2013 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" წინასასეზონო მომზადებას ავსტრალიაში გაივლის.
პირველად "წითლები" ავსტრალიას 1967 წელს ესტუმრნენ, მას შემდეგ იქ სულ ოთხჯერ იმყოფებოდნენ, ბოლო ვიზიტი კი 1999 წელს შედგა.
რობერტ გილმა ასეთი წინასასეზონო "მოგზაურობების" მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"წინასასეზონო მომზადება აუცილებელია თითოეული ფეხბურთელისათვის და მთლიანად გუნდისთვის, მოხარული ვარ, რომ 2013 წელს ავსტრალიაში მოგვიწევს გამგზავრება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში მყოფი "იუნაიტედის" ფანებისთვის, რომლებსაც შანსი ეძლევათ თავისი საყვარელი ფეხბურთელები იხილონ."
ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ გუნდი 6 დღის განმავლობაში გაივლის ვარჯიშებს და უკვე 20 ივლისისთვის მზად იქნება გამართოს მატჩი ავსტრალიის ლიგის "ყველა ვარსკვლავის" გუნდთან.