თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2014, 10:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2776,
კომენტარები: 6
ფერგიუსონის 8 წესი (I, II)
ფერგიუსონის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლო.
ფერგიუსონის 8 წესი (I, II)
შეგვიძლია სერ ალექს ფერგიუსონს თამამად ვუწოდოთ ისტორიის უდიდესი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღიდებული კლუბი გახდა და ევროპისა და ბრიტანეთის 38 ტიტული მოიპოვა. მწვრთნელმა კი ამაში უდიდესი როლი ითამაშა და არამარტო ფეხბურთელთა მართვის მხრივ.

"როგორც სტივ ჯობსი უთანაბრდებოდა "ეპლს", ისე სერ ალექს ფერგიუსონი უთანაბრდება "მანჩესტერ იუნაიტედს" - თქვა თავის მეგობარსა და კოლეგაზე "იუნაიტედის" ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ გილმა.


2012 წელს ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი ანიტა ელბერსი ფერგიუსონს თავისი მეთოდებისა და წესების შესახებ გაესაუბრა, რომელიც გუნდთან ერთად მუშაობისას წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს მწვრთნელს.

ანიტა ელბერსი: სერ ალექს ფერგიუსონის წარმატება და სტაბილურობა გამოკვლევას იმსახურებს და არა მარტო ფეხბურთის მოყვარულთა მხრიდან. როგორ მიაღწია მან ამას? შეიძლება თუ არა განვსაზღვროთ მეთოდები, რომლებიც მისი წარმატების საწინდარი გახდა და პრინციპები, რომელსაც იგი ეყრდნობოდა? სეზონში, რომელიც ფერგიუსონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, მე და ჩემმა სტუდენტმა, ტომ დაიემ ფერგიუსონთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რათა მისი მართვის მეთოდების შესახებ გაგვეგო. ჩვენ "ოლდ ტრაფორდის" სავარჯიშო ბაზას ვეწვიეთ, რათა დავკვირვებოდით, თუ როგორ მუშაობდა სერ ალექსი. ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ ისეთ ადამიანს, ვისთან ერთადაც მას უმუშავია დაწყებული დევიდ გილიდან, დასრულებული მწვრთნელის დამხმარეზე, ეკიპირების მენეჯერსა და მოთამაშეებზე. ჩვენ ვაკვირდებოდით მრავალრიცხოვან მოკლევადიან შეხვედრებს და ვესაუბრებოდით მოთამაშეებსა თუ კლუბში მომუშავეებს დერეფნებში, კაფეტერიაში, სავარჯიშო მოედანზე და ყველგან, სადაც კი ვახერხებდით შეღწევას. მოგვიანებით ფერგიუსონი თავად მოვიდა ჩვენთან სკოლაში და ნახა, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს გამოკვლევა, მოგვაპყრო პირადი მზერა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც იმდენი დაგროვდნენ, რომ სკამები არ გვყოფნიდა აუდიტორიაში.

ჩვენ მართვის რვა გაკვეთილი განვიხილეთ, რომლებიც მისი მიდგომის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ნაკლებად გადაგვეხვია თემისგან, გაკვეთილთა უმრავლესობა როგორც ცხოვრებაში, ისე ბიზნესში შეიძლებოდა გამოგეყენებინა. ქვემოთმოყვანილ სტატიაში მე აღვწერ ამ გაკვეთილებს და ფერგიუსონს თავისი აზრის დაფიქსირების საშუალებას მივცემ.

1. ფუძიდან დაწყება

ფერგიუსონის 8 წესი (I, II)


1986 წელს კლუბში მოსვლისას სერ ალექსმა გუნდის ახალგაზრდებთან მუშაობა შეცვალა. მან ორი "ოსტატობის ცენტრი" შექმნა, რომელიც 8 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და სკაუტებს საუკეთესოების ძებნა დაავალა. ასე მოვიდნენ გუნდში დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი და მრავალი სხვა, რომლებიც მოგვიანებით ცნობილ "კლას 92"-ად იქცნენ.

ახალგაზრდებზე ფსონის დადება სარისკო იყო, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ საფეხბურთო თვალსაზრისით ეს ბავშვები რამე წარმატებას მიაღწევდნენ.

ფერგიუსონი კი ალღოს არ ღალატობდა. მან იცის სხვაობა კლუბის შექმნასა და გუნდის შექმნას შორის.

სერ ალექს ფერგიუსონი: იმ მომენტიდან, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვხვდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: როგორ ავაშენო საფეხბურთო კლუბი. მინდოდა ყველაფერი ამეშენებინა, დაწყებული საფუძვლიდან. ეს აუცილებელი იყო, რათა სიმყარე შემექმნა და ძირითად გუნდში ფეხბურთელთა მუდმივი მოზიდვა შემძლებოდა. ასეთი მიდგომით ფეხბურთელები ერთად ვითარდებიან და კავშირს გამოიმუშავებენ, რაც თავის მხრივ გუნდურ სულს აჩენს.

ჩემი მოსვლის დროს ერთადერთი ფეხბურთელი ჰგავდა 24 წლისას. შეგიძლიათ ასეთი რამ "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმოიდგინოთ? ვიცოდი, რომ ახალგაზრდობაზე აქცენტის გაკეთება გუნდის ისტორიაზე კარგად აისახებოდა, ჩემი ადრეული გამოცდილება კი მეუბნებოდა, რომ ახალგაზრდებთან ერთად გამარჯვება შეიძლებოდა და მე მათთან მუშაობა ვიცოდი. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ "იუნაიტედის" ძალის დასაბრუნებლად ახალგაზრდა სტრუქტურის რეორგანიზება იყო საჭირო. შეგიძლიათ თქვათ, რომ სიმამაცე გამოვავლინე, მაგრამ უმართლებს მას, ვინც რისკავს.

პირველი, რაზეც ახალბედა მწვრთნელები ფიქრობენ, ეს არის ის, თუ როგორ გაიმარჯვონ - როგორ გადარჩნენ. ამიტომ, მათ კლუბში გამოცდილი ფეხბურთელები მოჰყავთ. ეს იმიტომ, რომ თქვენ იმყოფებით ინდუსტრიაში, რომელიც შედეგებს ემყარება. რომელიმე კლუბში ზედიზედ სამი მარცხი ავტომატურად ნიშნავს გაძევებას, თანამედროვე რეალობაში კი დირექტორებისა და მფლობელების ახალი თაობა ნაკლებად თუ მისცემს ვინმეს ახალი გუნდის ასაშენებლად ოთხ წელიწადს.

მატჩის მოგება - ეს მოკლევადიანი დავალებაა, ხომ შეიძლება მომდევნო შეხვედრა წააგო. კლუბის შენებას სტაბილურობა და მუდმივობა მოსდევს. არ მინდა პირველ გუნდს მოვაკლო ყურადღება, მაგრამ ახალგაზრდების განვითარებაში ჩვენი ჯაფა "იუნაიტედის" სამომავლო გამარჯვებების საფუძველი გახდა. ახალგაზროდა გუნდის ნამდვილი სულია.

ყოველთვის ვამაყობ იმის ხილვით, თუ როგორ ვითარდება ახალგაზრდა ფეხბურთელი. მწვრთნელის სამუშაო მასწავლებლის სამუშაოს ჰგავს - ჩვენ ხალხს უფრო მეტისკენ ვუბიძგებთ. ვაძლევთ მათ უკეთეს ტექნიკურ აზროვნებას, ვაქცევთ გამარჯვებულად, უკეთეს ადამიანებად და მათ შეუძლიათ ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიონ. როცა ახალგაზრდა ფეხბურთელს შესაძლებლობას აძლევ, შენ არამარტო ახანგრძლივებ გუნდის ცხოვრებას, არამედ იძენ ლოიალურობას. მათ მუდამ ემახსოვრებათ, რომ სწორედ შენ მიეცი მათ პირველი შანსი. როგორც კი დაინახავენ, რომ მათთის იბრძვი, ისინი შენ მეთოდებს მიიღებენ. იქმნება ოჯახური ატმოსფერო. თუ ახალგაზრდებს ყურადღებას დაუთმობ და თავის გამოჩენის საშუალებას მისცემ, მათ შეიძლება გაგაოცონ.


2. არ გეშინოდეს გუნდის გადაწყობის

ფერგიუსონის 8 წესი (I, II)


ფერგიუსონს გუნდის გადაწყობის არ ეშინოდა. მან ტიტულები ხუთი სხვადასხვა შემადგენლობით მოიგო. ის მოთამაშეებს დონეს და საერთო თამაშში მათ ღვაწლს ხედავდა. ხანდახან გამოცდილ მებრძოლებს წასვლა უხდებოდათ, რათა უფრო ახალგაზრდა ამხანაგებისთვის გზა დაეთმოთ.

"მისი მზერა ყოველთვის მომავლისკენაა მიპყრობილი. ცოდნა იმისა, თუ რა უნდა გააძლიერო და რა განაახლო - ეს მისი თვისებაა" - ასეთი რამ გვითხრა გიგზმა.


ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ფერგიუსონი წარმატებულ საქმიანობას ეწეოდა სატრანსფერო ბაზარზე. ის დიდ თანხას დებდა ფეხბურთელებში, რომელთაც კლუბში მოსვლის დროს 25 წელიც კი არ შესრულებოდათ. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ კლუბი სწორედ ასეთ ფეხბურთელებზე აკეთებდა აქცენტს. ამასთან ერთად, ფეხბურთელებს, რომელთაც მაღალ დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წლით შეეძლოთ საკმაოდ დიდი რესურსი მოჰქონდათ. თავის პრინციპებს ფერგიუსონი იშვიათად ღალატობდა, ამიტომ რობინ ვან პერსის მსგავსი ფეხბურთელების შეძენა იშვიათად ხდებოდა. ახალგაზრდობა დროს იღებდა, რათა თავი გამოეჩინა, ხოლო ასაკოვნები თანდათან თამაშს ასრულებდნენ, თუმცა რაიან გიგზი და რიო ფერდინანდი კლუბის ტრადიციებისა და სულის შესანარჩუნებლად რჩებოდნენ.

ფერგიუონი: ჩვენ მოთამაშეთა სამი დონე განვსაზღვრეთ: ისინი, ვინც 30 წელს გადასცდა, რომლებიც 23-დან 30-წლამდე იმყოფებიან და ახალგაზრდები. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ვითარდებოდნენ, ხოლო უფროსი ფეხბურთელები გადიოდნენ სტანდარტებს და მიცემულ თემებს. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ვცდილობდი უარმეყო თეორია იმის შესახებ, თითქოს წარმატებული გუნდი მხოლოდ 4 წელიწადს არსებობს, ვფიქრობ, ეს სიმართლეა. ცვლილებები საჭიროა და ჩვენ მუდამ ვცდილობდით ვყოფილიყავით 3 და 4 წლით მოწინავე გუნდი და ჩაგვედინა ისეთი ქმედებები, რომელიც ჩვენი მომავლის ხედვას ეყრდნობოდა. რადგანაც "იუნაიტედში" დიდ ხანს ვიმყოფებოდი, შემეძლო საკუთარი თავისთვის ხანგრძლივი გეგმების დასახვის ნება მიმეცა, რადგან არავინ ელოდება, რომ მე წავალ. ამაში ძალიან გამიმართლა. ჩვენი მიზანი თანაბარი განვითარება იყო, ძველი მოთამაშეების ახლით ჩანაცვლება. ძირითადად, ყველაფერი ორ პრინციპს ემყარება: პირველი, ჩვენ უნდა მივმხვდარიყავით, ვის შეეძლო მომდევნო ნაბიჯის გადადგმა და როგორი იქნებოდა იგი 3 წლის შემდეგ; მეორე, ხომ არ არსებობდა იმის ნიშნები, რომ მოთამაშეები იფიტებიან? ვიღაცას შეუძლია დიდხანს ითამაშოს, როგორც რაიან გიგზს, პოლ სქოულზს, რიო ფერდინანდს, მაგრამ ასაკის უარყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველაზე რთული იმ მოთამაშის გაშვებაა, რომელიც თავისებურად შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ მოედანზე მის მიერ ნაჩვენები ნიშნები არჩევანს არ გიტოვებს. თუ შეამჩნევ ცუდი მხრისკენ გადახრებს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხო, რა იქნება ორი წლის შემდეგ.

წყარო: theatreofdreams

გაგრძელება იქნება.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დანარჩენი თანდათან იქნება როცა წყარო მოგვაწვდის. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
10 დეკემბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წარმოდგენა არ მაქვს რომელი ერთი ციტატა გამოვყო. ფერგიუსონი ალბათ ის კაცია, რომელსაც დაუსრულებლად მოვუსმენდი (ცოტა ნელა თუ ილაპარაკებდა ინგლისურად) და შევეცდებოდი ყველაფერი დამემახსოვრებინა. ძალიან საინტერესო იყო და ველოდები გაგრძელებას. ავტორ, მალე მოგვაწოდე
0
№3
ავტორი: Mufc7
10 დეკემბერი 2014 13:07
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს დარწმუნებული ვარ ჩვენი, "წითელი ეშმაკების", ემოციასა და დამოკიდებულებას ამ მართლაც ისტორიის უდიდესი მწვრთნელის მიმართ. იმ ადამიანის მიმართ,ვინც უბრალოდ მწვრთნელი არ იყო. იმ ადამიანის მიმართ,რომელსაც ამდენი შვილი,შვილიშვილი და შვილთაშვილი ვყავართ. გავა წლები და უფრო მეტად მომენატრება და უფრო მეტი სიამაყის გრძნობით გავიხსენებ იმ წლებს,რომლებიც თამამად ვიტყვი,რომ საუკეთესო წლები იყო ჩემს საფეხბურთო ისტორიაში. მე მეგონა,მარადიულად მომიწევდა იმ წითელცხვირა კაცის ყურება სტადიონზე.მეგონა, სულ მექნებოდა მისი მწვრთნელის რანგში ხილვის საშუალება,თავისი განუყრელი საღეჭი რეზინით. ის არ იყო უბრალოდ მწვრთნელი. ის იყო აღმზრდელი,რომელმაც უდიდესი კლუბი შექმნა. ფეხბურთელები კი არ გაზარდა,აღზარდა. სწორედ ის კაპიკებად მოყვანილი ფეხბურთელები,წლების მერე რეკორდულ მილიონებად რომ შეფასდნენ. ასეთი სტატიების კითხვა მიყვარს და როგორი ამაყი ვარ ხოლმე ამ დროს,ვერც წარმოიდგენთ. ამიტომ მადლობა ავტორს,რომ გვაძლევს საშუალებას ხშირად ვიაროთ ამაყებმა. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2014 18:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოგვაპყრო პირადი მზერა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც იმდენი დაგროვდნენ, რომ სკამები არ გვყოფნიდა აუდიტორიაში.


ზოგს რა ბედი აქვს 3d_6
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2014 19:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ მომენტიდან, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მოვხვდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: როგორ ავაშენო საფეხბურთო კლუბი. მინდოდა ყველაფერი ამეშენებინა, დაწყებული საფუძვლიდან


და ყველაზე მაგარი გუნდი შექმნა
0
№6
ავტორი: red devil
12 დეკემბერი 2014 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კლას 92 საოცარი იყო ბაბუს მიღწევები. მან არა მარტო მანჩესტერი არამედ მთლიანად საფეხბურთო სამყარო გაალამაზა რადგან აღზარდა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც ბექემი სქოულზი გიგზი რონალდო და სხვები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top