თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2014, 08:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1809,
კომენტარები: 5
ვან პერსი გულშემატკივარს მადლობას უხდის
რობინ ვან პერსი ქომაგთან მადლიერია.
ვან პერსი გულშემატკივარს მადლობას უხდის
რობინ ვან პერსი "საუთჰემპტონთან" გასვლით შეხვედრაზე დამსწრე "იუნაიტედის" ქომაგს მადლობას უხდის.

მეორე გოლის გატანის შემდეგ ვან პერსი გოლს გულშემატკივრის სიახლოვეს აღნიშნავდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი ერთ-ერთ ქომაგს თავისი სათამაშო მაისური აჩუქა.

"წითლები" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან და ვან პერსი მიმდინარე სეზონში მქონე განწყობას 2012/13 წლების სეზონის განწყობას ადარებს, როცა მისი გუნდი მეოცე ტიტულისკენ მიისწრაფვოდა.

"გულშემატკივრები დაუჯერებლები იყვნენ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჰგავდა - ორი წლის წინ მომხდარს. მართლაც განსაკუთრებული დღე იყო, ისინი კი დაუჯერებელნი იყვნენ."

"მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ვიცი, მათ მთელი ინგლისი განვლეს, შესაძლოა ზოგი საზღვარგარეთიდანაც ჩამოვიდა. ეს ხანგრძლივი მოგზაურობაა. ყველას მადლობას გიხდით ჩამოსვლისთვის - ნამდვილად საოცრებანი ხართ."

"საუთჰემპტონის" წინააღმდეგ გამართული ჩემი პირველი გასვლითი შეხვედრა 2 წელიწად ნახევრის წინ განსაკუთრებული იყო, მაგრამ ვფიქრობ, დღეს უკეთესი დღე გამოდგა."
- განაცხადა ვან პერსიმ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2014 08:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
იმ თამაშსა და ამ თამაშს შორის სხვაობა ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხში იყო, თორემ ნაკლებად არც იქ გვჭირდებოდა გამარჯვება და ნაკლები ემოცია არც იქ ყოფილა. უბრალოდ ასე შეიძლება ითქვას: იქ დამსახურებულად მოვიგეთ, აქ გაგვიმართლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
9 დეკემბერი 2014 09:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
არაფერს რობინ, არაფერს. თქვენ მოიგეთ და ლივერპულთანაც ჩამოვალ
0
№3
ავტორი: AkkRed
9 დეკემბერი 2014 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არ მეგონა, რომ 2 ჯერ გამახარებდი შე კუზიანო wink wink
0
№4
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2014 12:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს გუნდმაც და გულშემატკივრებმაც მაგრად უმატეს. ყველა თამაშში ესე არიან საღოლ მართლა
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 დეკემბერი 2014 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა მაგრად გულშემატკივრობდნენ გუშინ, მთელი თამაშის განმავლობაში მღეროდნენ. ლივერპულთან რა იქნება წარმომიდგენია... winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top