მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი თავდამსხმელი მაიკლ ოუენი ამბობს, რომ წითელ ეშმაკებს მუდამ ემასვრებათ მის მიერ გატანილი გოლი სიტის კარში 96 წუთზე:"მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარს ჰკითხავთ, რომელი იყო მაიკლ ოუენის მანჩესტერულ კარიერაში ყველაზე ნათელი მომენტი, დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა გეტყვით ჩემ მიერ გატანილ გოლზე სიტის კარში. ალბათ ჩემთვისაც ყველაზე გამორჩეული სწორედ ეს მომენტია. ასეთი ფაქტები საკმაოდ დიდ კვალს ტოვებენ მათ გონებაში. იმ გოლით გუნდს გამარჯვება მოვუტანე, რაც გულშემატკივრებს არასდროს არ დაავიწყდება"
"ეს არ იყო პირველი გოლი იუნაიტედის მაისურით, თუმცა ეს გოლი ჩემს პირველ სეზონში გავიტანე ოლდ ტრაფორდზე, სწორედ ეს გოლი დამეხმარა სწრაფ ადაპტაციაში. ხალხს ეს გოლი დაამასოვრდება, თუმცა მე უკვე გატანილიი მქონდა ამ მატჩამდე. ჰეტრიკი შევასრულე ვოლსბურგის კარში და გუნდმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავება. ასევე გავიტანე ლიგის თასის ფინალში ასტონ ვილას წინაარმდეგ. შემდეგ წელს კი ინგლისის პრემიერ ლიგა მოვიგე იუნაიტედის შემადგენლობაში."