"მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელმა მცველმა კრის სმოლინგმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგა ძალიან მოენატრა და განაცხადა, რომ მომავალ წელს ამ ტურნირზე ასპარეზობისათვის მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს.
როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონი დევიდ მოიესის "მანჩესტერ იუნაიტედმა" საშინლად ჩაატარა. მანჩესტერულმა კლუბმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს ერთი წლით გამოემშვიდობა. თუმცა, "იუნაიტედი" ამჟამინდელ სეზონს გაცილებით კარგად ატარებს. სმოლინგს ძალიან ენატრება ჩემპიონთა ლიგა და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ყველაზე პრესტიჟულ ევრო-ტურნირზე სათამაშოდ ყველა შანსს გამოიყენებს.
"თავისუფალ დროს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ყოველთვის ვუყურებ. ცოტა არ იყოს უხერხულია, რომ ამ წელს ამ ტურნირზე თამაში ვერ მოვახერხეთ. თუმცა წელს ყველანაირ სტანდარტს დავიცავთ და ლიგის საგზურს აუცილებლად მოვიპოვებთ."
"სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა ამ სეზონში მხოლოდ ტელევიზორიდან გვიწევს. ვიმეორებ ყველაფერს გავაკეთებთ რათა გულშემატკივრებმა "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ლიგაზე იხილოს."-განაცხადა სმოლინგმა