"მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე დიდი ხანია რაც "ატლეტიკოს" მცველით დიეგო გოდინითაა დაინტერესებული.
იყო საუბარი, რომ "იუნაიტედი" გოდინს 20 მილიონად შეიძენდა, თუმცა ამ ჭორებს დიეგო სიმიონემ ბოლო მოუღო.
"ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის განცხადების თანახმად "ატლეტიკო" გოდინს 20 მილიონად არ გაყიდის. ამის შემდეგ "იუნაიტედი" მზადაა თანხა გაზარდოს და მადრიდულ კლუბს 28,5 მილიონი შესთავაზოს. მიმდინარე სეზონში გოდინმა 21 მატჩი ითამაშა და 3 ბურთის გატანა შეძლო.