სანამ "იუნაიტედი" "ბოქსინგ დეიზე" "ოლდ ტრაფორდზე" "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩის გასამართად სასტუმროში შეიკრიბებოდეს ლუი ვან გაალი თავის ფეხბურთელებს საშობაო სადილისთვის სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მცირე ხნის წინ წუხილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ თავისი ოჯახის წევრებს შობაზე ვერ მოინახულებს, რადგან 28 დეკემბერს "იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ეთამაშება.
თუმცა ვან გაალი მსგავს მდგომარეობაში არ ამყოფებს ფეხბურთელებს და ისინი სახლში იმდენ დროს გაატარებენ, რამდენიც შესაძლებელი იქნება.
გუნდის კაპიტანმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, განაცხადა, რომ გუნდთან ერთად ყოფნისთვის მზადაა, რათა ახალ მწვრთნელს მხარში ამოუდგეს.
შობის დადგომამდე "იუნაიტედი" ორშაბათს "საუთჰემპტონს" შეხვდება, შემდეგ კი "ლივერპულს" და "ასტონ ვილას".