თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2014, 09:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1514,
კომენტარები: 9
ვან პერსი მატჩის შემდეგ
რობინ ვან პერსიმ მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა.
ვან პერსი მატჩის შემდეგ
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი "საუთჰემპტონთან" მოპოვებულ გამარჯვებას სამომავლო წარმატებისკენ მიმავალ გზად მიიჩნევს.

დუბლის ავტორის წყალობით - პირველი გოლი ჟოზე ფონტეს შეცდომის, მეორე გოლი კი რუნის ჩაწოდებული ჯარიმის შემდეგ გაიტანა - "წითელმა ეშმაკებმა" ინგლისის სამხრეთი ნაწილი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადანცვლებით დატოვეს და ვან პერსი ამას მთელი გუნდის დამსახურებად მიიჩნევს.

"მოედანზე ყველამ ყველაფერი გასცა და საბოლოო ჯამში შედეგი მივიღეთ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ასე რომ, ვიცოდით რა მოლოდინი გვქონოდა - ამაზე მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით. ბოლოს და ბოლოს ეს ჩვენი მეხუთე გამარჯვებაა ზედიზედ, ჩვენ წინ მივიწევთ."

ვან პერსიმ ჟოზე ფონტეს შეცდომის შედეგად გატანილი გოლის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ეს აზარტულ თამაშს ჰგავს. ათიდან ცხრა შემთხვევაში ასე არ ხდება, მაგრამ როცა ხდება მაშინ უნდა გაიტანო. გამიმართლა - ვფიქრობ, ბურთმა მის ფეხებს შორის გაიარა, მაგრამ იღბალს სწორედ ასეთ დროს ცდი." - განაცხადა ჰოლანდიელმა.

ვან პერსიმ თავისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ფიზიკურად, შემიძლია ისევ და ისევ ვირბინო. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ენერგია მომიზღვავდა. გასულ კვირას "სტოკთან" ჩატარებული მატჩის შესახებ ვფიქრობდი და თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ფორმაში ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იმ თამაშში ყველაფერი ჩემ სასარგებლოდ არ წარიმართა, კარგი გრძნობა მქონდა. დღეს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ბედნიერი იყოს და მეც შემიძლია ბედნიერი ვიყო. მე სვლა უნდა გამეგრძელებინა უკანასკნელ წუთებში და თქვენ სწორედ ეს გჭირდებოდათ. ამის შემდეგ გოლები, საგოლე გადაცემები და გამარჯვებები თავისით მოვა. მე უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელო და უფრო მეტი ვითამაშო."

"ჩემი მეორე გოლის შემდეგ ჩვენ კიდევ 25 წუთი უნდა გვეთამაშა ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. შენ იცი, რომ ისინი შანსს მიიღებენ, რადგან ეს კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც კარგად დავიცავით თავი. ჩვენ გვყავდა ფანტასტიური მეკარე, დიდებული ოთხი მცველი - თუ ხუთი - დღევანდელ მატჩში და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგი იყო."


"მომდევნო შეხვედრა "ლივერპულთან" გვაქვს, ასე რომ მას მოუთმენლად ველოდებით. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ახლა წინ მივიწევთ. ასეთი მუხტი უნდა შევინარჩუნოთ." - დაასრულა "იუნაიტედის" თავდამსხმელმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2014 09:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ორივე გოლი ფეხებს შორის გაუტანა.

ფიზიკურად კარგ ფორმაში ვარო და ფალკაო, ადექი ჩაალგე ბარგი. tongue
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
9 დეკემბერი 2014 09:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
დაანებე ფალკაოს თავი:დდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
მე დავანებებ, ვან გაალი არ ანებებს და ეგაა თორემ. მაინც ტყუილად ზის იქ და...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
9 დეკემბერი 2014 10:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ორივეჯერ გავარდნააა tongue
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2014 12:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოედანზე ყველამ ყველაფერი გასცა და საბოლოო ჯამში შედეგი მივიღეთ


areyoukiddingme
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 დეკემბერი 2014 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პერსი მართლა კარგ ფორმაში იყო გუშინ, გარდა იმისა რო ორი გოლი გაიტანა უკანაც ძალიან ხშირად იწევდა.

იმედია ეხლა ესეც არ დაიმტვრევა.............................
0
№7
ავტორი: gilmour
9 დეკემბერი 2014 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გოლებს რომ თავი დავანებოთ ისედაც მეორე ტაიმში მარტო ეს თამაშობდა. და გაუვარდაო რო გაიძახით, კი არ გაივარდა იცის სად და როდის უნდა იყოს და გაიტანა, სხვას რატო არ გაუვარდა. მცველი რო მეკარეს უგორებდა ბურთს ნახეთ პერსისი მოძრაობა წაიკითხა სიტუაცია და შეაგდო.
0
№8
ავტორი: Manchester_M
9 დეკემბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. ფიზიკურად, შემიძლია ისევ და ისევ ვირბინო. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ენერგია მომიზღვავდა.


ასეთი პერსი მიყვარს და მომენატრა მე !!!! <3
0
№9
ავტორი: red devil
10 დეკემბერი 2014 17:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამის შემდეგ გაალი ძირითადს არ მოგაცილებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top