თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2014, 22:13
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 1733,
კომენტარები: 3
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2 (მიმოხილვა)
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა
ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში “სენ მერიზე" "საუთჰემპონმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. ცენტრალური მცველი, ჟოზე ფონტე ფორსტერს უბრუნებდა ბურთს, მაგრამ ამის ნაცვლად რობინ ვან პერსი გაიყვანა ერთი-ერთზე, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა და საკუთარი გუნდი 11-ე წუთზე წინ გაიყვანა. 31-ე წუთზე წონასწრობა აღდგა, დუშან ტადიჩის დარტყმული მცველს მოხვდა, ბურთი გრაციანო პელეს მიუვიდა და იტალიელმა ახლო მანძილიდან დალაშქრა დე ხეას კარი. მატჩში წერტილი ვან პერსიმ დასვა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლის გაფორმება მოახერხა რუნის ჩაწოდების შემდეგ. ლუი ვან გაალის გუნდმა ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

"საუთჰემპტონი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2

სტადიონი: “სენტ მერი სთედიუმი”
გოლები: 0:1;1:2 ვან პერსი (12;71), 1:1 პელე (31).
გაფრთხილებები: მანე, ფონტე – რუნი
მსაჯი: კევინ ფრენდი


"საუთჰემპტონი": ფორსტერი, ფონტე, იოშიდა, კლაინი, ბერტრანი, ვანიამა, დევისი, ტადიჩი (ჰასკეტი 70), ლონგი (მაიუკა 79), მანე, პელე.

მწვრთნელი: რონალდ კუმანი

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, მაკნაირი (ერერა 39), სმოლინგი (ევანი 18), როხო, კერიკი, მატა (ფლეტჩერი 89), ფელაინი, იანგი, ვალენსია, რუნი, ვან პერსი.

მწვრთნელი: ლუი ვან გაალი
მიმოხილვები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2014 22:15
  • სიახლეები: 1545
  • კომენტარები: 12134
მხოლოდ 3 დამარტყმა კარში, სამივე ვან პერსის და 2 გოლი wink

რაც არ უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ
0
№2
ავტორი: SAF
9 დეკემბერი 2014 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კარგია რომ მოვიგეთ მაგრამ ზამთარში ერთი კარგი მცველი ნაღდა უნდა დავიმატოთ..

ჰუმელსი დაგლიჯავს მაგრამ გაგვიჭირდება მაგის გადმოყვანა..


ნუ სტროტმანი რომ გადმოვა ეგ უკვე ზაფხულშიც ცხადი იყო..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№3
ავტორი: DiMaria
10 დეკემბერი 2014 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა სინდისით ვუყურო ამას მეორედ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

20 ოქტომბერი 2019, 18:00
იუნაიტედი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
24 ოქტომბერი 2019, 20:45
პარტიზანი
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
27 ოქტომბერი 2019, 18:00
ნორვიჩი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
ლივერპული20 ოქტომბერი
პარტიზანი24 ოქტომბერი
ნორვიჩი27 ოქტომბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

6 ოქტომბერი 2019, 19:30
ნიუკასლი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
3 ოქტომბერი 2019, 20:45
ალკმაარი0
იუნაიტედი0
ევროპა ლიგა
30 სექტემბერი 2019, 23:00
იუნაიტედი1
არსენალი1
პრემიერ ლიგა
ნიუკასლი6 ოქტომბერი
ალკმაარი3 ოქტომბერი
არსენალი30 სექტემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top