- რიო ფერდინანდი და სერხიო რამოსი. რიოსთან ერთად რამოდენიმე ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი. იგი კარგი ადამიანია და მისგან ფასდაუდებელი რჩევები მივიღე. რაც შეეხება სერხიოს, იგი შესანიშნავი მცველია. უფრო მეტი ვიდრე ფეხბურთელი.
თავს როგორ გრძნობდით, პირველ გუნდში სადებიუტო მატჩის დროს?
- სადებიუტო მატჩში თავს კარგად ვგრძნობდი. იმედი მაქვს პირველ გუნდში კიდევ ბევრჯერ მომიწევს თამაში.
ვის გვერდით ისურვებდით თამაშს, იაპ სტამთან თუ ნემანია ვიდიჩთან?
- სიმართლე გითხრათ, რადგან სტამის თამაში ნანახი არ მაქვს ვიდიჩთან ერთად თამაშს გიპასუხებთ. მე ვიდიჩის თამაშზე გავიზარდე და ყოველთვის მინდოდა მასავით მეთამაშა.
რა შეგიძლიათ გვითხრათ ჯეიმს უილსონზე, რომელთანაც ერთად თქვენ რეზერვისტთა გუნდში თამაშობდით?
- ის შეუდარებელია. დარწმუნებული ვარ კარიერაში იგი დიდ წარმატებას მიაღწევს.-დაასრულა ირლანდიელმა