თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2014, 00:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1610,
კომენტარები: 10
ვან გაალმა ნევილს უპასუხა
ლუი ვან გაალი ნევილის კრიტიკას გამოეხმაურა.
ვან გაალმა ნევილს უპასუხა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა Sky Sports-ის ექსპერტს, გარი ნევილს ურჩია, რომ თავისი ყოფილი გუნდის შესახებ ნათქვამ სიტყვებს დაუკვირდეს.

"საუთჰემპტონის" მატჩის განხილვისას გარიმ განაცხადა, რომ ასეთი თამაშით "იუნაიტედს" შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა ახლავე დაივიწყოს.

"არ ვფიქრობ, რომ ეს ძალუძთ. რა თქმა უნდა, ისინი ტრავმებმა გატანჯეს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტიტულს მოიგებენ? არა, მათ საკმაოდ სუსტი დაცვა ჰყავთ, ამისთვის ოსტატობა არ ეყოფათ."

"სამწუხაროდ, ძალიან ცუდად თამაშობენ ბურთით, თითქმის ვერ გადადიან კონტრშეტევებზე, არ ჰყოფნით სისწრაფე, უბრალოდ ვერაფრით დაიკვეხნიან. დღეს მათ ჩაიდინეს მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა, უნდა მოუმატონ."
- განაცხადა გარი ნევილმა Sky Sports-ის ეთერში.

ვან გაალის რეაქციამ არ დააყოვნა. "იუნაიტედის" თავკაცის თქმით, ნევილი უნდა დაუკვირდეს, თუ რას ამბობს თავისი ყოფილი გუნდის შესახებ.

"მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა? ეს რა, ახალი ინგლისური გამოთქმაა? გარის შეუძლია ნებისმიერი რამ თქვას, ის კლუბის ყოფილი ლეგენდაა, მაგრამ თუ შენ ყოფილი ლეგენდა ხარ, უნდა დაუკვირდე რას ამბობ." - განაცხადა ლუი ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
10 დეკემბერი 2014 00:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი სწორი თქვა. ნუ რაც აქ თარგმნეს ის წავიკითხე მარა მაინც wink გადაგვიარეს უბრალოდ ზედ
0
№2
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2014 00:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჯანსაღი კრიტიკა არ გსიამოვნებს ლუი? რასაც იმსახურებს გუნდი იმას შესაბამისად უნდა შეხვდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: buka oboladze
10 დეკემბერი 2014 01:16
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ შედეგი გვაქვს აშკარად
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 დეკემბერი 2014 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
არა დუმბო იცი რა არი??? ვან გაალმა თვითონაც აღნიშნა რო ძაან ცუდათ ითამაშეს, მაგრამ მკვლელობა დაუსჯელი დარჩა და რაღაც ეგეთები ჩემი აზრით ზედმეტია რააა. ეს სიტყვები კარაგერს რო ეთქვა ლუი არაფაერს იტყოდა, მაგრამ ნევილმა თქვა...
0
№5
ავტორი: RojoDiablo
10 დეკემბერი 2014 10:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
მესმის, მაგრამ აქ გადაჭარბებული მხოლოდ სიტყვების მაღალფარდოვანება იყო. ჩაიდინეს მკვლელობა, რომელიც დაუსჯელი დარჩა, შეიძლება კაცმა გაიგო ისე, რომ სოტონმა უამრავი მომენტიდან ვერ ერთი ვერ გამოიყენა და ვერ დაგვსაჯა. მეტ ვერავითარ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ მე ამ სიტყვებს პირადად და ამაში განსაკუთრებულსაც ვერაფერს ვხედავ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
10 დეკემბერი 2014 10:57
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეე გარი ატრაკებ
0
№7
ავტორი: Berba 9
10 დეკემბერი 2014 11:01
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ყოფილი ლეგენდა ვერ გავიგე, რომ არ მოგატყუოთ )))

ისე კი გარის ვეთანხმები ყველაფერში და ატრაკებს ეხლა ლუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: DiMaria
10 დეკემბერი 2014 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Berba 9,
მეც ვერ გავიგე, მაგრამ წყაროში ეგრეა ნამდვილად.
0
№9
ავტორი: chudikone
10 დეკემბერი 2014 12:39
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამ კაცის პირდაპირობა მომწონს მაგრად love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Rosso Diavolo
10 დეკემბერი 2014 13:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გარიმ ყველაფერი სწორად ილაპარაკა. სიმართლეა უბრალოდ მწარე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top