თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2014, 16:33
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2114,
კომენტარები: 9
"რომა" სტროოტმანის გაყიდვას არ აპირებს
ჰოლანდიელი არ იყიდება?
"რომას" გენერალური დირექტორი, მაურო ბალდისონი სტროოტმანის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლუბი ჰოლანდიელს არავითარ შემთხვევაში არ გაყიდის.

დღეს პრესაში უკვე აქტიურად დაიწერა, თითქოს ფინანსური ზარალის ამოსაფხვრელად და ევროპის ლიგის საგზურის გამო "რომა" ინგლისის 20 გზის ჩემპიონებისგან შემოთავაზებას მარტივად დათანხმდებოდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ყველაფერი უარყო.

"მე და პრეზიდენტი ამის შესახებ ყოველდღე ვკითხულობთ და ძალიან მოგვბეზრდა. პრეზიდენტმა რამოდენიმე კვირის წინ საბოლოოდ განაცხადა, რომ კევინი არ იყიდება. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", მათგან შემოთავაზება არ მიგვიღია."

"ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის გამო, ჩვენ იძულებული ვართ, რომ ვან გაალს კევინი მივყიდოთ? მე არ ვიცი ამაზე რა გიპასუხოთ. ასეთი კითხვები ლუის და ედ ვუდვორდს დაუსვით. კლუბში საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვაზე სულაც არ ვფიქრობთ. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. კევინი გვჭირდება, რადგან გუნდის მასზე აშენებას ვაპირებთ."
-განაცხადა ბალდისონიმ

წყარო: Manutd.ru
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
11 დეკემბერი 2014 16:35
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
უკვე თითქმის ორი წელია სულ ასე იწერება. :/
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 დეკემბერი 2014 16:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კევინი გვჭირდება, რადგან გუნდის მასზე აშენებას ვაპირებთ


ძაან ხო არ აჭარბებს? wink თუ მოვინდომებთ არ გაგვიჭირდება ამის ყიდვა. მე პირადად მაგრად მინდა სტროოტმანის ტრანსფერი
0
№3
ავტორი: RedGirl
11 დეკემბერი 2014 16:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მდაცვის პრობლემისთვის რ. მიგვეხედა აჯობებდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: AkkRed
11 დეკემბერი 2014 16:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არ მინდა ეს ს ტროტმანი derpneutral
0
№5
ავტორი: RojoDiablo
11 დეკემბერი 2014 18:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ტვინი გამისკდა უკვე კევინი კევინი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: გაბადაძე
11 დეკემბერი 2014 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Trakshi gaichvet mag tqveni kevini. Dacvas mivxedod yvelafers jobia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№7
ავტორი: Berba 9
12 დეკემბერი 2014 00:05
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს რა ბრაზიანი ყოფილა )))

პრეზიდენტს ვინ ეკითხება, უნდა გადასვლა, შესთავაზებს იუნაიტედი თანხას გუნდს და გადავა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: DiMaria
12 დეკემბერი 2014 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოდი ბიჭოოო მოდიიი
0
№9
ავტორი: Lalana
12 დეკემბერი 2014 19:26
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ხან იყიდება,ხან არ იყიდება,ხანაც ნაყიდი გვყავდა.ეს ჟურნალისტები ჩვენ ნერვებზე თამაშობენ რაა.მაგრად მომწონს კევინი,მაგრამ თუ არ გადმოვა დიდად არ დამწყდება გული.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top