წითლებმა ისწავლეს იმ თამაშების მოგება, რომლებშიც კარგად ვერ თამაშობენ"იუნაიტედის" გამარჯვება საუთპემტონში არის ზედიზედ მეხუთე, თუმცა ლუი ვან გაალი კმაყოფილი მხოლოდ "ჰალთან" გამართული თამაშით იყო კმაყოფილი. მათ ვერ ითამაშეს კარგად "კრისტალ პალასის", "არსენალის", "სტოკ სიტის" და "საუთპემტონის" წინააღმდეგ, მაგრამ მაინც იპოვეს გზა რომლითაც სამ ქულასთან მივიდნენ. რა თქმა უნდა გულშემატკივარი მეტს ელის და ეს აშკარად იქნება, მაგრამ შეგეძლოს ისეთი მატჩების მოგება, რომლებშიც კარგად ვერ თამაშობ ფანტასფიური უნარია.
რობინის კლასი არსად გაქრებაძალიან ბევრი ითხოვდა ჰოლანდიელის სასტარტო შემადგენლობიდან მოკვეთას და სათადარიგოთა სკამზე გადაყვანას. კრიტიკა ჰაერიდან არ მოსულა, რობინი მართლაც ვერ გამოიყურებოდა კარგად, თუმცა ორშაბათს საღამოს მან ყველას გასცა პასუხი, როცა ორი შესაძლებლობიდან ორივეჯერ ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია. შესაძლოა მის ფეხებს ძალა მოაკლდათ, თუმცა ის კლასი რაც მას აქვს კიდევ გამოადგება "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს.
ვან გაალს ცვლილებების არ ეშინიაარასდროსაა ლამაზი და მისაღები, როდესაც ახალგაზრა მოთამაშე შესვენებამდე ხდება შესაცვლელი, თუმცა ლუი ვან გაალს არ ანაღვლებს არც არავის ასაკი და არც სახელი. პედი მაკნეირმა ნამდვილად ვერ ჩაატარა კარგი პირველი ნახევარი და ამიტომ შესვენებამდე 6 წუთით ადრე ანდერ ერერას მოუხდა მის მაგივრად მოედანზე გასვლა. შესაძლოა ზოგ მწვრთნელს დაეტოვებინა ის პირველი ტაიმის ბოლომდე, თუმცა შესაძლოა სწორედ ეს გახდეს გადამწყვეტი მომენტი და დამარცხდე.
მარუანმა კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი რომ გახდეს ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფორმაცია, ერთ-ერთი მთავარი ამბავია მიმდინარე სეზონში, თუმცა "წმინდანების" წინააღმდეგ ის შარშანდელ მარუანს უფრო ჰგავდა. როდესაც იგი კარგად თამაშობდა, იგი ძალიან ბევრს სთავაზობდა "იუნაიტედს" მოედნის ცენტრში, რადგან არავის აქვს მისი დარი სიმაღლე და ძალა. ის პროდუქტიულია როგორც საჯარიმოს მისადგომებთან, ასევე მეკარის მოედანთან ახლოსაც. დიდი ალბათობით ის ვერ მიიღებს ბევრ სათამაშო დროს, როდესაც დეილი ბლინდი, ანდერ ერერა და მაიკლ კერიკი, სამივენი მწყობრში იქნებიან, ამიტომ მას კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო.
"იუნაიტედს" ახალი ცენტრალური მცველი სჭირდებაკრის სმოლინგმა პირობა შეასრულა და დერბიში მიღებული წითელი ბარათი კარგი თამაშით გამოასწორა. როდესაც ინგლისელი კარგად გამოიყურებოდა იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ, წითლების უკანა ხაზში ყველაფერი კარგად იყო. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფილ ჯონსის შესახებაც, თუმცა ორივე მათგანი ტრავმების "მოყვარული" მოთამაშეა და როდესაც ისინი დაზიანებებს იღებენ ლუი ვან გაალს თითქმის აღარ აქვს არჩევანის საშუალება. სწორედ იგივე მოხდა "სოტონის" წინააღმდეგაც, კრისმა მატჩის სტარტშივე გახდა შესაცვლელი და დაცვის ხაზში სრული ქაოსი გაჩნდა. ამის გათვალისწინებით ჰოლანდიელ სპეციალისტს აუცილებად სჭირდება კარგი ცენტრალური მცველი, რომელსაც შეუძლია სეზონში 40 თამაშის ჩატარება.
წყარო:
M.E.N