თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2014, 07:02
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 8
ანხელ დი მარია: "ჩემპიონთა ლიგა მენატრება"
არგენტინელი ვინგერი ევროტურნირზე დაბრუნებას გეგმავს.
ანხელ დი მარია:
არგენტინელი ვინგერი ამბობს რომ, ის აუცილებლად დაეხმარება "იუნაიტედს" დაბრუნდეს ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან მას ძალიან ენატრება ამ ტურნირზე თამაში.

ანხელის, ევრო ტურნირზე, ბოლო მატჩი გასული წლის ფინალი იყო. დი მარიამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში რომ, "მადრიდის რეალმა" მეათედ მოიპოვა ეს ტიტული და დამსახურებულადაც დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ.

დი მარია: "მენატრება ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ამ სეზონში, რომ გუნდი დავაბრუნოთ საუკეთესო გათამაშებაში.

ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვიყავით მე-7 ან მე-8 ადგილზე ლიგაში, ახლა კი ოთხეულში ვართ და პროგრესი უნდა განვაგრძოთ.

ჩვენი მთავარი მიზანია გუნდი იქ დავაბრუნოთ სადაც მისი ადგილია. რა თქმა უნდა, მე მსურს ტიტულების მოგებაც, მაგრამ ყველაფერი დროსთან ერთად მოვა, რადგან გუნდში ახალი მენეჯერი და ფეხბურთელები არიან.

სეზონის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა, თუმცა "ჩელსის" უკვე გაცილებით მეტი ქულა აქვს ვიდრე ჩვენ. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ და რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულებთ ჩემპიონატს.

ვფიქრობ ეს გუნდი უნდა დაბრუნდეს საუკეთესოთა შორის და ეს ასეც მოხდება."



წყარო:M.E.N
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 09:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ ეს გუნდი უნდა დაბრუნდეს საუკეთესოთა შორის და ეს ასეც მოხდება


აუცილებლად. წელს მაქ უნდა დავბრუნდეთ და ასოციაციის თასი მოვიგოთ, მომავალში უკვე ტიტულისთვისაც ვიბრძოლოთ/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 10:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხან ენატრება ხან არა ამას რაცხა ხო არ ერევა :/
0
№3
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 10:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
მენატრებაო არ უთქვამს ადრე. არ ვუყურებო უბრალოდ ასე თქვა. რატომ არ მოენატრება. დი მარიაა, სტერლინგი ხომ არა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: AkkRed
6 დეკემბერი 2014 10:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოჰ ოჰ :D მობილურით ვარ თორე მოგიწონებდი კომემტარს :D რას ერჩი კარგად თამაშობს
0
№5
ავტორი: Mufc7
6 დეკემბერი 2014 11:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ჩვენი მთავარი მიზანია გუნდი იქ დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია. რა თქმა უნდა, მე მსურს ტიტულების მოგებაც, მაგრამ ყველაფერი დროსთან ერთად მოვა, რადგან გუნდში ახალი მენეჯერი და ფეხბურთელები არიან." მოუთმენლად ველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
6 დეკემბერი 2014 16:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
კაი, მე დაგილაიქებ სამაგიეროდ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
6 დეკემბერი 2014 23:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
1 წელი გაძელი დიმკა wink მარა ჯერ პრემიერ ლიგასი გააკეთე შენი გასაკეთებელი
0
№8
ავტორი: red devil
7 დეკემბერი 2014 08:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეგრე თუ იღე ტრავმები დააბრუნებ აშკარად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top