ერთ-ერთი გავლენიანი გამოცემა Bild-ის თანახმად, "დორტმუნდის ბორუსიას" ლიდერმა მარკო როისმა ესპანური ენის სწავლა დაიწყო. წყაროს თანახმად როისმა ესპანური ენის სასწავლო კურსები ჯერ კიდევ სამი კვირის წინ დაიწყო.
დიდი შანსია იმისა, რომ როისმა მომავალ ზაფხულს გერმანია დატოვოს. შემდეგ წელს მის კონტრაქტში ფუნქციონირებას დაიწყებს პუნტქი, რომლის თანახმადაც კლუბს როისის გაყიდვა 25 მილიონად შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო როისი იანვრამდე ვერ ითამაშებს.
გერმანელი ფეხბურთელისთვის "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძოლებენ.