თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2014, 22:35
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1598,
კომენტარები: 5
გარი: "შედეგი კარგი იყო, მაგრამ თამაში საშინელი"
გარი ნევილი "სოტონთან" მატჩის შემდეგ
გარი:
"საუთჰემპტონი" 1:2 "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დასრულების შემდეგ გარი ნევილმა skysports-ის ეთერში მატჩზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ეს ლუი ვან გაალის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში იყო. გუნდი შეტევაში ძლივს გადადიოდა, ფეხბურთელები თითქმის არაფერს აკეთებდნენ. თვალით დანახულს კიდევ ვერ ვიჯერებ. მიკვირს "იუნაიტედმა" რატომ მისცა მეტოქეს ასეთი ბურთის ფლობა."

"როდესაც ასეთ ძვირადღირებულ ფეხბურთელებს ერთ გუნდში ხედავ, შენ უმაღლესი კლასის თამაშს ელი. დაცვაში საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბრუთელები თამაშობდნენ. რაც შეეხება შეტევას, ის ძალიან სუსტი იყო. დარწმუნებული ვარ ლუი ამ მატჩით შოკირებული იქნება."

"მათ უნდა უხაროდეთ, რადგან სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ თამაში "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, ეს ღამე ნამდვილი კოშმარი იყო. "არსენალთან" მანჩესტერელებმა კონტრშეტევებზე ჩინებულად ააწყვეს თამაში, ეს ალბათ დი მარიას წყალობით. დღევანდელი თამაში მათთვის კარგი გაკვეთილი იქნება."
-განაცხადა "ეშმაკების" ინგლისელმა ლეგენდამ.

წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2014 22:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულთან ზედიზედ მეექვსე თამაში გვაქვს მოსაგები. ოღონდ ესეთი თამაშით არა
0
№2
ავტორი: გაბადაძე
9 დეკემბერი 2014 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Modi ubralod vtqvat ro gushin tamashis mxriv chveni dge ar iyo mara cota ganartlebis xarjze3 qula aviget
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№3
ავტორი: Rosso Diavolo
9 დეკემბერი 2014 23:25
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ასეთი თამაშით როგორ გვინდა ძლიერ მეტოქეებს მოვუგოთ :/ ლივერპული აუცილებლად ქულის გარეშე უნდა გავუშვათ !
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2014 23:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"არსენალთან" მანჩესტერელებმა კონტრშეტევებზე ჩინებულად ააწყვეს თამაში, ეს ალბათ დი მარიას წყალობით.


გამქცევი როგორ არ გვყავდა გუშინ, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: DiMaria
10 დეკემბერი 2014 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგის მიხვედრას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top