თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2014, 00:02
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1769,
კომენტარები: 9
ვიდიჩი "ინტერს" არ დატოვებს
სილვიანო მარტინას განცხადებით, ვიდიჩი კლუბს არ გამოიცვლის.
ვიდიჩი
"ინტერის" მცველის, ნემანია ვიდიჩის აგენტმა უარყო ჭორები, რომ მისი კლიენტი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაუბრუნდეს.

რამოდენიმე დღეა ინგლისურ პრესაში ჩნდება ჭორები, რომლის მიხედვითაც "იუნაიტედის" თავკაცს, ლუი ვან გაალს სურს დაზარალებული და ნაკლებად გამოცდილი დაცვის ხაზის სერბით გააძლიერება.

თუმცა, ვიდიჩის აგენტმა, სილვანო მარტინამ დაგვარწმუნა, რომ მისი კლიენტი კლუბს არ დატოვებს.

"ეს მხოლოდ ჭორებია. ჩემ კლიენტს იტალიელებთან სამ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და იგი არ დატოვებს მილანს. ეს არის ტყუილი, რომლის გავრცელებას აზრი არ აქვს და მე არ მეგულება რაიმე მიზეზი, რის გამოც ეს იყოს შესაძლებელი."

"პრესა უპატივცემულობას იჩენს ჩემი კლიენტის მიმართ. ისინი მოულოდნელ განცხადებებს ავრცელებენ და ვიდიჩი განტევების ვაცი გახადეს. ვიმეორებ, რომ ის არ დატოვებს ინტერს"
- განაცხადა მარტინამ CalcioMercato-სთან ინტევიუში.

წყარო: Fapl.ru
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
12 დეკემბერი 2014 00:05
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გამიხარდა, გეფიცებით am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: AkkRed
12 დეკემბერი 2014 00:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Goginashvili103,
რატო გაგიხარდა??
0
№3
ავტორი: Goginashvili777
12 დეკემბერი 2014 00:11
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
AkkRed,
რატო და რო არ გადმოვა :) ამის ნაცვლად სხვა ! ახალი სისხლი გვინდა და ახალგაზრდა ცოტა :)))))) ჰუმელსი, ვარანი ან სულაც კაერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: AkkRed
12 დეკემბერი 2014 00:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Goginashvili103,
რამოსი და ბარტრა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 დეკემბერი 2014 00:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ დაბრუნდება და არცაა დასაბრუნებელი. უნდა დარჩენილიყო თავის დროზე ჩემი აზრით მაგრამ წასვლა არჩია და ნახევარი სეზონის მერე ამის დაბრუნებაზე საუბარი სისულელეა
0
№6
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2014 08:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარგია. წინა სიახლეშიც ვთქვი და აქაც ვამბობ, ვიდიჩი არ გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: DiMaria
12 დეკემბერი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვიდა კი ვგიჟდები შენზე, მაგრამ ახლა აღარაა შენი დრო აქ
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 დეკემბერი 2014 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასეთ სისულელეზე არც ღირს კომენტარის გაკეთება. რატო იგონებენ ესეთ სისულელეებს ეს ჟურნალისტები მმაინც ვერ ვხვდები რააა.
0
№9
ავტორი: RedGirl
12 დეკემბერი 2014 23:52
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მაგრად გამიტყდა ამის წასვლა რა. ინტერის ფორმაში ნახვა ხო ვაფშე საშინელება იყო. მაგრამ რას იზამ :) ძალია მინდოდა კარიერა ოლდ ტრაფორდზე დაესრულებინა მარა წავიდა და ჰე :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top