"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ანხელ დი მარიამ ვარჯიშები სრული დატვირთვით განაახლა და იმედს იტოვებს, რომ "ლივერპულთან" მატჩში იგი თამაშს შეძლებს.
ანხელმა "იუნაიტედის" უკანასკნელი ორი შეხვედრა ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა. თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მის გარეშეც მოახერხეს ორი გამარჯვების მოპოვება.
არგენტინელი კი უკვე მზადაა "იუნაიტედის" თამაში გააძლიეროს. Daily Star-ის ცნობით, დი მარია სრულფასოვან ვარჯიშებს დაუბრუნდა და "ლივერპულთან" ძირითად შემადგენლობაში თამაშის იმედი აქვს.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში დი მარიამ 11 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სასიამოვნო ახალ ამბავს ავრცელებს the telegraph-იც. ვარჯიშებს დაუბრუნდა "იუნაიტედის" კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი, ფილ ჯონსი, რომელიც სავარაუდოდ "ასტონ ვილასთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.