მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი მცველი გამოტყდა, რომ საუტჰემპტონთან მატჩის შემდეგ შემაჩნია თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ჰოლანდიელს გუნდისათვის. ის იდეალურად ერგება მანჩესტერ იუანიტედს. ვან პერსიმ 14 გოლი გაიტანა ამ სეზონში და მათ შორის გადამწყვეტი გოლი სიტის კარში:" რობინი გუნდისთვის ზედგამოჭრილია. ეს მე საუტჰემპტონთან მატჩში შევნიშნე. იმ მატჩში მან შესარულა ჰეტრიკი და თან ვერ გაიტანა პენალტი. მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში ყველას ბოდიში მოგვიადა გაფუჭებული პენალტის გამო. ეს მის შესანიშნავ პიროვნებაზე მეტყველებს, მას ტიტულების მოგება სწყურია."
ფრანგმა ასევე აღნიშნა უეინ რუნის წვლილიც, რომელსაც მთელი სეზონის მანძილზე აკრიტიკებდნენ:" ხალხის უმეტესობა ბევრს აკრიტიკებდა რუნის და მისგან მეტი გოლის გატანას მოითხოვდა. შეხედეთ მას ახლა. წინა უქმეებზე მან დუბლი გაიფორმა და სიტისთანაც დუბლით გამოირჩა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის." პატრის ევრა განაცადა, რომ გაკვირვებული იყო ტევესის სათდარიგოთა სკამზე დატოვებით და ბალოტელის ძირითადში დაყენებით:"როცა ტევესი მოედანზე შემოვიდა ძალიან ბევრი პრობლემები შეუქმნა ჩვენს გუნდს. თამაშის დაწყებამდე ვუთხარი, რომ ძალიან დიდი სიამოვნება იყო მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ეს კარგი ნიშანი იყო ჩვენთვის. მისი გამოსვლით ძალიან დიდი ზეწოლა ვიგრძენით მცველებმა."