თბილისი:
მანჩესტერი:
8-12-2014, 03:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 6
ლუი ვან გაალი რონალდ კუმანის წინააღმდეგ: ერთი დაპირისპირების ისტორია
მენეჯერთა დუელი.
ლუი ვან გაალი რონალდ კუმანის წინააღმდეგ: ერთი დაპირისპირების ისტორია
ორშაბათს, "იუნაიტედი" საუთჰემპტონს ეწვევა და ადგილობრივ გუნდთან გამართავს შეხვედრას, მართალია მთავარი მოვლენები მოედანზე განვითარდება, სადაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეერკინებიან, თუმცა არც განაპირა ხაზს მიღმა იქნება უინტერესო დუელი. ლუი ვან გაალი და რონალდ კუმანი პირველად ნამდვილად არ ხვდებიან ერთმანეთს, მათ ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებთ, თუმცა ამ ურთიერთობის მანძილზე ბევრი უთანხმოებაც ყოფილა.

ვინ არის მთავარი?

ორი ჰოლანდიელი ერთად ჯერ კიდევ "ბარსელონაში" აღმოჩნდა, სადაც ლუი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, ხოლო კუმანი მისი ასისტენტი იყო. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, ამჯერად უკვე ჰოლანდიაში, 2004 წელს როცა "აიაქსის" სამწვრთნელო შტაბი შეავსეს. პირველი დაკვირვებით ჩანდა, რომ თითქოს მათი მოვალეობები რადიკალურად განსხვავებული იყო: ვან გაალი ადმინისტრაციულ ნაწილს ჩაუდგა სათავეში, ხოლო კუმანი ფეხბურთელებთან მუშაობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ რონალდს უნდა გადაეწყვიტა გუნდზე ყველაფერი, როგორც ამას სხვა მწვრთნელები აკეთებდნენ, მაშინ როცა ლუის სკაუტებთან ერთად ახალი მოთამაშეები უნდა მოეძებნა. კუმანი მხოლოდ მატჩებზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და არ ენერვიულა ტრანსფერებზე. ყველაფერი მარტივია არა?

ლუი ვან გაალი რონალდ კუმანის წინააღმდეგ: ერთი დაპირისპირების ისტორია


მაგრამ არა ლუი ვან გაალისთვის. "მაჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, რომელიც ტოტალიტარული მმართველობის დიდი მოყვარულია, თითქმის მაშინვე ჩაერია კუმანის საქმეში და გუნდის ამბებშიც ცხვირის ჩაყოფა დაიწყო. ამ ქმედებებმა ძალიან მალე გააბრაზა მწვრთნელი.

როგორც რონალდ კუმანი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, ვან გაალს გამოჰქონდა სკამი ოფისიდან და ვარჯიშის დროს გვერდითა ხაზთან ჯდებოდა. ფეხბურთელთა აგენტებთან საუბარი და სკაუტების დარიგება ნამდვილად იყო ლუის სამუშაო, თუმცა კუმანის მუშაობაში ჩარევა - არა.

ეს კიდევ ყველაფერი არ არის. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც ვან გაალმა შეხვედრაზე დაიბარა კუმანი და ტაქტიკის შეცვლაზე ესაუბრა. რონალდი ფიქრობდა, რომ ვან გაალი მის შესაძლებლობებს არ აფასებდა და ავტორიტეტს არაფრად აგდებადა. რატომ ცდილობდა ლუი თავისი ჩანაფიქრების განხორციელებას? მთავარი მწვრთნელი ხომ კუმანი იყო და მას უნდა გაეცა ბრძანებები სათამაშო ტაქტიკასთან დაკავშირებით?

ზლატანის გაყიდვა

ამ ყველაფერს დაემატა ისტორია, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ვარსკვლავი ფორვარდი, რომელიც ვან გაალის წინამორბედმა შეიძინა, ჰოლანდიის ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების დაცვის ხაზს ცხოვრებას უმწარებდა. თუმცა ზლატანი მარტო ჰოლანდიას არ დაჯერდა და ჩემპიონთა ლიგაზეც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა "აიაქსის" მაისურით თამაშისას. ნათელი იყო, რომ 2004 წლის ზაფხულში რომელიმე გრანდი მას აუცილებლად შეიძენდა, თუმცა კუმანს მისი შენარჩუნება ჰქონდა გადაწყვეტილი.

ლუი ვან გაალი რონალდ კუმანის წინააღმდეგ: ერთი დაპირისპირების ისტორია


სხვანაირად ფიქრობდა ლუი ვან გაალი, რომელმაც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სოლიდური თანხის სანაცვლოდ ზლატანი "იუვენტუსში" გაუშვა. შვედი წავიდა - კუმანს კი ფიზიკურად დრო არ დარჩა მისი შემცვლელის მოსაძებნად.

კუმანი გაცოფებული იყო. რა თქმა უნდა, ტრანსფერები ეს ვან გაალის საქმე გახლდათ, თუმცა გაყიდო მთავარი ვარსკვლავი ისე რომ გუნდის თავკაცს არ შეუთანხმო? ვინ შეცვლის მას? ვინ გაიტანს მის მაგივრად გოლებს, მწვრთნელი? როგორ უნდა აეთამაშებინა კუმანს "აიაქსი", როცა მან დაკარგა მთავარი ფიგურა?

ან ის, ან მე

კუმანის და ვან გაალის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, როდესაც უკანასკნელმა მათგანმა განაცხადა რომ "აიაქსი" თავის სტილში აღარ თამაშობს. ამსტერდამულ კლუბში, სადაც ყოველთვის იგრძნობა ზეწოლა გულშემატკივრისგან და კლუბის ლეგენდებისგან, რომელიც ყოველთვის თავის ფილოსიფიას იცავს და ტოტალურ შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ასეთი განცხადება კუმანისთვის დიდი დარტყმა იყო. აღშფოთებულმა რონალდმა დირექტორთა საბჭოს სიტუაციაში ჩარევა სთხოვა.

და ისინი ჩაერივნენ. კუმანი გაამართლეს და ვან გაალი დაითხოვეს. შესაძლოა მეტოქეობა დადებით ეფექტსაც კი ახდენდა კუმანზე, რადგან ლუის წასვლის შემდეგ "აიაქსის" შედეგები გაუარესდა. 2005 წლის თებერვალში რონალდსაც თანამემამულის ბედი ეწია. სისხლიანი ბრძოლა გამარჯვებულის გარეშე დასრულდა.

დაპირისპირება "აიაქსში" არ დამთავრებულა და ორშაბათს საღამოს ორივე მენეჯერი ახლა უკვე სხვადასხვა გუნდის სათავეში მყოფები, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ გაიმარჯვონ და მსოფლიოს დაანახონ თუ ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე.

ეს სრულებითაც არ ეხება ფეხბურთს! ეს - პირადულია.

წყარო: fourfourtwo.com
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vajiko C
8 დეკემბერი 2014 05:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
არ მევასება ეს ვანგაალი და მომკალით რა. ძლიერია მარა არ მიყვარს. ამ ამბის გამო არა. 5წლის წინ ჯერ კიდევ კარგად არ მესმოდა ფეხბურთი, ბაიერნმა მანჩესტერი რო გამოაგდო მეოთხეფ ფინალიდან მაგი მერე არ მევასება. ამაყია ზედმეტად. რათქმაუნდა წარმატება მინდა მოუტანოს ჩვენ გუნდს)
0
№2
ავტორი: RojoDiablo
8 დეკემბერი 2014 09:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ბოლო აბზაცი სადავოა, რადგან გუნდების ძალა არათანაბარია და არ გამოჩნდება ერთი რომელიმეს უპირატესობა რეალურად. თანაც მატჩი რა სურათს მიიღებს არავინ იცის.

ვან გაალი ამაყია, კი ნამდვილად. მაგრამ თუ გავიხსენებთ რა აქვს ცხოვრებაში გამოვლილი სწორედ ეს უნარი ეხმარებოდა მას. მე ვან გაალის მეთოდები მომწონს და მომწონს ისიც, რომ გავლენა აქვს ფეხბურთელებზე. ნამდვილი მწვრთნელია.

აქამდე პრესაში რომ იწერებოდა ამათზე მე ვიფიქრე მხოლოდ ჰოლანდიელობის გამო თქო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
8 დეკემბერი 2014 10:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმედია ლუის გამარჯვებით დასრულდება
0
№4
ავტორი: Wardell
8 დეკემბერი 2014 12:45
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ხო მეც არ ვიცოდი ეს და თუ გახსოვს გკითხე კიდეც რამე ხო არ მოხდათქო
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 დეკემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ გაიმარჯვონ და მსოფლიოს დაანახონ თუ ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე


არამგონია აქ რამე გადაწყდეს ან გამარჯვებამ გამოარკვიოს ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. ეს არაა ორი გრანდის დაპირისპირება, გუნდების შედარებაც მაგარი სისულელეა, იუნაიტედი და საუტჰემპტონი ერტი დონის გუნდები არ არიან აქ მწვრთნელების დაპირისპირებამ რომ გადაწყვიტოს რამე. კარგი გუნდი ჰყავს კუმანს მარა გრანდობამდე ბევრი უკლიათ
0
№6
ავტორი: red devil
9 დეკემბერი 2014 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვანგაალის ბრალი ყოფილა აიაქსში ყველაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top