თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2014, 19:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3465,
კომენტარები: 22
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
ორშაბათს გასამართი მატჩის პრევიუ.
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: St. Mary, საუთჰემპტონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-15 ტური
თარიღი: ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი
მატჩის დასაწყისი: 00:00, (ჩვენი დროით)

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"

ტრავმირებულები: დ. როდრიგესი, გალაჰერი, კორკი, უორდ-ფროუზი, შნაიდერლინი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ალდერვეირელდი
განაცხადი: Forster, K Davis, Cropper, Clyne, Alderweireld, Fonte, Yoshida, Gardos, Bertrand, Targett, Wanyama, Reed, Hesketh, S Davis, Isgrove, Mane, Tadic, Long, Mayuka, Pelle.

"წმინდანებმა" "არსენალთან" თამაშში ჯეკ კორკი დაკარგეს, ხოლო ტობი ალდერვეირელდი ბარძაყის ტრავმას უჩივის და მისი მონაწილეობა ეჭვის ქვეშ დგას. თუმცა შემადგენლობას დაუბრუნდება დუშან ტადიჩი, რომელმაც დაზიანება მოიშუშა.


"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ბლინდი, ლინგარდი, დი მარია, შოუ,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რაფაელი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Amos, Vermijl, Rojo, Smalling, Blackett, Thorpe, McNair, Pereira, Fletcher, Valencia, Lingard, Fellaini, Anderson, Carrick, Young, Herrera, Mata, Januzaj, Falcao, Rooney, Van Persie, W Keane..

ვან გაალმა დაადასტურა, რომ "ვეფხვებთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ უეინ რუნი თამაშს შეძლებს, რასაც ვერ ვიტყვით ანხელ დი მარიაზე, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩს გამოტოვებს.


"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"


მე-3 ადგილი, 26 ქულა
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-ფ-წ-წ
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სეზონის სტარტის კარგად დაწყების შემდეგ "წმინდანები" ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას - 1 ფრე, 2 მარცხი.

უკანასკნელ სამ შეხვედრაში რონალდ კუმანის გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 25 ქულა
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-წ-მ-მ-მ-მ
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში გამართული 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო - 6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი.

ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგაში უკანასკნელი 4 შეხვედრა მოიგო.

მიმდინარე სეზონში დაგროვილი 25 ქულიდან "იუნაიტედმა" გასვლაზე მხოლოდ 6 ქულა აიღო - 1 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი.

იმ გუნდებს შორის, რომელთაც დეკემბერში ორზე მეტი მატჩი ჩაატარეს "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც პრემიერ ლიგაში საშუალოდ ერთ მატჩში 2.19 ქულა დააგროვა.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)



მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"საუთჰემპტონი"


წამყვანი ბომბარდირი: პელე - 9 გოლი (6 ლიგაში)

"წმინდანებმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 15 სხვადასხვა ფეხბურთელი გამოიყენეს - სხვა გუნდებთან შედარებით ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ნათანაელ კლაინმა მიმდინარე სეზონში სხვა დანარენ ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მეტი ვარდნა განახორციელა - 63.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 5 გოლი.

"საუთჰემპტონის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში უეინ რუნის 5 გოლი აქვს გატანილი.

რობინ ვან პერსიმ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ჩატარებულ 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში 32 სხვადასხვა ფეხბურთელი ათამაშა - პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

დავიდ დე ხეა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ყველა შეხვედრა ჩაატარა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 114-ჯერ შეხვდნენ. "საუთჰემპტონმა" 25-ჯერ იმარჯვა, "იუნაიტედმა" 59-ჯერ, 30 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"საუთჰემპტონის" სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრებში "იუნაიტედს" მოწინააღმდეგეზე მინიმალური უპირატესობა აქვს - 17 მოგება, 16 მარცხი, 14 ფრე.

პრემიერ ლიგაში "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში "იუნაიტედმა" 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთში დამარცხდა.

"წმინდანებს" "იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში გამართული უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4-ში პირველად გაჰქონდათ გოლი, მაგრამ მათგან სამი წააგეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს.

ეს პირველი შემთხვევა იქნება პრემიერ ლიგაში, როცა მატჩში ერთმანეთს ორი ჰოლანდიელი მწვრთნელი დაუპირისპირდება - ვან გაალი და რონალდ კუმანი.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
\

სახლში და გასვლაზე



ლიგა: "საუთჰემპტონი" - 23 მოგება, "იუნაიტედი" - 48 მოგება, ფრე - 23.

პრემიერ-ლიგა "საუთჰემპტონი"- 5 მოგება, "იუნაიტედი" - 21 მოგება, ფრე - 4.


"არსენალის" სტადიონი"


ლიგა: "საუთჰემპტონი" - 16 მოგება. "იუნაიტედი" - 17 მოგება, ფრე - 14 .

პრემიერ-ლიგა: "საუთჰემპტონი" - 5 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 2

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა


"საუთჰემპტონი" 1-1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

11 მაისი, 2014 წელი
მსაჯი: მაიკ დინი
სწრებადობა: 31,372
გოლი "საუთჰემპტონის" რიგებში: ლამბერტი 28'
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: მატა 54'
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრომო

მატჩის წინ
22 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
6 დეკემბერი 2014 19:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი პრევიუა!

მომდევნო ორი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ დღეს ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა რამოდენიმე შეხვედრა და ესეც უნდა გამოვიყენოთ, ასევე მესამე ადგილი აუცილებლად გვინდა
0
№2
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გასვლაზე მიღწეული შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ. კონკრეტულად სოტონს ვგულისხმობ. ჩვენი კონკურენტები ქულებს კარგავენ და ეს აუცილებლად გამოსაყენებელია.

კლაინის ფეხებს უნდა ვუფრთხოდეთ როგორც ჩანს. თან ჩვენები ყველა თამაშში იმტვრევიან და...

რუნის და პერსის კარგი სტატისტიკა აქვთ ამათთან და როგორც ერთხელ გიგზმა თქვა: "ზოგი მწვრთნელი მხოლოდ იმიტომ აყენებს ფეხბურთელს სასტარტოში, რომ მას კონკრეტული გუნდის წინააღმდეგ გოლები ხშირად გააქვსო" ხანდახან ცრურწმენას თავისი შედეგები მოაქვს.

მოლოდინი დიდია, სტატისტიკა კარგი, მუხტი კარგი. იქ კი პირიქით. სოტონმა ბოლო სამი მატჩი ვერ მოიგო და ცუდ ხასიათზე უნდა იყვნენ, მაგრამ ამ დროს გუნდი ორმაგად მოტივირებულია და როცა "იუნაიტედს" ეთმააშები, ერს მოტივირება ორმაგდება.

იმედია ყველაფერი დადებითად დასრულება, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ცუდად ვატარებთ მატჩებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 20:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ველოდები ხოლმე ყოველი თამაშის წინ ამ პრევიუს. ჩვენ კი მომდევნო შეხვედრაში მესამოცე გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Wardell
6 დეკემბერი 2014 20:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კარგ, გახსნილ და ჩვენ მიერ შეტევაზე ორიენტირებულ თამაშს ველოდები. მართალია 3 ქულა სოტონთან ყველა შემთხვევაში მისაღებია, მაგრამ ისევ მოთამაშეთა თავდაჯერებულობის მოსამატებლად იქნება უკეთესი თუ ლამაზი ფეხბურთით მივაღწევთ შედეგს.

RojoDiablo,
კლაინი მარტო ვარდნებით არ გამოირჩევა, შეტევაშიც ძალიან პროდუქტიულია, საერთოდაც კარგი ბიჭია, მე ძალიან მომწონს. დიდი სამუშაო ექნება იანგს და აუცილებლად უნდა დაეხმაროს ერერა ან რუნი, რადგან ტადიჩიც მარჯვნივ იწევს ხოლმე და ეს ორი ფეხბურთელი ერთად დიდ საფრთხეს ქმნის.

შნეიდერლენის არყოფნა დიდი პლიუსია ჩვენთვის, თუ არ ვცდები ალდერვეირელდიც არ იქნება და ეს კიდევ უფრო დიდ დაღს დაასვავს "წმინდანებს". სახელებით და გვარებით აშკარა უპირატესობა გვაქვს ფურცელზე, მაგრამ მებრძოლი გუნდია და არაფერს ნიშნავს მათთვის ვარსკვლავები და ასე შემდეგ.

სავარაუდოდ სივრცე ისევ ცენტრში გვექნება, თუ რათქმაუნდა ლუიმ მეორე ნომრად თამაში არ გადაწყვიტა. ვან გაალს დიდი არჩევანი აქვს მგონი პირველად ამ სეზონში შეტევის ხაზში. ყველა ჯამრთელადაა და საუკეთესოებს აარჩევს. პირადად მე ფალკაო რუნის და მატას დავაყენებდი, მაგრამ მე ხომ ლუი არ ვარ რომელსაც ძალიან უყვარს რობინი. სიტიმ და ლივერპულმა სწორედ მოძრავი ფორვარდების ხარჯზე მოუგეს სოტონს და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ის რაც ნამდვილად გვაქვს.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 21:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
კიი კიი. კლაინი ძალიან მაგარი ფეხბურთელია. როგორც ვიცი ჩვენი სამიზნეა და მე პირადად დიდი სიხარულით შევხვდი ამ ამბავს. აი წინა თამაშში არსენალს რომ ვუყურე რაღა დავმალო და ტრავმებს ვქომაგობდი. ალდერვეირელდი თუ არ იქნება მე ეგ უფრო გამიხარდება, მაგრამ ტადიჩი ბრუნდება და ეგ ცუდია. ჩემი აზრით გუნდის წამყვანი ფიგურა სწორედ ეგ არის. პელე უბრალოდ შემსრულებელია კარგი. ტადიჩი კი ბევრ საქმეს აკეთებს პასებისა და მუშაობის მხრივ.

სახელებსა და გვარებს კი რაც შეეხება კარგია მაგაზე რომ გაამახვილე ყურადღება. მე პირადად ფეხბურთელების გარდა გუნდების ზედმეტსახელები ძალიან მაინტრიგებს: Saints vs devils ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Wardell
6 დეკემბერი 2014 21:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ტადიჩი და შნაიდერლენი არიან წამყვანი ფიგურები ერთი შეტევის ორგანიზებაში მეორეს კი ცენტრი უჭირავს თუ არცერთი არ იქნა გადასარევი მარა მარტო შნაიდერლენის არ ყოფნაც კაი დიდი პლიუსია.

ხოო Saints vs devils ძალიან საინტერესოა, ანხელს რო ეთამაშა ხო საერთოდ სიტყვების თამაში იქნებოდა :D :D
0
№7
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 21:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
აგუერო დაიმტვრააააა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Wardell
6 დეკემბერი 2014 21:51
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ადრე ვერ ქნა თუ აპირებდა? :D ჩვენთან არ ყოფილიყო
0
№9
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 22:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამ თამაშს მშვიდად ვიგებთ
0
№10
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 23:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ვერ მოიფიქრა ეგ რა... მაინც მოიგეს. დღეს ყველაფერი კარგად წამოვიდა და სულ იდეალურამდე ჰარტი გვაშორებდა. ლუკაკუს რა ბურთი აუღო ნახე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top