ბოლო მატჩებში კარგად მოასპარეზე კრის სმოლინგი გახდა იმ ეპიდემიის მსხვერპლი, რასაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ლაზარეთი სეზონის სტარტიდავნე განიცდის. 25 წლის ინგლისელი მცველი "საუთჰემპოტნთან" გამართულ შეხვედრაში დაშავდა და მატჩი მე18 წუთზე შეწყვიტა, მის ნაცვლად კი ჯონი ევანსი გამოვიდა მოედანზე.
ვან გაალმა განაცხადა, რომ სამშაბათს კრის სმოლინგი დეტალურ შემოწმებას გაივლის, რის შედეგადაც გვეცოდინება მისი ტრამვის სერიოზულობა, მაგრამ პირველი სამედიცინო ვარაუდი გულდასაწყვეტია. არის ეჭვი იმისა, რომ კრისმა ფეხის კუნთები დაიზიანა.