კვირას მანჩესტერში გამართულ უაღრესად საინტერესო დერბიში ერთი ინციდენტი მოხდა, როდესაც "მანჩესტერ სიტის" ფანი მოედანზე შემოიჭრა და რიო ფერდინანდზე თავდასხმა განიზრახა, მაგრამ...
კვირას მანჩესტერში გამართულ უაღრესად საინტერესო დერბიში ერთი ინციდენტი მოხდა, როდესაც "მანჩესტერ სიტის" ფანი მოედანზე შემოიჭრა და რიო ფერდინანდზე თავდასხმა განიზრახა, მაგრამ "ქალაქელების მეკარემ - ჯო ჰარტმა ვაჟკაცობა გამოამჟღავნა და ფანს წინ გადაუდგა.
რიოც შესაბამისად გაბრაზებული იყო გულშემატკივრის ნასროლი მონეტის გამო და ჰარტმაც სიტუაციის განმუხტვა სცადა.
თამაშის შემოდგომ პოლიციამ გულშემატკივარი დააკავა, ის 21 წლის მეთიუ სტოტი აღმოჩნდა, სასჯელი კი არც თუ ისე მძიმე.
მან ყველას წინაშე ბოდიში საჯაროდ მოიხადა და თქვა, რომ იმ დროს ვერაფერს ხვდებოდა რასაც აკეთებდა.
"მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო ვისაც კი რაიმე ზიანი მივაყენე, ან ვაწყენინე ჩემი საქციელით. განსაკუთრებით რიო ფერდინანდს და დანარჩენ მოთამაშეებს." - განაცხადა 21 წლის მეთიუმ.
"ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო "იუნაიტედის" თითოეულ გულშემატკივარს და მადლობა გადავუხადო ჯო ჰარტს რომელმაც მე შემაჩერა და არ მომცა საშუალება კიდევ რაიმე სისულელე ჩამედინა."