თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2014, 10:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1696,
კომენტარები: 8
ფელანი ვან გაალს ადანაშაულებს
მაიკ ფელანმა ბრალი ვან გაალს დასდო.
ფელანი ვან გაალს ადანაშაულებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი, მაიკ ფელანი თვლის, რომ ვან გაალი პირადად არის დამნაშავე "იუნაიტედის" ტრავმების ასეთ მრავალრიცხოვნებაში.

კრის სმოლინგის ორშაბათს მიღებული დაზიანება "იუნაიტედისთვის" 42-ე ტრავმა აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.

მაიკ ფელანი კი, რომელიც ფერგიუსონს 2008-2013 წლების სეზონში უწევდა ასისტენტობას თვლის, რომ ტრავმების ეპიდემია ვან გაალის ბრალიცაა, რომელმაც ტონი სტრადვიკი ფიზიკური მომზადების მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.

"ერთი და იგივე ფეხბურთელები მუდამ იღებენ ტრავმას, ამიტომ შენ ამის მიზეზებს უნდა დააკვირდე. ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ფიზიკური მომზადების შესახებ აზრი შეიცვალა, ისინი ამას სულ სხვაგვარად აკეთებენ."

"ტონი სტრადვიკი, რომელიც სპორტულ მეცნიერებას ფლობდა, გუნდთან ერთად ყოველდღიურად მუშაობდა. მას ესმოდა, როგორ შეენარჩუნებინა მოთამაშეები ჯანმრთელ მდგომარეობაში და როგორ ჰყოლოდა ბრძოლისთვის მზადყოფნაში."

"შემდეგ მას უცებ ცვლიან და რაღაც სრულიად სხვაგვარს აკეთებენ. ამას ეფექტის მოხდენა შეეძლო. ეს ერთ-ერთი ფაქტორია."

"მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვარჯიშების ინტენსიურობა - ისინი შეიძლება იყოს ძალიან ინტენსიური, ან არც იყოს. მაგრამ მოვლენების მიმდინარე განვითარების შედეგად ნათელია, რომ მცირე ცვლილებები მოხდა."
- განაცხადა მაიკ ფელანმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
10 დეკემბერი 2014 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
არ ვიცი ვის დავაბრალო მარა ფაქტია რაღაცაშია პრობლემა, ამდნი ტრამვირებული areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: Mufc7
10 დეკემბერი 2014 12:33
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გაბადაძე,
მოიესმა დაგვწყევლა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: გაბადაძე
10 დეკემბერი 2014 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Mufc7,
რა დაგვწყევლა ასეთი მა შობელძაღლმა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: Mufc7
10 დეკემბერი 2014 13:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გაბადაძე,
wink შური იძია მგონი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: გაბადაძე
10 დეკემბერი 2014 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Mufc7,
დაგვანებოს თავი , წევიდეს სოსიედადს მიხედოს გახეული როა გუნდი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№6
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2014 19:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამდენი ტრავმიანობა გუნდში უკვე მაგრად ტეხავს და რაიმის გამოსწრებას მაინც უნდა ეცადოს ლუი, მითუმეტეს ვარჯიშებზე რამდენჯერ მიიღეს ტრავმა
0
№7
ავტორი: Macklemore
11 დეკემბერი 2014 02:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამან ხო ტვინი წაიღო რაც წავიდა. დაბოღმილია მასტი.
0
№8
ავტორი: red devil
12 დეკემბერი 2014 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
პრინციპში ტყუილსაც არ ამბობს. არსენალს გავასწარით ტრავმებით სირცხვილია :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top