ეშლი იანგმა რობინ ვან პერსის მიერ გატანილი გოლების სირთულეს გაუსვა ხაზი, რომელიც ჰოლანდიელმა "საუთჰემპტონს" გაუტანა და თავის გუნდს ფასდაუდებელი გამარჯვება მოაპოვებინა.
ეშლი იანგი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოდა, მაგრამ მისთვის გასაგებია, თუ რატომ მოიპოვა ეს პრიზი რობინ ვან პერსიმ.
"ორივე გოლის დროს რობინმა ბწყინვალედ შეასრულა. ვფიქრობ, პირველი მათგანი საჩუქარი იყო, მაგრამ მას დასრულება სჭირდებოდა. მეორე კი ერთ-ერთი ისეთი გოლი იყო, რომელიც მას შორეულ ძელთან ჩასვლით და "ვაზას" ჯარიმისთვის დახვედრით გააქვს. მან ეს შეძლო და მოხარულები ვართ, რომ მომდევნო მატჩს კიდევ ერთი სამი ქულით ვხვდებით."
მომდევნო თამაშს "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარებს. იანგს მიაჩნია, რომ ზედიზედ ხუთი გამარჯვება გარდატეხის მომტანია და მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის გუნდს თამაშის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ისინი წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.
"ძალიან რთული მატჩი იყო. ვფიქრობ, პირველ ტაიმში არ გვითამაშია ისე კარგად, როგორც გვსურდა და გაგვიმართლა, რომ გოლი გავიტანეთ. დარწმუნებული არ ვარ, რატომ მოხდა ასე, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვედით და კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გავიტანეთ გოლი და თავსაც კარგად ვიცავდით. მოხარული ვარ, რომ ბოლომდე მივიყვანეთ გამარჯვება და სამი ქულა მოვიპოვეთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულაა ჩვენთვის."
"ეს დიდებული გამარჯვება. ვფიქრობ, როგორც მწვრთნელმა თქვა, გარდატეხა ახლა ხდება. ჩვენ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება გვსურდა და ვიცოდით, რომ "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მეორედ სახლში კარგ ხასიათზე დაბრუნება რთული იქნებოდა. გზაში ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ კიდევ ერთი გამარჯვება გვჭირდებოდა და ჩვენ ეს შევძელით - თუმცა ეს ადვილი სულაც არ იყო. მოხარულები ვართ სამი ქულით და კვირის ბოლოს მატჩს მოუთმენლად ველოდებით." - განაცხადა იანგმა.
იანგი ლუი ვან გაალის გუნდში ლუკ შოუს ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება და სამი ცენტრალური მცველით თამაშის ფონზე მას შეტევაში ხშირად ჩართვა უხდება: "მე წინ ხშირად უნდა წავიდე მხარდასაჭერად და ეს ასეც იყო."
"თითოეულმა ადამიანმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ამას რამდენიმე კვირის განმავლობაში ვამბობდი. შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებიც კარგად თამაშობდნენ და იხილავდით, თუ როგორ აღვნიშნავდით გამარჯვებას მატჩის ბოლოს - როცა ქომაგებთან მივედით, ვინც აქამდე დიდი გზა განვლეს - ვისზეც ასევე ვფიქრობთ, რომ დიდებულები იყვნენ. პირველივე წუთებიდან ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. მოხარულები ვართ, რომ სამი ქულა ავიღეთ და სახლში ბედნიერები გავუშვით".