"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა აღიარა, რომ "საუთჰემპტოთან" მატჩში (1-2) მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა.
უმძიმესი მატჩი "სენტ მერის" სტადიონზე, რომელშიც "იუნაიტედი" მეორე ნომრად თამაშობდა რობინ ვან პერსის მიერ ზუსტი დარტყმების წყალობით "ეშმაკებმა" მოიგეს. ვან გაალის აზრით გადამწყვეტი ფაქტორი იღბალმა ითამაშა.
"ჩემი აზრით "წმინდანებმა" უკეთ ითამაშეს ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედმა". მე ვფიქრობ,რომ ჩვენ გაგვიმართლა"
"ჩვენ ვკარგავდით ბურთს ძალიან ადვილად პირველ ნახევარში. ჩვენ არ გვქონდა კარგი, პოზიციური თამაში. "საუთჰემპტონი" ქმნიდა მომენტებს მაშინ, როცა "მანჩესტერი" ბურთს კარგავდა."
"პირველი გატანილი ბურთი იყო საჩუქარი "საუთჰემპტონისგან", მეორე იყო ლამაზი. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მათი მეკარე შეძლებდა ამ ბურთის აღებას, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა" ვან გაალის სიტყვებს ციტირებს "SkySprots"