როგორ მოიგო ფერგიუსონმა 2012/2013 წლების სეზონში ჩემპიონატი.
წარსულს ვერ დააბრუნებ. ნაწილობრივი კრიტიკა კი ადვილია.
როცა ხელთ გაქვს ყველა ფაქტი, როცა დრო გადის, გაცილებით მარტივია ყველაფერზე დაფიქრება და მომხდარი ნათელი გეჩვენება. გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავდა. ლუის სუარესი ისე თამაშობს, რომ ნებისმიერ მწვრთნელს თავი გენიოსი ეგონება.
თუმცა ფეხბურთში არსებობს რაღაც, რაც ახსნას არ ექვემდებარება. თავდაპირველად სიტუაციას იაზრებთ, ჯერ ერთი მხრიდან მიუდგებით, შემდეგ მეორიდან, მაგრამ ზუსტ პასუხს მაინც ვერ პოულობთ. მაგალითად, როგორ მოიგო სერ ალექსმა უკანასკნელი ტიტული? იქნებ ძალიან ვაჭარბებ, მაგრამ 2012-2013 წლების სეზონი ბევრისთვის გამოცანად რჩება.
"იუნაიტედმა" ჩემპიონობა "ასტონ ვილასთან" მატჩში სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაიფორმა. 38 მატჩში რობინ ვან პერსიმ, უეინ რუნიმ და კამპანიამ 82 გოლი გაიტანეს, რითაც სერ ალექსს მეცამეტე და უკანასკნელი ტიტული აჩუქეს. ცუდად არ ჟღერს არა?
როცა გუნდის სტატისტიკას ვსწავლობთ, კითხვები აუცილებლად ჩნდება. "მანჩესტერ იუნაიტედი" ციფრებში კარგია, მაგრამ არა საუკეთესო. კარში დარტყმების საერთო რაოდენობა (თამაშის დონის ტრადიციული საზომი) ცოტაა - "იუნაიტედი" ზემოაღნიშნული მონაცემით პრემიერ ლიგაში მე-8 ადგილს იჭერდა და "საუთჰემპტონისა" და "ნიუკასლს" შორის მოექცა. რა თქმა უნდა, მხოლოდ დარტყმებით განსჯა არ ღირს, ასეთ შემთხვევაში ჩემპიონი "ტოტენჰემი" გახდებოდა. მაგრამ საგოლე მომენტების რაოდენობაც კი არ არის დიდებული, რომელიც გაცილებით მეტ მონაცემს შეიცავს. მაშ, როგორ გადაასწრო "იუნაიტედმა" ყველა დანარჩენ გუნდს?
"გადაყარეთ ყველაფერი შეუძლებელი და რაც დაგრჩებათ, სწორედ ის იქნება პასუხი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს. (1)" - სწორედ ასეთ ხედვას ემხრობა ცნობილი საფეხბურთო ანალიტიკოსი დენ ალტმანი.
"2012-2013 წლების სეზონის მოვლენათა განვითარების ვარიანტები გავთვალე. რაც შეეხება "იუნაიტედს", სხვაობა გატანილსა და სავარაუდო გოლებს შორის მხოლოდ 16-ს შეადგებს. მათ გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეძლო მხოლოდ მეხუთე ადგილი დაეკავა."ეს ციტატა ჟურნალ New Yorker-ში დაბეჭდილი ალტმენის უკანასკნელი სტატიიდანაა. მოცემულ მასალაში დენი ეყრდნობა თავის თეორიას შესაძლო გოლების შესახებ და გვიხსნის, თუ როგორ მიაღწია "იუნაიტედმა" წარმატებას.
მისი დასკვნა? გამართლება თითოეულ ასპექტში.
(2)გაგიმართლა პენალტის და ავტოგოლის ეპიზოდში. გაგიმართლა კუთხურებისა თუ ჯარიმების დროს. გაგიმართლა გახსნილ თამაშში, რომელსაც მოწინააღმდეგე ზოგ შეხვედრაში გთავაზობდა და ინიციატივას ეუფლებოდი. ალტმანი ამტკიცებს, რომ თუ სეზონს შესაძლო გოლების თეორიის მიხედვით განვიხილავთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ "იუნაიტედი" ამდენივე გოლის გატანას ვერ მოახერხებს. გუნდი ვერ მოიპოვებდა ჩემპიონობას, ფერგიუსონი შესაძლოა პენსიაში არ გასულიყო და მის ბიოგრაფიას ვერ წავიკითხავდით, მოიესი კი ჩვენ თვალწინ არ დაბერდებოდა.
ალტმანის არგუმენტები საკმაოდ დამაჯერებელია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ პრობლემებს, რომელიც "იუნაიტედს" ჩემპიონობის მომდევნო სეზონში გაუჩნდა, მაგრამ ისიც კი აღიარებს, რომ მსგავსი შედეგის ჩვენება ძალიან რთულია. ამიტომ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვებას შესაძლოა სხვა ახსნაც ჰქონდეს. არ ვამბობ, რომ ალტმანი არასწორად მსჯელობს, მაგრამ "იუნაიტედის" მეოცე ტიტულს გაცილებით მართებული ახსნა მოეძებნება.
მოდით გავერკვეთ. როცა დასმულ კითხვას სცემ პასუხს, ყოველგვარ სტატისტიკას უნდა დააღწიო თავი და მარტივად იაზროვნო.
აი "მანჩესტერ იუნაიტედის" დარტყმების სქემა 2012/2013 წლების სეზონში. "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი სიძლიერე ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ.
შორი მანძილიდან დარტყმების რაოდენობა: "იუნაიტედმა" დარტყმების 36% თეთრი ხაზის ქვემოდან განახორციელა. დანარჩენ დარტყმებზე 47% მოდის.
ექვსკუთხედები "იუნაიტედის" დარტყმებს აღნიშნავს, ხოლო მათი ფერები იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ იყენებს "იუნაიტედი" დარტყმებს. წითელი ფერი - ეფექტურად. ცისფერი ფერი - არა.
სქემაზე წითელი ზონა გამოიყო. როცა ალტმანი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოსალოდნელზე მეტი გოლი გაიტანა, ამას თავისი მიზეზი აქვს: სერ ალექს ფერგიუსონის უკანასკნელ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" მიზანდასახულად ურტყამდა საჯარიმოს სიახლოვიდან. წითელი ზონის დარტყმები 13%-ით უკეთ იქნა გამოყენებული, ვიდრე ამას საშუალოსტატისტიკის მქონე ფეხბურთელი გააკეთებდა. მაგალითად ჯო ალენი, ან ვინმე მისი დონის. ჩემი გათვლებით, ეს 13% სეზონში ჯამში 17-18 გოლს უდრის.
მარკო ვან ბასტენი - დიდებული ბომბარდირი, რომელსაც ეფექტური გოლები გაჰქონდა. თუმცა "იუნაიტედში" თამაშობს არა ის, არამედ რობინ ვან პერსი, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცის ეფეტური გოლების გატანა. მაგრამ ეს როდია მნიშვნელოვანი. საყურადღებო ის არის, რომ მან იცის საიდან დარტყმა იქნებოდა უფრო ეფექტური.
სტატისტიკის შესწავლისას ძალიან მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანი ფაქტებისთვის ყურადღების მიპყრობა. "იუნაიტედი" სხვებზე ხშირად არ ურტყამდა კარში, არ ქმნიდა უფრო მეტ მომენტს, მაგრამ კონცენტრირებული იყო იმაზე, რომ შეექმნა მომენტი ისეთ პოზიციაზე, რომლიდანაც უფრო სავარაუდო იქნებოდა მომენტის რეალიზება.
წყარო:
carrick.ru