თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2014, 22:14
ავტორი: Jubo,
ნანახია: 1588,
კომენტარები: 4
ლეგენდები ბრუნდებიან
"ოლდ ტრაფორდს" ზაფხულში "ბაიერნის" ლეგენდები ეწვევიან
ლეგენდები ბრუნდებიან
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდების გუნდი "ოლდ ტრაფორდს" ივნისში დაუბრუნდება, ამჯერად "ბაიერნის" ლეგენდებთან დაპირისპირებით. მატჩში შემოსული თანხა ტრადიციულად "იუნაიტედის" საქველმოქმედო ფონდს მოხმარდება.

"წითლების" გუნდს კვლავინდებურად. ბრაიან რობსონი გაწვრთნის. გერმანელებიც საკმაოდ ძლიერი გუნდით ესტუმრებიან მასპინძლებს. შეხვედრა 2015 წლის 14 ივნისს გაიმართება. "იუნაიტედი" ამ სანახაობრივი მატჩის გარდა ღონისძიების ფარგლებში მუსიკალურ კონცერტებსა და კიდევ ბევრ სიურპრიზს გვპირდება.

"მანჩესტერელები" უკვე ორჯერ დაუპირისპირდნენ მადრიდის "რეალის" ლეგენდებს, რამაც ფონდის ბიუჯეტი 1 მილიონი ფუნტით გაზარდა. ზაფხულში "წითლები" გერმანიაში ეწვივნენ "ბაიერნის" ლეგენდებს, სადაც პოლ სქოულზისა და ენდი კოულის გოლების შედეგად მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ტრებლის მომპოვებელმა დუაით იორკმა განაცხადა: "ქველმოქმედება ყოველთვის კარგია, ამ მოვლენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენი გუნდების დაპირისპირების ისტორია. ახლა უკვე ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ უნარშეზღუდულ ბავშვებს. ამ მიზნით თამაში სასიამოვნოა, სწორედ ეს საქმიანობაა პენსიაზე გასვლის დიდი პლიუსი".

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
8 დეკემბერი 2014 22:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინა რა მაგარი თამაში იყო winked
0
№2
ავტორი: AkkRed
8 დეკემბერი 2014 23:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
როგორ მევასება ამათი კლასის ყურება ♥♥
0
№3
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2014 08:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ ჩვენც გვაყურებინებენ კარგი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: DiMaria
9 დეკემბერი 2014 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
საიტზე იქნება?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top