თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2014, 09:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2180,
კომენტარები: 10
რატომ თამაშობს ფალკაო 20 წუთს?!
ლუი ვან გაალი ფალკაოს მციხნიანი თამაშის მიზეზს ხსნის.
რატომ თამაშობს ფალკაო 20 წუთს?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კოლუმბიელი ფორვარდი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 20 წუთის სათამაშოდ არის მზად.

28 წლის ფალკაოს იჯარის სანაცვლოდ "წითელმა ეშმაკებმა" "მონაკოს" 6 მლნ. ფუნტი გადაუხადეს. თავად ფალკაო კი ხელფასის სახით კვირაში 280 ათასს იღებს. კოლუმბიელი ფორვარდის ღვაწლი ლუი ვან გაალის გუნდში კი მასში გადახდილ თანხებს არ შეესაბამება.

ფალკაომ "იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოახერხა, მათგან ოთხი შეცვლაზე შესვლით და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. სრული მატჩი კი კოლუმბიელს არც ერთხელ არ ჩაუტარებია.

ჭორების თანახმად, რადამელს არ მოსწონს თავისი მდგომარეობა გუნდში და სათადარიგოთა სკამზე ყოფნას არ აპირებს, თუმცა ვან გაალი ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს.

"მისი რეაქცია არ მაინტერესებს. ის ჩემს ფილოსოფიას უნდა მიჰყვეს. ეს გესმით? მე სწორედ ამიტომ ვარ აქ."

"საქმე მის სათამაშო ფორმაშია. ამას ფაქტებით აგიხსნით. "სტოკთან" მატჩის შემდეგ მან დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ივარჯიშა. როცა სამშაბათს ვთამაშობდით, მოედანზე 15 წუთი გაატარა."

"ჩვენ ვვარჯიშობდით სამშაბათის შემდეგ, მაგრამ სამშაბათამდე არ ვვარჯიშობდით. ჩვენ ვმუშაობდით ცალკეულ დავალებებზე, ეს კი სრულფასოვანი ვარჯიში არ არის. ასე იმიტომ მოხდა, რომ გასულ კვირას "ჰალის" წინააღმდეგ გამართული მატჩიდან ორ დღეში თამაში გვქონდა. მე აღდგენითი ვარჯიშების ჩატარება მომიხდა, მისი ცალკე ვარჯიში კი ვერ მოვახერხე."

"სამშაბათის შემდეგ ვივარჯიშეთ და ოთხშაბათს მან კარგად იმუშავა, მაგრამ ხუთშაბათს ფეხბურთელებს დასვენების დღე ჰქონდათ. ასე რომ, მან ორი ვარჯიში ჩაატარა და მიზეზს ამაში ვხედავ. დიდი მიზეზი - ეს რეზერვებში 45, 60 ან 90 წუთის თამაშია, როგორც ეს ჯონი ევანსმა გააკეთა - მაგრამ მას ასე ვერ მოვექცეოდი, რადგან რუნი "სტოკთან" მატჩში დაშავებული იყო."

"მე უნდა გავითვალისწინო ის, თუ რომელი ფეხბურთელები მჭირდება გუნდის განაცხადში, მაგრამ ამ დონეზე მას მხოლოდ 20 წუთის თამაში შეუძლია, რადგან პრემიერ ლიგაში უმაღლესი დონის რიტმია."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აი, ხომ ვამბობდი. ეს ვერ გაძლებს პრემიერ ლიგაში ნახავთ. ამას უკან დააბრუნებენ სეზონის ბოლოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
8 დეკემბერი 2014 10:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
თუ ათამაშა მიეჩვევა და გაუძლებსRojoDiablo,
0
№3
ავტორი: Wardell
8 დეკემბერი 2014 12:49
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
თუ არ ათამაშა ვერც მიეჩვევა დუმბო, აქ უფრო სხვა რაღაცაა ვიდრე შეგუება და მიჩვევა, რადგან ამაზე გვიან დაბრუნებულები დააყენა ძირითადში და ათამაშა მარა პერსის სკამზე დასმა არ უნდა და მაგიტო არ აყენებს მითუმეტეს რო მატაც მაგარ ფორმაშია და რუნიც. რავი ეს ჩემი აზრია, მაგრამ რასაც ვხედავ იმას ვამბობ და ჰაერიდან არ მომაქვს. ფაქტია რომ როხოს ამაზე რთული ტრავმა ჰქონდა და რადამელის მერე დაიწყო ვარჯიში მარა მაინც ორივე თამაში სასტარტოში იდგა მიუხედავად იმისა რომ მასზეც უდნა მოქმედებდეს ეს ფილოსოფია.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
8 დეკემბერი 2014 14:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როდის მოვა იმის დრო როცა ფალკაო სრულად ითამაშებს მატჩს. ესეც ჩიჩარიტო ხო არაა ბოლო 20 წუთი შემოაგდო სათამაშოდ
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
8 დეკემბერი 2014 14:59
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არ არის ფორმაში. არადა ასეთ ფალკაოს არავინ გამოისყიდის ! :/
0
№6
ავტორი: Malboro463
8 დეკემბერი 2014 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
RojoDiablo,
რატომ ვერ გაძლებს?
ფიზიკური მონაცემები აქვს ცუდი თუ ნიჭი არ აქვს? თუ არ მისცემ სათამაშო დროს მაგაზე პასუხს ვერც გაიგებ კაცი კოსტამ გამართლა და ეს ვისზე ნაკლებია ამაზე უარედსებიც ათამაშებულან
0
№7
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2014 18:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Malboro463,
მარტივ მიზეზს გეტყვი შენც, აკოსაც და ლაშასაც. ტრავმა. ნახავთ თუ ეგ თავს არ იჩენს და ეგ თუ გაამართლებს. როცა სეზონის ბოლო უკან გაუძAხებენ რადამელს მერე გახდება ყველაფერი ცნობილი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Berba 9
8 დეკემბერი 2014 19:52
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხოოო...

ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებდა და აშკარად ამომწურავად გასცა, კარგი ხარ ლუი :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: PaLoMo
9 დეკემბერი 2014 02:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Mojle pasuxi maq am kitxvaze (ai amitom) RVPm daamtkica tu rato endoba lui mas imedia meti satqmeli araferi geqnebat:-* gilocavt 3 qulas xalxooooo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: red devil
9 დეკემბერი 2014 09:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
თავიდანვე სისულელე იყო ამ ფაიფურის მოყვანა პრემიერ ლიგაში ამას ცხენი ველბეკი ჯობდა ისევ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top