"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი მცველს დეილი ბლინდს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, როგორც ჩანს ტრავმის აღმოფხვრის ფინალური ეტაპი დაეწყო, თუმცა ჰოლანდიელი იანვრის დასაწყისში შეძლებს თამაშს. ექიმებმა სულ ცოტა ხნის წინ ჩაუტარეს ბლინდს გამოკვლევები, რის შედეგადაც მოთამაშეს არანაირი გართულებები არ აღმოაჩნდა, თუმცა მედპერსონალმა გამოჯანმრთელების ვადის შემცირება ვერ შეძლო.
"სამშაბათს დეილის გამოკვლევები ჩაუტარდა. სკანირებამ აჩვენა, რომ ყველაფერი კარგად არის. დეილიმ უკვე დაიწყო ტრავმის აღდგენა, თუმცა გამოჯანმრთელების ვადა არც თუ ისე მოკლეა."-განაცხადა SportWitness-თან ინტერვიუში დეილის ბლინდის მამამ, ლეგედარულმა დენი ბლინდმა.
ცოტა ხნით ადრე კი "ეშმაკთა" მთავარმა მწვრთნელმა ბლინდზე განაცხადა, რომ იგი ჰოლანდიიდან დღესასწაულის შემდეგ დაბრუნდა და სამედიცინო შტაბთან ერთად მუშაობა განაახლა. თუმცა მისი ტრავმა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდებოდა.