილეობა შესანიშნავია. ასე რომ, ჩვენც და ორივე გუნდის ქომაგიც მოუთმენლად ველოდებით სასტარტო სასტვენს."