დავიდ დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის გამოკითხვაში გაიმარჯვა და ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
2013 წლის თებერვალი მარტის შემდეგ დავიდ დე ხეა მეორედ გახდა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი. 2011 წელს "იუნაიტედში" გადაბარგების შემდეგ დე ხეა სხვა დანარჩენ ფეხბურთელებზე მეტჯერ გახდა ზემოაღნიშნული პრიზის მფლობელი.
"მანჩესტერ სიტისა" და "არსენალთან" ჩატარებულ მატჩებს შორის დავიდ დე ხეას მიერ "კრისტალ პალასთან" და "ჰალ სიტისთან" "მშრალი" მატჩები გამოუვიდა. დეკემბრის თვის დასაწყისში კი უკვე მოასწრო რამდენიმე გმირობის ჩადენა "სტოკ სიტის" წინააღმდეგ თამაშში.
დევიდი მოხარულია ასეთი პრიზის მიღებით და ქომაგებს მადლობას უხდის.
ხუან მატა სიამაყით ივსებოდა, როცა თავის მეგობარსა და თანამემამულეზე საუბრობდა:
"ის დაუჯერებელია. მახსოვს "ევერტონთან" თამაშში როგორ გადაგვარჩინა და ის შესანიშნავი იყო "არსენალისა" თუ "სიტის" წინააღმდეგ მატჩშიც."
"ის საოცარ ფორმაშია. დიდებული მეკარეა. დიდი მეკარეები მაშინ ჩნდებიან, როცა გჭირდება და ის სწორედ ამას აკეთებს."