თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2014, 12:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2560,
კომენტარები: 9
პოს სქოულზი: "ინიესტას მაისური საწყობში მაქვს"
პოს სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოს სქოულზი:
როცა ისინი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდნენ პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში სულის-გამანადგურბელი გამოცდილება იყო და მე ვიცოდი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ვითამაშე მათ წინააღმდეგ და ორივეჯერ დამარცხებულთა მხარეს.

ეს ფაქტი მხოლოდ იმას არ იუწყებოდა, რომ ევროპული თასის ფინალი წავაგეთ. ეს იყო ტკივილი, იმ დროს გრძნობდი, რომ არ იყავი იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვეულებრივ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები აღმოჩნდებიან. ამაში ვგულისხმობ ბურთის ფლობის მაღალ მაჩვენებელს, ტემპის დაწესებას, მატჩის კონტროლს. როცა "ბარსელონას" ეთამაშები, ამას თავად აკეთებენ.

მაშინაც კი, როცა "ბარსელონა" "ოლდ ტრაფორდზე" საპასუხო შეხვედრაში დავამარცხეთ, ყველაზე მთავარი, რაც დამამახსოვრდა - გოლის გარდა - იყო მათი ბურთის ფლობა. მათ მხარდამხარ ვერ შევეჭიდეთ, მაგრამ დავუპირისპირეთ შესაძლებლიდან საუკეთესო და თავი დავიცავით.

იმ ეპოქაში "ბარსელონა" განსაკუთრებული იყო. ეს უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო და ამ სეზონში მათი შემტევი ხაზით დავინტერესდი, რომელსაც მესი, სუარესი და ნეიმარი წარმაოდგენენ. მათ სანახავად კვირას "მესტალიაზე" მე და ჩემი ყოფილი თანაგუნდელი, ფილ ნევილი ჩავედით და იქ პიტერ ლიმი გვმასპინძლობდა, რომელიც "ვალენსიას" ფლობს და "სოლფორდ სიტიში" თავისი წილი აქვს ჩვენთან ერთად.

პოს სქოულზი: "ინიესტას მაისური საწყობში მაქვს"


"ბარსასთვის" ტელევიზიით რამდენიმეჯერ მიყურებია და ეს მხოლოდ ანარეკლი იყო მათი, მაგრამ თამაშის დროს თვალის დევნებისას დავრწმუნდი, რომ ერთხელ არსებული გუნდისგან მხოლოდ აჩრდილი დარჩა. ისინი ისევ აკეთებენ ბევრ პასს, მაგრამ ტემპი მიახლოებულიც კი არ არის ძველთან. თვალწარმტაცი სისწრაფე და რღვევა გაქრა. მათ მატჩი დამატებულ დროში მოიგეს, მაგრამ იმ დროისთვისაც კი რთულად ქმნიდნენ მომენტებს.

როცა გუნდებსა და ინდივიდუალურ ფეხბურთელებს შორის პარალელის გავლება ვცადე და პირადი აზრის დაფიქსირება მომიხდა, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიპოვე - "მოსაწყენი". ეს არ არის დაკნინება, მაგრამ ეს საუკეთესო სიტყვაა იმის აღსაწერად, თუ როგორ გაუქრა გუნდს სტილი, რომელმაც ისინი ერთ დროს პლანეტის საუკეთესო გუნდად აქცია - ზოგი მათგანი კი კლუბში დიდი ხანია თამაშობს. ნახევარდაცვაში კვირას ხავი, ხავიერ მასკერანო და სერხიო ბუსკეტსი წარმოადგენდნენ.

ეს არ იყო "ბარსელონას" ერთი ლამაზი დღე, რომელშიც სუარესი წვალობდა და ნეიმარი აქა-იქ აშუქებდა. მარჯვენა მცველი, დანი ალვეში განიცდიდა ისეთ ზეწოლას, რომელიც მანამდე არასოდეს ეგრძნო. "ვალენსია" უკეთესად ორგანიზებული გუნდი იყო და თამაშიც მათ უნდა მოეგოთ.

რომ შევაჯამოთ, "ბარსელონამ" მიმდინარე წელს მხოლოდ რვა ქულა დაკარგა და "რეალს" ორი ქულით ჩამორჩება. მაგრამ სინამდვილეში, ისინი თამაშობენ ფეხბურთს, რომელსაც რაღაც აკლია.

რაც შეეხება მესის, მისმა მიღწევამ იგი სხვა მატჩში მონაწილე ფეხბურთელებისგან განაცალკევა. მაგრამ მასშიც კი, ისევე როგორც სხვებში მე შევამჩნიე მოსაწყენი ხასიათი. ის არასდროს ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაკარგვის დროს თავის ფეხბურთელებს ეხმარება და უკან ჩამოდის, მაგრამ ახლა ის გაცილებით უფრო ნაკლებად მოძრაობს.

პოს სქოულზი: "ინიესტას მაისური საწყობში მაქვს"


ისეთი ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, როგორიც ლუის ენრიკეა რთული იქნება მესისა და დანარჩენი ფეხბურთელების თამაშის სტილის შეცვლა. მათ ყველაფერი მოიგეს. მათ მსოფლიო დაიპყრეს.

ამან "იუნაიტედის" საუკეთესო წლები და ყოველი სეზონის შემდეგ გუნდურად უფრო და უფრო მეტი ზრდა გამახსენა. პირველ ყოვლისა, ჩვენ გვყავდა მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც გვმუხტავდა. ასევე "იუნაიტედის" ფეხბურთელები, შენ ყოველთვის გეშინოდა ზაფხულის ტრანსფერების და იმის, თუ როგორ იმოქმედებდა ეს გუნდში შენს ადგილზე. შემიძლია ფერგიუსონის გარეშე დარჩენილ "იუნაიტედსა" და გვარდიოლას გარეშე დარჩენილ "ბარსელონას" შორის კავშირი დავინახო.

როცა 2009 წლის ივლისში წინასასეზონო შეკრებიდან დავბრუნდით, ვგრძნობდით, რომ სერ ალექსი რომში "ბარსელონასთან" მაისში ფინალში დამარცხების გამო ისევ გვიბრაზდებოდა. მიზანი ყოველთვის მატჩის მოგება იყო.

"ბარსელონას" ყურებისას კი მივხვდი, რომ გვარდიოლას ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელები აღარ არიან დიდი გუნდის წევრები, უბრალოდ მათ თამაშის სხვა გზა უნდა იპოვონ. "რეალმა" და "ბაიერნმა" თამაშის ახალი გზა აღმოაჩინეს, განსაკუთრებით "ბარსელონას" წინააღმდეგ.

პოს სქოულზი: "ინიესტას მაისური საწყობში მაქვს"


კვირას ისინი ანდრეს ინიესტას გარეშე თამაშობდნენ, დიდებული ფეხბურთელის, რომელიც ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. 2011 წლის ფინალიდან წამოღებული ინიესტას მაისური ჯერ კიდევ მაქვს. მან მთხოვა, რომ მატჩის შემდეგ მაისურები გაგვეცვალა. მისი მაისური კი სადღაც ჩემს საწყობში მაქვს. ამაში უპატივცემულობას არ ვგულისხმობ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თამაშის დღიდან სამახსოვროდ არაფერი მომქონდა. სახლში ასეთი არაფერი მაქვს, გარდა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების დღეს ჩაცმული მაისურისა, რომელიც ჩემს უფროს შვილს თავისი საძინებლის კედელზე უკიდია.

ოქროს ბურთს შვაინშტაიგერს მივცემდი

ოქროს ბურთისთვის სამი ბრწყინვალე ფეხბურთელი იბრძვის, მაგრამ რთულად დაგეთანხმებით, რომ მანუელ ნოიერის გარდა ნომინაციაზე წარდგენას სხვა გერმანელი ფეხბურთელი არ იმსახურებდა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მსოფლიო ჩემპიონატის დროს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებული ფეხბურთელებისგან შევადგენდი ნომინაციას.

პოს სქოულზი: "ინიესტას მაისური საწყობში მაქვს"


ტომაშ მიულერი, ტონი კროოსი და ბასტიან შვაინშტაიგერი - სამივე დიდებულები იყვნენ, მაგრამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად მე შვაინშტაიგერს ავირჩევდი.

წყარო: independent
სქოულზის გრაფა
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 11:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მეტყვით, რა შუაშია "მანჩესტერ იუნაიტედთან" და რატომ თარგმნეო?

რამდენიმე აბზაცის გამო. მთელ დღეს რომ ილაპარაკო ვერ იტყვი ისეთი შინაარსის მქონე სიტყვებს, რაც რამდენიმე აბზაცშია მოცემული. თანაც, ეს ხომ პოლ სქოულზია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 12:05
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიყვარს სქოულზის გრაფის წაკითხვა♥ სანამ ბოლოში გავიდოდი,ვკითხულობდი სქოულზის შეხედულებას და კავშირი ფერგიუსონის გარეშე დარჩენილ "იუნაიტედსა" და გვარდიოლას გარეშე დარჩენილ "ბარსელონას" შორის მეც წარმომიდგა თვალწინ.
როცა 2009 წლის ივლისში წინასასეზონო შეკრებიდან დავბრუნდით, ვგრძნობდით, რომ სერ ალექსი რომში "ბარსელონასთან" მაისში ფინალში დამარცხების გამო ისევ გვიბრაზდებოდა. მიზანი ყოველთვის მატჩის მოგება იყო.
ბაბუუ 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: DiMaria
6 დეკემბერი 2014 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
როგორ გამიტყდა რომ მოიგო ბარსამ ეგ თამაში. არადა თავისუფლად შეეძლო მოგება ვალენსიას რა...
0
№4
ავტორი: Gvantsaa
6 დეკემბერი 2014 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ამ გრაფის წაკითხვის შემდეგ თვით ბარსელონას გულშემატკივრებიც კი აღიარებენ თავიანთი გუნდის რაობას..

არაჩვეულებრივი ხარ პოლ.ყველაფერი ზედმიწევით განმარტე ♥

ოქროს ბურთი ბასტის? ამაშიც გეთანხმები love
0
№5
ავტორი: RedTeen
6 დეკემბერი 2014 15:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
პოლ, შეუდარებელი იყო, არის და იქნება, მისნაირები არ მეორდებიან.. <3
0
№6
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 22:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოვიდეს რა მწვრთნელის თანაშემწედ ♥♥
0
№7
ავტორი: GeorgeBest
6 დეკემბერი 2014 23:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არამგონია ვინმემ შეძლოს უახლოესი 3-4 წელი მაინც რონალდუს და მესის კონკურენცია გაუწიოს

შვაინშტაიგერისნაიირ ფეხბურთელი დახატავდა იუნაიტედს
0
№8
ავტორი: DiMaria
7 დეკემბერი 2014 00:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგ თამაშს მეც ვუყურე და მეკარემ სასწაულები აკეთა. ორივე გუნდის მეკარემ თან. ბარსა კი უბრალოდ მეზიზღება.
0
№9
ავტორი: red devil
7 დეკემბერი 2014 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რონალდო აიღებს ოქროს ბურთს ამაში 2 აზრი არ არის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top