თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2014, 19:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2324,
კომენტარები: 13
მოურინიო: "იუნაიტედს" უპირატესობა აქვს"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედს" უპირატესობას ანიჭებს.
მოურინიო:
"ჩელსის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროთასებზე არ ყოფნისგან დიდ სარგებელს ნახავს, როგორც ეს გასულ წელს "ლივერპულმა" გააკეთა.

მოურინიო მოხარულია, რომ ინგლისურმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპიდან გააღწიეს, მაგრამ ამავდროულად "იუნაიტედისგან" დიდ საფრთხეს მოელის.

"მე ინგლისში ვმუშაობ და ინგლისური ფეხბურთის ბედი მაღელვებს. ძალიან მიხარია "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" გამო, იმედი მაქვს წარმატებას მიაღწევენ."

"გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის ლიგაზე ჩვენ ქვეყანას "ლივერპული", "ტოტენჰემი" და "ევერტონი" წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ."

"ჩვენთვის კარგია, რომ ჩვენი კონკურენტები ევროთასებზე მონაწილეობას აგრძელებენ. სამწუხაროდ, ასეთ გუნდთა რიცხვს არ მიეკუთვნება "მანჩესტერ იუნაიტედი". მათ ისეთივე უპირატესობა აქვთ, როგორიც გასულ წელს "ლივერპულს" ჰქონდა."
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
11 დეკემბერი 2014 19:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გასულ წელს, ნებისმიერი ადამიანი დამეთანხმებოდა სკაუზერის გარდა, რომ "ლივერპული" მხოლოდ ერთწლიანი გუნდი იყო.

მესმის, სუარესი წავიდა, სტარიჯი დამტვრეულია და ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ როცა კვირაში ერთ თამაშს ატარებ, როცა მისთვის მთელი კვირის განმავლობაში ემზადები, როცა შენ ისვენებ და შენი მეტოქეები უფრო გადაღლილი გრაფიკით გამოდიან სეზონის განმავლობაში გიადვილდება თამაში. წელს ლივერპულს ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა და გუნდს დაეტყო. ურესურსობა ერთია, დამღლელი გრაფიკი მეორე. უბრალოდ სირცხვილი იქნებოდა, რომ შარშან ლივერპულს აეღო თასი ასეთი შემადგენლობით და ჩელსის, რომელმაც თითოეული გრანდი დასცა ძირს ტიტულის გარეშე დარჩენილიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ ეს საკუთარ თავს დააბრალონ.

მომდევნო სეზონში ჩვენც დავბრუნდებით ლიგაზე და ლიდერების შენარჩუნების საკითხი იმედია არ დადგება. ეგ კი არა, ფეხბურთელების დამატება გახდება საჭირო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
11 დეკემბერი 2014 19:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
მცველი და მარჯვენა ფლანგელი გვჭირდება თორე სხვა პოზივიებზე როტაციისთის ბევრი მოთამაშე გვყავს )))) გავუქაჩავთ ორივეს
0
№3
ავტორი: Count Alucard
11 დეკემბერი 2014 20:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დაცვის გაძლიერება გვინდა მინიმუმ 2 კაცით, დანარჩენად თუ წარამარა არ დაილეწნენ მომავალ წელს გავქაჩავთ, ლიგაზეც, ეპლშიც და ორივე თასზე. წელს თუ FA მოვიგეთ საუკეთესო იქნება FA და 2-3 პოზიცია, თუ ჩელსის რამე შეეშალა და ჩემპიონობასთან ახლოს ვიქენით მაგაზე კარგი არაფერი იქნება.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
11 დეკემბერი 2014 20:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ეგ მცველია რთული საპოვნელი როგორც ჩანს და კიდევ გამოცდილი მარჯვენა ფლანგელი. კლაინი კაი ვარიანტია და თუ მაგას შეიძენენ გამიხარდება. მაგრამ საკითხავია გააგრძელებს თუ არ კარგად თამაშს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2014 21:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მათ ისეთივე უპირატესობა აქვთ, როგორიც გასულ წელს "ლივერპულს" ჰქონდა.


pokerface
0
№6
ავტორი: Wardell
11 დეკემბერი 2014 21:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
კლაინზე მეტად ვინმე შემტევი ფლანგელის ყიდვა გამისწორდებოდა მაგ: დრაქსლერი ან მოურა
0
№7
ავტორი: AkkRed
11 დეკემბერი 2014 21:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლივერპულს გვადარებს ეს არასწორი

ლივერპულს გვადარებს ეს არასწორი
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
11 დეკემბერი 2014 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მომწონს ეს კაცი როცა ჩვენზე ლაპარაკობს, ყოველთვის პატივისცემით საუბრობს მანჩესტერზე და ეს დასაფასებელია. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ ევროტურნირებზე არ ვართ, შეიძლება გარკვეული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ რაღაც განსკაუთრებული არაფერი ჩემი აზრით.
0
№9
ავტორი: Berba 9
11 დეკემბერი 2014 23:59
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რა ლივერპულს გვადარებს თქვენც კიდე, ობიექტურად ყველაფერი )))

სწორს ამბობს, ლივერპული არა და თუნდაც არსენალი, რომ ყოფილიყო, ან ტოტენჰემი რავიცი, როგორცაა იმაზეც იგივეს იტყოდა ))

მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ლივერპულზე მაღლა დავამთავრებთ (ვიდრე წინა წელს ლივერპულმა დაამთავრა)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: VaRdo
12 დეკემბერი 2014 01:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დეკემბრის ბოლოს გავიგებთ ვის რა შეუძლია. უმნიშვნელოვანესი 4-5 მატჩი გვაქვს წინ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top