"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ბლიც-ინტერვიუ აიღო "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ფეხბურთელიდან რობი ბრედისგან.
- როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში ?
მე ფეხბურთის თამაში დავიწყე ჩემ ძმასთან ერთად მამაჩემის რჩევით.მე კიდევ რამოდენიმე ძმა მყავს,მაგრამ მე და ჩემი ძმა ვთამაშობდთ ყველაზე კარგად ფეხბურთს,როდესაც მე პატარა ვიყავი მამაჩემი მე ყოველთვის გვერდში მედგა და მას დიდი წვრილი მიუძღვის ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.
- თქვენი პირველი კლუბი ?
ეს იყო "სენტ კევინ ბოისი",სადაც მე რამოდენიმე მატჩი ჩავატარე.
- როდის მოაწერეთ ხელი პირველ კონტრაქტს "იუნაიტედთან" ?
მე სკაუტის მეთვალყურეობის ქვეშ ძალიან ბევჯერ ვიყავი,მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად კონტრაქტი 14-15 წლის ასაკში შემომთავაზა.
- თქვენი კერპი ფეხბურთში ?
რათქმა უნდა რაიან გიგზი.მე მის თამაშებს ვუყურებ ბავშვობიდან და ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან.
- რატომ გიყვართ ფეხბურთი ?
ამის შესახებ კონტრეტული პასუხი არ მაქვს.მე ეს სპორტის სახეობა მიზიდავს ბავშვობიდან.ჩემიესეთი სიყვარული ფეხბურთისა ალბათ ჩემი ძმისა და მამაჩემის დამსახურებაა.
- ყველაზე წარმატებული მატჩი "იუნაიტედის" რიგებში ?
ჩემი ორი დებიუტი - ერთი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში და ერთი ეროვნულ ნაკრებში
- საუკეთესო მეგობარი ფეხბურთში ?
სკოტ ვუტონი
- პირველ რიგში რისი გაუმჯობესება გსურთ ?
ყველაფრის! მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი მარჯვენა ფეხის გაუმჯობესებას,ასევე ჩემი ფიზიკური მხარის გაუმჯობესებას,რადგან ჩემი აზრით ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ფიზიკური ფორმა.
- როგორია თქვენი ამბიციები ?
ყველაფერს დრო გვიჩვენებს.მე ვთამაშობ "მანჩესტერ იუნაიტედში" და ეს უკვე ჩემი წარმატებაა,მაგრამ რათქმა უნდა მე მსურს ადგილი დავიმკვიდრო,როგორც ამ კლუბში ასევე ეროვნულ ნაკრებში.
- რა მოგწონთ ფეხბურთში ?
მე ვარჯიშზე ძალიან ბევრს ვიცინი.გუნდში ბევრი მეგობარი მყავს და რათქმა უნდა მათთან ერთად ძალიან ვხალისობ.
- რა არ მოგწონთ ფეხბურთში ?
ალბათ მთავარი პრობლემა ეს არის ის,რომ ნაკლებ დროს ატარებ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.ასევე შესაძლოა ოჯახთან ერთად ვერ აღნიშნო დღესასწაულები.