მაიკლ კერიკის გუნდის შესახებ.
მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ ზედიზედ ხუთი გამარჯვება "იუნაიტედის" კარგ მდგომარეობას არ აღნიშნავს.
მანჩესტერულ დერბიში დამარცხების შემდეგ "იუნაიტედი" მე-10 ადგილზე იმყოფებოდა და ვან გაალის ხელმძღვანეობის ქვეშ არც ერთი გასვლითი შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული.
შედეგად, ისინი მეოთხე ადგილზე მყოფ "არსენალს" ოთხი ქულით ჩამორჩებოდნენ. ხოლო "სიტის" 7 ქულით, "საუთჰემპტონს" 9 ქულით, "ჩელსის" კი 13 ქულით.
მაგრამ, ზედიზედ მოპოვებულმა 15-მა ქულამ "იუნაიტედს" "არსენალისა" "საუთჰემპტონის" გადასწრების საშუალება მისცა, მანუელ პელეგრინის გუნდთან სხვაობა 2 ქულით შეამცირა, ხოლო ჟოზე მოურინიოს გუნდთან 5 ქულით.
ლუი ვან გაალმა "წმინდანებთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ძალიან გაუმართლა, ხოლო კერიკი თვლის, რომ "იუნაიტედს" ჯერ კიდევ უამრავი რამ აქვს გასავითარებელი.
"კარგის ნიშანია, რომ ვიგებთ, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ. კარგი გრძნობაა, მაგრამ ამან არ უნდა გაგვიტაცოს, რადგან ჯერ კიდევ გასავითარებელია ბევრი რამ."
"საუთჰემპტონთან" მატჩში ზეწოლის ქვეშ ვიყავით და ხანდახან ამისგან თავი უნდა დააღწიო. მეორე ტაიმში გოლის გატანა მოვახერხეთ და ეს გოლი გამარჯვებების სერიის გაგრძელებაში დაგვეხმარა."
"ვფიქრობ, პოზიტივის დანახვა შეიძლება, რადგან ჩვენ მიმდინარე სეზონში ტრავმებისა და მოთამაშეთა როტაციის გამო ძლიერ ვზარალდებით. სხვადასხვა ფორმაციით თამაში კი ხანგრძლივი სეზონის განმავლობაში მატჩებთან შესაგუებლად დაგვეხმარება."
"ჩვენგან ნამდვილად ბევრს ელიან, რაც ქულების დაგროვებით გამოიხატება და ახლა სწორედ ამის დროა." - განაცხადა მაიკლ კერიკმა.
წყარო:
M.E.N.