BBC-ის ცნობით "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ედუარდ გლეიზერის აქციების გაყიდვით კლუბს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და ეს "იუნაიტედის" გეგმებზე გავლენას არ მოახდენს. კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ გულშემატკივრებს ისინი უმაღლესი კლასის მქონე ფეხბურთელების შეძენით კვლავ გაახარებენ.
ედუარდ გლეიზერის სამ მილიონიანი აქციების პაკეტის გაყიდვის შემდეგ, დანარჩენი ხუთი გლეიზერის საკუთრებაში ახლა უკვე აქციების 85%-ია (-2%). კლუბის მფლობელებმა აღიარეს, რომ კლუბის დათმობას და გაყიდვას სარფიანი წინადადებისა და უზარმაზარი თანხის დასახელების შემდეგადაც არ აპირებენ და კლუბის განსავითარებლად ყველაფერს გააკეთებენ.