მანჩჱსტერ იუნაიტედის თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი გამოტყდა, რომ არ იყო ბოლომდე დარწმუნებული შეძლებდა თუ არა ვან პერსი უარი ეთქვა სიტის ფულზე და იუნაიტედი აერჩია. მან თქვა, რომ ძალიან ბედნიერი იყო რობინის იუანიტედის გადმოსვლის შესახებ როცა გაიგო:"ფიქრობტ, რომ მეშინოდა ვან პერსის სიტიში გადასვლის? არა ამაზე სულაც არ ვფიქრობდი. ახლა ის ჩვენთან ერთადაა. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. მას ძალიან ცოტა დრო დასჭირდა ჩვენ გუნდში ადაპტაციისათვის."
"ერთადერთი რამ რაც მასზაფხულში აკლდა მხოლოდ სათამაშო პრაქტიკაა. ის უბრალოდ არ გამოდიოდა მოედანზე. მან მხოლოდ ნახევარი საათი ითამაშა არსენალის შემადგენლობაში ჰამბურგის წინააღმდეგ. ასეთ მდგომარეობაში გადმოვიდა ჩვენთან და მისი მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად გამოეყენებინა სეზონის დაწყბამდე დარჩენილი დრო.მან გვაჩვენა შესანიშნავი თამაში და მოიტანა ახალი გამოცდილება. ის ძალიან კარგი მაგალითია ჩვენი ბავშვებისთვის, რომლებიც ცდილობენ მას დაემსგავსონ. დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან მოსწონს ეს.