ფერგიუსონის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლო.
შეგვიძლია სერ ალექს ფერგიუსონს თამამად ვუწოდოთ ისტორიის უდიდესი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღიდებული კლუბი გახდა და ევროპისა და ბრიტანეთის 38 ტიტული მოიპოვა. მწვრთნელმა კი ამაში უდიდესი როლი ითამაშა და არამარტო ფეხბურთელთა მართვის მხრივ.
"როგორც სტივ ჯობსი უთანაბრდებოდა "ეპლს", ისე სერ ალექს ფერგიუსონი უთანაბრდება "მანჩესტერ იუნაიტედს" - თქვა თავის მეგობარსა და კოლეგაზე "იუნაიტედის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა.
2012 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ანიტა ელბერსი ფერგიუსონს თავისი მეთოდებისა და წესების შესახებ გაესაუბრა, რომელიც გუნდთან ერთად მუშაობისას წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს მწვრთნელს.
ანიტა ელბერსი: სერ ალექს ფერგიუსონის წარმატება და სტაბილურობა გამოკვლევას იმსახურებს და არა მარტო ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან. როგორ მიაღწია მან ამას? შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ მეთოდები, რომლებიც მისი წარმატების საწინდარი გახდა და პრინციპები, რომელსაც იგი ეყრდნობოდა? სეზონში, რომელიც ფერგიუსონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, მე და ჩემმა სტუდენტმა, ტომ დაიემ ფერგიუსონთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რათა მისი მართვის მეთოდების შესახებ გაგვეგო. ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" სავარჯიშო ბაზას ვეწვიეთ, რათა დავკვირვებოდით, თუ როგორ მუშაობდა სერ ალექსი. ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ ისეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც მას უმუშავია დაწყებული დევიდ გილიდან, დასრულებული მწვრთნელის დამხმარეზე, ეკიპირების მენეჯერსა და მოთამაშეებზე. ჩვენ ვაკვირდებოდით მრავალრიცხოვან მოკლევადიან შეხვედრებს და ვესაუბრებოდით მოთამაშეებსა თუ კლუბში მომუშავეებს დერეფნებში, კაფეტერიაში, სავარჯიშო მოედანზე და ყველგან, სადაც კი ვახერხებდით შეღწევას. მოგვიანებით ფერგიუსონი თავად მოვიდა ჩვენთან სკოლაში და ნახა, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს გამოკვლევა, მოგვაპყრო პირადი მზერა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც იმდენი დაგროვდნენ, რომ სკამები არ გვყოფნიდა აუდიტორიაში.
ჩვენ მართვის რვა გაკვეთილი განვიხილეთ, რომლებიც მისი მიდგომის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ნაკლებად გადაგვეხვია თემისგან, გაკვეთილთა უმრავლესობა როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში შეიძლებოდა გამოგეყენებინა. ქვემოთმოყვანილ სტატიაში მე აღვწერ ამ გაკვეთილებს და ფერგიუსონს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას მივცემ.
3. მაღალი სტანდარტების დაწესებაფერგიუსონი საფეხბურთო ფასეულობებზე საუბრობს. მას ყოველთვის სურდა მოთამაშეებში სიძლიერისა და არ დანებების სურვილი ჩაენერგა, უნდოდა გამარჯვებულებად ექცია.
ეს პირადი გამოცდილების ხარჯზე გაიგო. მოთამაშედ ყოფნის პერიოდში შოტლანდილი "რეინჯერსში" აღმოჩნდა, რომელსაც ბავშვობიდანვე ქომაგობდა, მაგრამ იქ დიდებული პერიოდი არ ჰქონია და მთავარ მწვრთნელთან კამათის შემდეგ სამ წელიწადში გუნდი დატოვა.
"ასეთმა წარუმატებლობებმა მიზანდასახულობა მომანიჭა, რომელმაც ძლიერი გავლენა იქონია ჩემ ცხოვრებაზე. ჩემთვის გადავწყვიტე, რომ არასდროს დავნებდებოდი."
ამას ითხოვს ფეხბურთელებისგანაც. ზოგიერთ ფეხბურთელს "უიღბლოს" ეძახდა და მათ უფრო თავდადებით მუშაობას აიძულებდა. ეს ეხებოდა ვარსკვლავებსაც.
ფერგიუსონი: ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, სტანდარტებისთვის ვაკეთებდით. ეს ეხება გუნდის ჩემ მიერ მომზადებასაც, მოტივაციურ და ტაქტიკურ საუბრებს. მაგალითად, ცუდი ვარჯიში შეუძლებელი იყო. ყველაფერი, რაც ვარჯიშზე ხდება, საფეხბურთო მოედანზე ჩნდება. ყოველი ვარჯიში ხარისხის ნიშნის ქვეშ ტარდებოდა. ვარჯიში - ეს ინტენსიურობაა, კონცენტრაციაა, სისწრაფე და შესრულების მაღალი დონეა. იმედი გვქონდა, რომ ეს ფეხბურთელებს ყოველდღიურად დაეხმარებოდა საუკეთესოდ ქცევაში.
მოთამაშეთა მოლოდინს ყოველთვის მაღლა ვწევდი. ისინი არასდროს უნდა დანებდნენ, ამას მუდამ ვამტკიცებდი. "ერთხელ დანებდებით - კიდევ დანებდებით". სამუშაოს ნორმები და ენერგია მთელ გუნდზე ვრცელდებოდა. ვარჯიშებზე დილით პირველად მე მივდიოდი. ჩემი კარიერის გვიან პერიოდში ხელმძღვანელობა და კლუბის მრავალი თანამშრომელი დილის შვიდი საათიდან მელოდებოდა კლუბში. ვფიქრობ, ესმოდათ რატომ მივდიოდი ასე ადრე: ჩვენ სამუშაო გველოდა. ისინი ფიქრობდნენ: "თუ მას შეუძლია, მეც შევძლებ."
ჩემ ბიჭებს ყოველთვის იმას ვუმტკიცებდი, რომ ნიჭი უნდა გქონდეს, რათა მთელი ცხოვრება იშრომო. მაგრამ ვარკსვლავებისგან გაცილებით მეტს მოველოდი. მათ უფრო მეტი უნდა ემუშავათ. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ვარსკვლავები - სხვებზე მეტს შრომობდნენ. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ არც მაღალი ეგოს მქონე სუპერვარსკვლავებია პრობლემა. მათ გამარჯვება სურთ და მხოლოდ გამარჯვებას შეუძლია მათი ეგოს დამშვიდება, ამიტომ გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებენ. მე მინახავს, როგორ ვარჯიშობდნენ რონალდუ, გიგზი, ბექჰემი ან სქოულზი საათობით. მათი გამოფხიზლება მიხდებოდა. ფანჯარაზე ვაკაკუნებდი და გავძახოდი: "კვირას თამაში გაქვთ". მაგრამ მათ ვარჯიში სურდათ. ესმოდათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა ადვილი სამუშაო არ არის.
4. არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დაკარგო კონტროლი"არ შეიძლება კონტროლი დაკარგო, როცა მილიონიანი ხელფასის მქონე 30 პროფესიონალთან მუშაობ. თუ ვინმეს ჩემი ავტორიტეტი და კონტროლის შელახვა სურს, უნდა გავერკვე." ფერგიუსონი ხშირად ეკამათებოდა მათ, ვინც მის მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა. როი კინი იძულებული გახდა გუნდი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც პარტნიორები გააკრიტიკა. რუუდ ვან ნისტელროი, კლუბის ყოფილი საუკეთესო თავდამსხმელი "რეალში" გაიყიდა, რადგან ძირითადში ადგილის არ ქონის გამო პრეტენზიას გამოთქვამდა.
ფერგიუსონი პრობლემებს სწრაფად და მკაცრად წყვეტდა. როცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, სწორედ ასე უნდა მოიქცე.
ფერგიუსონი: თუ ოდესმე დადგება დღე, როცა მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელები გააკონტროლებენ, უფრო სწორად გადაწყვეტენ როგორი იქნება ვარჯიში, როდის იქნება დასვენების დღეები, როგორი იქნება დისციპლინა ან ტაქტია - მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელსაც ჩვენ ვიცნობდთ არსებობას შეწყვეტს. სანამ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩავიბარებდი, საკუთარ თავს შევპირდი, რომ არავის არ მივცემდი უფლებას, ჩემზე ძლიერი ყოფილიყო. შენი პიროვნება მათზე მაღლა უნდა იდგეს. ეს აუცილებელია.
არსებობს შემთხვევები, როცა საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, ხომ არ მოიძებნება ფეხბურთელი, რომელიც გასახდელში არსებულ ატმოსფეროზე, გუნდის თამაშზე და თანამშრომლებსა თუ მოთამაშეებზე შენს კონტროლზე ახდენს გავლენას. თუ ასეთი ფეხბურთელი მოიძებნება, მას უნდა დაემშვიდობო. სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, თუნდაც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი იყოს. კლუბის ხანგრძლივი გეგმები ნებისმიერ ფეხბურთელზე მნიშვნელოვანია და მწვრთნელი გუნდის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდეს.
ბევრი ინგლისური გუნდი ისე ხშირად ცვლიდა მწვრთნელს, რომ მოთამაშეები გასახდელში ძალაუფლებას ფლობდნენ. ეს სახიფათოა. თუ მწვრთნელს კონტროლი არ აქვს, ის კლუბში ვერ გაჩერდება. სავალდებულოა საერთომომცველი კონტროლის დაუფლება. ფეხბურთელებმა უნდა აღიარონ, რომ მწვრთნელი შენ ხარ და შენი სტატუსი მოვლენათა განვითარების უფლებას გაძლევს. ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრება, თუ საკუთარ თავს ჰკითხავთ: "ნეტავ თუ მოვწონვარ ფეხბურთელებს?" თუ საკუთარ სამუშაოს თავს გავამრთმევ, ფეხბურთელები დამაფასებენ, სხვა არც არაფერია საჭირო.
სწრაფად ვრეაგირებდი, როცა ფეხბურთელი გუნდზე ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე იმპულსური ვიყავი, მაგრამ მიმაჩნია, რომ სწრაფი რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ უნდა დაბადო ეჭვი? დილით დისციპლინის შესანარჩუნებლად აუცილებელ გადაწყვეტილებებს მივიღებ. აუცილებელია გჯეროდეს საკუთარი თავის, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და შედეგებს თავი დააღწიო. საქმე არ არის იმაში, რომ გავლენას კიდევ ერთხელ აჩვენებ, არამედ იმაში, რომ კონტროლისა და ავტორიტეტის შენარჩუნება აუცილებელია.
ნაწილი პირველიწყარო: theatreofdreams