"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა გოლეადორმა, დენის ლოუმ რადამელ ფალკაო შეაქო და იმედი გამოთქვა, რომ კოლუმბიელი მალე აჩვენებს თავის თამაშს.
შოტლანდიელს იმედი აქვს, რომ რადამელი მალე გამოჯანმრთელდება და პრემიერ ლიგის მცველებს დიდ საზრუნავს გაუჩენს.
"ვფიქრობ, ადაპტაცია ძალიან რთულია იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც სახლამდე ოკეანეები აშორებს. არა იმდენად რთული, როგორც ეს ჩვენ დროს იყო, რადგან მსოფლიო შემცირდა. ჩვენ გვქონდა ტელეფონი და ძირითადად მხოლოდ ის."
"იმ კომუნიკაციის საშუალებით, რომელიც დღესდღეობით გვაქვს შენ იმდენად იზოლირებული აღარ ხარ, თუმცა არც ახლაა მარტივი ახალ ქვეყანასთან, ცხოვრების განსხვავებულ გზასთან, განსხვავებულ საჭმელთან და განსხვავებულ ენასთან შეგუება. მაგრამ ეს ბიჭები ახალგაზრდები არიან და ყველაფერს ადვილად ითვისებენ."
"ფალკაო კარგად გამოიყურება და ძალიან კარგი ფეხბურთელია. ამაში ეჭვი არ არსებობს და როცა ის სრულ ფომრაში ჩადგება, მის კარგ თამაშს ვიხილავთ. კარგი მოთამაშეები ყოველთვის კარგად ითამაშებენ და მნიშვნელობა არ აქვს რომელ გუნდში არიან. ეს მხოლოდ თავის დამკვიდრების საკითხია." - განაცხადა დენის ლოუმ.