თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2014, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1765,
კომენტარები: 9
ვან გაალმა გუნდის ერთიანობა შეაქო
ვან გაალის გუნდის ერთიანობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ვან გაალმა გუნდის ერთიანობა შეაქო
ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთიანობას გაუსვა ხაზი.

კლუბის კაპიტანმა, უეინ რუნიმ საშობაო საღამოს ორგანიზება გაუწია და მის პარტნიორებს, სამწვრთნელო შტაბსა და მთავარ მწვრთნელს სჯერათ, რომ ამ კვირის წვეულებები გუნდის სულსა და ურთიერთგაგებას აჩვენებს.

"ფანტასტიური იყო. ჩვეულებრივ ასეთ სიტყვებს არ ვიყენებ, მაგრამ ვფიქრობ ამან მოთამაშეებისა და სამწვრთნელო შტაბის გუნდური ერთიანობა აჩვენა. მე და ჩემმა ცოლმა ძალიან ვისიამოვნეთ."

"გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი საშობაო წვეულების აღნიშვნა სწორედ ამიტომ იყო ფანტასტიური - მან გუნდის ერთიანობა აჩვენა. ვფიქრობ, შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ."
- განაცხადა ვან გაალმა.

მოედანი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც საქმე კარგად მიდის. მოედანზე "წითლებმა" ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვეს და "ლივერპულის" "ოლდ ტრაფორდზე" ჩამოსვლამდე მეხუთე გამარჯვების მოლოდინში არიან "საუთჰემპტონთან".

კარგად მიმდინარე მოვლენებმა "იუნაიტედის" ქომაგებში დაბადა რწმენა იმისა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება: ვან გაალს კი გამარჯვებულის რეპუტაციის აღდგენა და ტიტულის მოპოვება სურს.

"ყოველთვის მინდა თასის მოგება. ეს არის ის, რასაც სხვა გუნდებში პირველივე სეზონში ვაკეთებდი, ასე რომ მინდა გულშემატკივარს ტიტული მოვუპოვო. ტიტულის მოპოვების ყველაზე იოლი გზა ასოციაციის თასია, რომელიც გაცილებით ნაკლები თამაშების მოგებას მოითხოვს."

ასოციაციის თასზე "იუნაიტედის" პირველი მეტოქის ვინაობა ორშაბათს კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 10:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან მაინტერესებს როგორი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან. უფრო მოკრძალებული ალბათ. აი დაახლოებით ისეთი დისტანციით და პატივისცემით, როგორც ფერგიუსონს ჰქონდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 11:10
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
ეგ მეც მაინტერესებს და მაინტერესებდა ხოლმე 90 წუთის მიღმა მწვრთნელისა და ფეხბურთელების შეხვედრები, დამოკიდებულება. არაფორმალურ გარემოში მათთან ერთად ყოფნაზე ბევრჯერ მიოცნებია:დ ხანდახან უჩინრად ოღონდ. მე ვხედავდე და ისინი-ვერა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 11:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
არა, სიამოვნებით ჩამოვართმევდი ხელს თითოეულ მათგანს და რაიან გიგზს მაგრად ჩავეხუტებოდი wink არ მინდა უჩინარობა. აი დე ხეამ რომ სტოკთან აიღო კინაღამ ტელევიზორში შევძვერი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 12:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
:დ ჰო,მაგრამ ხანდახან უჩინარობა კარგია. რა იქნებოდა,დავბადებულიყავი ინგლისში. ვყოფილიყავი რომელიმე მანჩესტერელის ნათესავი:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 12:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
"საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე" - ბიჭო, ბიჭო რა ჩავაქსოვე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 12:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
:დ ზუსტად მიესადაგება. საჭირო დროს ჩააქსოვე:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: DiMaria
6 დეკემბერი 2014 12:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
წუნა და წრუწუნაში რომაა: ნეტა ქორწილში არ დაგვპატიჟებენ? ჩვენც მიგვიწვიეთ მაგ წვეულებაზე რა
0
№8
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 22:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე დავესწრები ერთ მშვენიერ დღეს...
0
№9
ავტორი: GeorgeBest
6 დეკემბერი 2014 23:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კლუბის კაპიტანმა, უეინ რუნიმ საშობაო საღამოს ორგანიზება გაუწია


ყველაფერს აგვარებს ძმა wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top