გარდაცვლილი მალკოლმ გლეიზერის ერთ-ერთმა შვილმა, ედუარდ გლეიზერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 3 მილიონი აქცია გამოიტანა გასაყიდად, რომელთა საერთო ფასი 29 მლნ. ფუნტია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც "იუნაიტედი" 2005 წელს შეიძინა აქციები თანაბრად გადაუნაწილდათ ექვსივე შვილს.
6 თვის გასვლის შემდეგ კი ედუარდ გლეიზერმა თავისი წილის 85% ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გაიტანა.
ამჟამინდელი მდგომარეობით ამერიკის საფეხბურთო ლიგის გუნდის, "ტამპა ბეი ბაკენირსის" პრეზიდენტი, ედუარდი ნიუ-იორკის ბირჟიდან 28.7 მლნ. ფუნტს გამოიმუშავებს.
გასაყიდად გატანილი აქცია "იუნაიტედის" A კლასის აქციის მხოლოდ 10% შეადგენს.
დავამატებთ, რომ "ეშმაკები" გაყიდული აქციისგან ვერავითარ სარგებელს ვერ ნახავენ.