"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ყველა საუბარი მისი გუნდის კარგ თამაშზე არაფერს ნიშნავს, რადგან ეს "წმინდანებს" რაიმე შედეგსა და ქულას არ მოუტანს.
"ჩვენ შევეცადეთ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა მაღალი კლასის გუნდის წინააღმდეგ. ბევრი კამათობდა იმის შესახებ, რომ გამარჯვება არა "იუნაიტედს" არამედ ჩვენ გვეკუთვნოდა. ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ანგარიში მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა."
"ჩვენ მხოლოდ ორი შეცდომა დავუშვით, რომელიც ვან პერსიმ "იუნაიტედის" სასარგებლოდ გამოიყენა, აქ კლასს შორის დიდი განსხვავება გამოჩნდა. დიახ ვფიქრობ, რომ მეტი დავიმსახურეთ. გამოგიტყდებით, მატჩის შემდეგ ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ "იუნაიტედს" არ გაუმარჯვია."-განაცხადა კუმანმა